როგორ ჩამოვედი 82 კილოდან 75მდე 2 თვეში კალორიების თვლისა და ოფლის ღვრის გარეშე ისე რო თან ყველაფერს ვჭამდი
ეს პოსტი მას, ვისაც მართლა უნდა წონაში დაკლება, არის მომთმენი და მზად არის მინიმალური ცვლილებები შეიტანოს თავის ცხოვრებაში.
ამ პოსტში პრიორიტეტულად დავაწყობ თუ რა არის საჭირო წონაში დასაკლებად,
ისე რო არ დაიტანჯოთ, იქნება ეს მენტალური მიდგომა, კვება თუ ვარჯიში.
პატარა მემუარი:
მოკლედ, ეს წელი საკმაოდ ჩავარდნილი მქონდა. იმდენად ჩავარდნილი რო ოქტომბერში დაბადების დღე არ გადავიხადე რადგან ჩემი თავი მეზიზღებოდა და მეგონა არ ვიმსახურებდი ამ დღის აღნიშვნას.
დაახლოებით თებერვლის ბოლოდან ნოემბრის ბოლომდე უმეტეს დროს საწოლში ვატარებდი, ვჭამდი ბევრს, ზაფხულში თითქმის ყოველდღე ვსვამდი ლუდს, შემოდგომაზე მოსაწევს (და ვინც ეწევა იცის რა მადა გეხსნება) და ა.შ.
მოკლედ, ჩავსივდი და
დავმახინჯდი, როგოროც ფიზიკურად ისე შიგნიდანაც. ერთი წელი გოგოსთან ერთად არ გამისეირნია, ოჯახისწევრების მიმართ აგრესიას ვანთხევდი და ათასი ღლეობა მოკლედ.
ბევრი რო არ ვატრაკო, როგორც უმეტესი ადამიანი, ერთ დღეს მეც მივხვდი რო რამე უნდა შემეცვალა თორე დამენძრეოდა და უფრო და უფრო დაბლა დავეშვებოდი.
ჰოდა, მთელი ცხოვრება ვისაც ვაჯვავდი ეგ როჟა გავიჩითე: გადავწყვიტე თვითდახმარების წიგნი (self-help) წამეკითხა რამე.
მაგრამ, როგორც სულითხორცამდე ნერდი, რასაკვირველია ეს წიგნებიც კარგად გამოვიკვლიე და
ავირჩიე საუკეთესო
ჰოდა, მანდედან მინდა რჩევები მოგცეთ. რჩევები, რომლებმაც
დღეში 20 ღერი სიგარეტიდან 1-2-ზე ჩამომიყვანა (და ამ 1-2ს ამოგდებაც შემიძლია, ნებისმიერ დროს),
წონაში დამაკლებინა და ზოგადად უფრო ადამიანური გამხადა. ამ წიგნს ჰქვია ფსიქოკიბერნეტიკის ახალი მეცნიერება და
1960 წლიდან 30 მილიონზე მეტი კოპია გაყიდული. ამ შესავალს იმიტო ვაკეთებ, რო მინდა დარწმუნდეთ რო მართლა მუშაობს ეს კანონები და
იმასაც ავხსნი (მოკლედ) როგორ.
HERE WE GO!
პირველ რიგში მინდა ვისაუბრო
მენტალურ მხარეზე: » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბავშვობიდან ჩემს ოჯახში თითქმის ყველას ჰქონდა წონის პრობლემა და პერიოდულად თითქმის ყველა დიეტობდა. მათ შორის მეც.
მათი და საკუთარი თავის დაკვირვებით მივხვდი, რომ
მთავარი პრობლემა შიგნიდან მოდის: წინასწარ ვანწყობთ ჩვენ თავებს, რომ დიეტა ძალიან რთული იქნება და უნდა ვიტანჯოთ და ა.შ.
ზემოთმოყვანილი წიგნის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,
ადამიანის ტვინი არის ე.წ ამოცანის მომგვარებელი მანქანა. მარტივად ვიტყვი: თუ ადამიანი თავის ქვეცნობიერს ''დაავალებს'', რომ ხვალ 20 აჯიმანია უნდა გააკეთოს, ენერგიის დიდი ნაწილი წავა ზუსტად ამ ამოცანის მოგვარებისკენ.
თუ ადამიანი თავის ქვეცნობიერს ''დაავალებს'', რომ ხვალიდან დიეტაზე ვჯდები და გაძლება მომიწევს, მაშინ უფრო ხშირად იგრძნობს შიმშილს; უფრო ხშირად ასტკივდება თავი და მოითენთება.
