trankaვეცდები გავაგრძელო

ნაძვის ხე უნდა დავდგა რა
და ნაძვი მაქ, ხე არა
წინაზე პირიქით იყო
მარა წარსულში ნუ გავიხედავთ
თუ კი გვაშინებს
კაროჩე ხე უნდა დამედგა
ვიცოდი
რო ან მე ან ის
მოძრავი კაცი იყო საჭირო
ბოლოს დამკრძალავ ბიუროში მივედი
და შენი ზომის კუბოები აღარ გვაქ
შემდეგ რეისს დაელოდეო
მეთქი ისე შემოვიარე
და ისე არ შეიძლება რამე უნდა იყიდოო
წვიმები სად გაქვთ მეთქი
და გვერდზე ოთახიდან ნიკოლოზ წვიმა შემოვიდა
რა გინდა აბა მითხარიო
ჯიბეში 10 ლარი მიდევს
სახლში იციან რო უნივერსტეტში ვარ
უნივერსტეტში იციან რო სახლში ვარ
სინამდვილეში კი სადაც ვარ იქ წვიმაა
არც მე მივდივარ სახლში
და არც წვიმა მოდის
ორივენი დილემის წინაშე ვართ
სალაპარაკო თემა გაგვითავდა
გარედან ვიღაცამ თემა შემოაგდო
ეს თემა კაი კაცია უბრალოდ ბევრს სვამს
ნიკოლოზს ერთი გოგო ყავს გამწარებული
როგორც კი დაინახავს ეგრევე მოდის
და ეს გოგო სველდება
ნიკოლოზი წვიმაა და იმიტომ
გადავწყვიტე ქოლგა მეყიდა
დღეს-ხვალე ახალი წელია
სიგარეტს მე არ ვეწევი
არც 170 ნომერი მარშუტკა მაწყობს
მაინც გავაჩერე
მაინც ავედი
ბოლომდე გავყევი
იქიდან სხვაზე გადავჯექი
ერთი სიტყვით სახლში ვერ მივედი და კიდე დიდხანს ვერ მივალ
სანამ საკუთარი თავის მტერი ვიქნები

ar magino shot

:/
This post has been edited by Datvlas_vin_gtxоvs on 22 Dec 2016, 17:45