ეგ შიშის ამბავია, კედელს ვერ გასცდები : ) აიქნიე ძლიერად
მაჯები გაახურე პირველ რიგში და თითები გაშლილი გქონდეს და ოდნავ მოხრილი, მასე უფრო ადვილია ბალანსის რეგულირება
ყირაში დგომის დროს მხოლოდ ხელებით არ აბალანსებ სხეულს, მხრებით, წელით, პრესით, ფეხებით
ამ ზემოთ ჩამოთვლილიდან ყველა კუნთში იმდენი ძალა უნდა გქონდეს რო შენი სხეულის წონა სწორ მდგომარეობაში შეინარჩუნო, როცა ტანი სწორად გექნება მერე უკვე მაჯებით და თითებით დააბალანსებ
არის ბევრი სასწავლო ვიდეო იუთუბზე, უფრო თვალსაჩინოდ ვიდრე მე აგიხსენი
საკუთარ თავს გადაუღე ხოლმე ვიდეო ყირაში დგომის დროს და ნახავ რამდენად სწორად დგახარ
მარცხენაც დგას და მარჯვენაც, სწორი რომელია მგონი დღესავით ნათელია : ))
თავი არ უნდა აწიო ძალიან თორე ავტომატურად იზნიქები

პ.ს
მაგრად მომენატრა ყირა, ხვალ უნდა ვცადო