არის ასეთი ბრძნული გამოთქმა : D
"Where focus goes, that's where the energy flows" --> "რაზეც ფოკუსირდები, ენერგიაც იმისკენ წავა"
როგორ მოვმართოთ ქვეცნობიერი სწორად? მარტივია:
პრაქტიკაში გამოყენება ყოველდღე, 30 წუთის განმავლობაში (ან რამდენი დროც გექნება), კომფორტულად მოთავსდი, თვალები დახუჭე და წარმოიდგინე შენი თავი ისეთ ფორმაში, როგორის მიღწევასაც ცდილობ. წარმოიდგინე ყველაფერი:
როგორი განცდა გექნება ქუჩაში გავლისას, შეეცადე შეიგრძნო სუნი, ნაბიჯები, ხალხის მზერა გარშემო, სხეულში სიძლიერის განცდა, ფეხის კუნთების მოძრაობა სიარულისას, საყვარელი ტანსაცმელი რისი ჩაცმაც გინდოდა, მაგრამ არ გიხდებოდა წონის გამო (მე მაგალითად ერთ დეზლ როლინგზე და კურტკაზე ვფიქრობ ხოლმე რომელზეც ჩემმა ერთ-ერთმა შეყვარებულმა მითხრა რო საშინლად არ მიხდებოდა

: D და მაგარი მოტივატორია.

არადა არ უნდა იყოს

Anyways : D )
მეცნიერული კუთხით განვიხილოთ? ოქეი.
თურმე, როცა
წარმოსახვის უნარი გიძლიერდება (ხშირ პრაქტიკასთან ერთად!) და ყველა გრძნობის უნარით მკვეთრად შეიგრძნობ სასურველ მიზანთან დაკავშირებულ გარემო პირობებს, ჩვენი ნერვული სისტემისთვის იგივეა, რაც რეალურად რო განვიცადოთ ეგ წარმოდგენილი.
ანუ, თუ კარგად შეგიძლია წარმოიდგინო შენი თავი ნიუ იორკში რომელიმე ცათამბრჯენის სახურავზე სევდიანი ღიმილით,
რეალურად ჩვენი ფსიქიკისთვის განსხვავებას არ წარმოადგენს მართლა იქ ვართ თუ წარმოვიდგენთ უბრალოდ : D
შესაბამისად ის ამოცანის მომგვარებელი მექანიზმიც (ჩვენი ტვინი; ქვეცნობიერი, whatever) უფრო აქტიურად მოქმედებს, იმიტო რო უფრო ნათელი მიზანი აქვს დასახული და მისი მოგვარებისთვის უფრო ქმედითი ნაბიჯებით მიდის.
როცა იტყვი, რო ხვალიდან დიეტაზე ვარ და 3 თვეში უფრო ლამაზ რაღაცეებს ჩავიცმევ და უკეთ ვიგრძნობ თავსო, მაგ დროს შენი ქვეცნობიერიც და ცნობიერიც ერთიანდებიან და ყველაფერს აკეთებენ რო მარტივად ''მოგაგვარებინონ ეს ამოცანა''.
როცა იტყვი, რო ხვალიდან დიეტაზე ვარ და სახე უნდა ამეხესო, ამ დროს
საკუთარ თავში ბრძოლის განცდას აღძრავ. თითქოს უნდა აჯობო შენს თავს.
არადა ადამიანები ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად აღწევენ წარმატებას, როცა ფსიქიკა ორად არ აქვთ გაყოფილი და მთელ რესურსს (ფოკუსს) ერთი კონკრეტული მიზნისკენ მიმართავენ. მე პირადად ამ მენტალური წარმოდგენის სავარჯიშოს
სამ ნაწილად ვყოფ: * ჯერ წარმოვიდგენ
ხვალინდელი დღის გეგმას ზუსტად (დილით ეგრევე ავდგე რო გამეღვიძება, აჯიმანიები გავაკეთო, გავიდე სარბენად, ბლაბლაბლა);
* შემდეგ წარმოვიდგენ
1კვირის ან 1თვის გეგმას ზუსტად (ჩამოვალ ამ წონაზე, დავწერ ამდენ გვერდს, წავიკითხავ ამდენ წიგნს ბლაჰბლაჰ)
* შემდეგ
გრძელი დროის გეგმას, მაგალითად ამავე დროს იქით წელს და ა.შ (ჩავიცვამ იმ ტანსაცმელს, მექნება საკუთარი საქმე ბლაბლაჰ)
მაგრამ! ძაან მნიშვნელოვანია რო ეს წარმოდგენები არ იყოს უბრალოდ წინადადებები, არამედ მოძრავი სურათი!
ჩემთვის ეფექტურია
თითქოს კინოში ვზივარ და ვუყურებ ჩემს თავს როგორ დგება დადის და ა.შ. ჩვენი მთავარი გეგმა უნდა იყოს რომ ნერვულ სისტემას მაქსიმუმ ნათლად აღვაქმევინოთ ჩვენი მომავალი.
ერთ-ერთი საუკეთესო ახსნა რაც გავიგე არის ეს:
''ისე წარმოიდგინე, თითქოს რაიმე ძვირფასი მოგონების ნოსტალგია მოგაწვა და მასზე ფიქრობ, ოღონდ ეს მოგონებები მომავლიდანაა" ამაზე ამდენი იმიტომ დავწერე, რომ ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. თან იმიტომაც, რომ მხოლოდ წონაზე არ გამომიყენებია ეს მეთოდი.
დამიჯერეთ,
ყველაფერი შესაცვლელი მქონდა ცხოვრებაში
მართალია ისევ ბევრი პრობლემაა, მაგრამ ბევრი მოვაგვარე.
მხოლოდ წარმოდგენით არა, რა სისულელეა.
უბრალოდ წარმოდგენას + მოქმედება და ბევრად მარტივია ყველაფერი.
თუ ვინმეს ეჭვი ეპარება და მაინც კომერციული აფერისტობის სუნი უდის ამ ყველაფერს,
მინიმუმ 21 დღის განმავლობაში თავად გააკეთეთ რაც ზევით აღვწერე და თუ არ გაამართლა მერე შეიძლება მსჯელობა (და დაჯმა : D ). ზოგიერთი ფსიქოლოგიური კვლევის მიხედვით
მინიმუმ 21 დღე სჭირდება ადამიანს, რომ ახალი ჩვევა "სისხლში გაიჯინოს". კვება » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამაზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ რაღაცეებს გასწავლით პირადი გამოცდილებიდან:
1. თაფლიან-ლიმნიანი წყალიდილით,
უჭმელ კუჭზე დალიეთ ნახევარი ლიტრი წყალი, რომელშიც თაფლი და ლიმონი იქნება გარეული
(ნახევარი ლიმონი და 1 ჩაის კოვზი თაფლი).თურმე იაპონელები ბავშვობიდან მოყოლებული მაგას სვამენ ყოველდილით და ერთ-ერთი განმაპირობებელი ეგეცაა ასეთი ტანის გოგოები რო ყავთ:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მეც უკვე 2 თვეა ვსვამ და
* დილით მაგარ ენერგიას მაძლევს.
* ყავა ჩამინაცვლა (ყავას ძირითადად ვსვამდი პირში ცუდი გემოს გამო , რო "ჩაეწმიდნა")
* მომნელებელი სისტემა ასჯერ უკეთესად მაქვს
* ვიკლებ წონაში. თან ეს იქამდე მაგდებინებდა წონას სანამ ცოტა ვარჯიშს დავიწყებდი.
კიდევ
ბევრი დადებითი აქვს, მარა ესენი ძირითადია.
2. ცომეული ამოაგდე და ჩაანაცვლე შავი პურითრატომღაც შავი პური არასდროს მიყვარდა (დაჟე მეზიზღებოდა), მაგრამ ახლა დავუმუღამე.
ლიტვური ძაან გემრიელია.
კიდეა ერთი რაღაც, მარცვლები აქვს შიგნით და საკმაოდ გემრიელია ეგეც.
ჩაისთან ერთად ყველს დაადებ და კანფეტია .
3. რვის მერე არ ჭამო და დილის 11მდე
კლასიკური ექვისს მერე არ ჭამის ალტერნატივაა და ბევრად უკეთესი და ბევრად მოსახერხებელი.
ზუსტად ანალოგიურად მოქმედებს და არის ძაან ეფექტური. ამას ყოველდღე ვაკეთებ და კვირას საერთოდ არაფერს ვჭამ, მხოლოდ წყალი, ყავა და ვაშლი.
ეს არამხოლოდ წონისთვის, ორგანიზმისთვის ყოფილა ძაან სასარგებლო. იწმინდება და მთელი ამბები.
4. სალათი და ხილი სუ ''გეყაროს''ერთ კაი სალათს გასწავლით რაც ძაან მევასება:
* ნახევარი კომბოსტო
* სამი სტაფილო
* ერთი ხახვი
* ქინძი
* არაჟანი
* პილპილი და მარილი
ჩახეხავ ამ ყველაფერს და გადაურევ არაჟანს რამდენსაც გაგისწორდება.
მარტომ რო ჭამო 3-4 დღე უნდა გაძლოს წესით. ოღონდ წესიერად შეინახეთ ხოლმე მგონი ფუჭდება ახდილი (1 დღეზე მეტი არასდროს გაუძლია ჩემთან..)
სალათი იმიტოა კაი, რო როცა მოგშივდება ცოტას შეჭამ , შედგავ და
10 წუთში მიხვდები რო აღარ გშია ისე ცხოველურად : D
რეალურად, ზედმეტს იმიტო ვჭამთ რო ტვინს 10 თუ 15 წუთი სჭირდება იმ ინფორმაციის გადასაცემად კუჭისთვის რო ეყო და უნდა გაჩერდეს : D
და მერე ხვდები რო ზედმეტი მოგივიდა.
მარა ხანდახან ეგეც საჭიროა. ასწორებს

რეალურად ცოტა რო წაიხემსო და შედგა, მიხვდები რო გაგიარა შიმშილმა და მუცელიც აღარ გელაპარაკება.
ვარჯიში» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1. სწრაფი სიარულივიცი რო
ბევრი კარდიოს არ აკეთებს იმიტო რო სიგარეტს ეწევა და "დიხანია" არ უქაჩავს. მეც მასე ვიყავი ამიტო სიარულით დავიწყე და
50 მეტრს რო ვერ გავრბოდი წესიერად, ახლა გლდანის მეორე მიკროდან მეექვსემდე მივძუნძულებ საკაიფოდ

მერე კი მენძრევა მარა მერე ისევ სიარული, ხან რიოკი, ხან ნელა, ხან სწრაფად და ეგრე.
მთავარია მოძრაობა რა2. აჯიმანიებიმაგარია ჯანისთვის და თან ნელნელა რო ხვდები მეტს და მეტს აკეთებ უფრო გისწორდება.
წონისთვის არ ვიცი რამდენად კაია მარა მე გამოსაფხიზლებლად მეხმარება.
სახლში როცა ვარ და რამეს ვაკეთებ 1 საათიან მონაკვეთებად მაქვს დაყოფილი დღე და შუალედებში 10-15 აჯიმანიას ვაკეთებ და მაგრად მაფხიზლებს შემდეგი საათისთვის. ჯამში დღეში ხან 70 ხან 90 ხან 100 გამომდის და უფრო და უფრო გავზრდი
გაითვალისწინეთ! არასწორად გაკეთებული აჯიმანია სახიფათოა (ჩემ თავზე განვიცადე,მხარი ამტკივდა ძალიან).
არასწორად გაკეთებული აჯიმანია მარტივია,
ბევრს აკეთებ და უფრო მეტად იზიანებ მყესებს და კუნთებს. ამ ვიდეოს უყურეთ და
ანალოგიურად გააკეთეთ. მთავარი გაითვალისწინეთ მაჯების პოზიცია, გარეთ როგორ წევს (თითები არა შიგნით, არამედ გარეთ უნდა იყურებოდეს) და მხრებთან როგორაა გასწორებული.
კიდევ უამრავი რაღაც მახსენდება რაც გამიგია და რისი დაწერაც შემიძლია, მაგრამ ეგენი არ გამომიცდია და ვერ ვიტყვი ვერაფერს.
ჩემზე ესენი მოქმედებს და
დარწმუნებული ვარ 90%-ზეც იმოქმედებს თუ ზუსტად იგივეს გააკეთებთ!
ვინმე თუ დაიწყებს ამ პრინციპებით მოქმედებას თხოვნა მექნება
დადოთ თქვენი ახლანდელი წონა, რამდენის მიღწევა გინდათ და მერე კიდევ დაპოსტოთ როცა გავა დედლაინის დრო. მემგონი ასე უფრო მოტივირებული ვიქნებოდით ყველა
თან არ მინდა ამხელა პოსტი წყალში ჩაიყაროს და თან მინდა ყველა ადამიანმა დაიკლოს ვისაც წონა აწუხებს

ძალიან კაი გრძნობაა.
ისე ვამბობ თითქოს რადიკალური ცვლილებები განვიცადე, მაგრამ ის პატარაც ისეთი სასიამოვნოა წარმომიდგენია დიდი ცვლილება ვაფშე რა იქნება !
წარმატებები!
This post has been edited by Onise_ok on 13 Feb 2017, 16:26
Nobody exists on purpose, nobody belongs anywhere, everybody's going to die, come watch TV?