დიდი ტექსტი იქნება წინ.
წინასიტყვაობა:
მოკლედ გუშინ წასასვლელი ვიყავი ა პუნქტიდან ბ პუნქტში.
ტაქსით.
იმიტომ რომ ღამის 11 საათია.
მაქვს 5 ლარი.
მანძილი ვიცი, რომ არის 10 კმ. +- 2 კმ.
ვიცი მისამართი, არ ვიცი ზუსტად სადაა.
ისტორია:
გავდივარ გარეთ, გაჩერებაზე.
მარტო ვარ.
გამოიარა ერთმა ტაქსმა და ვეუბნები:
-ბ პუნქტში გამიყვან?
-იცი სადაა?
-ზუსტად არა
-მაშინ ჯობს იმან წაგიყვანოს ვინც იცის up
(ერთხელ ვარ ნამყოფი, მაქვს ძააალიან ცუდი მახსოვრობა.)
მეორე ტაქსი.
-...
-რამდენს გადაიხდი
-5 ლარი მაქვს
-ლარიც დაამატე
-არ მაქვს მეტი
-ცოტაა 5
-კაი.
მესამე, მეოთხე, მეხუთე.
ზოგმა არ იცის სადაა, ზოგი 6-7-8 მთხოვს.
რა ვქნა ახლა.
გამოჩნდება ვინმე ვინც წამიყვანს.
ამ დროს ვფიქრობ ნეტა ის ორი რკინის ლარიანიც ჩამეგდო მეთქი.
მარა ახლა გვიანია.
გაჩერებაზე მარტო აღარ ვარ.
ორი გოგოა კიდე.
მე-6 ტაქსი.
უარი.
მე7.
უარი.
კაროჩე ბლომად ტაქსი გავაჩერე

ყოფილა შემთხვევები 2 კმ-ში 5 ლარი მიმიცია,
უთქვამთ 7, და 10 რომ მიმიცია და ხურდა არ მაქვსო, კაი დამიტოვეო მითქვამს.
მაგრამ ახლა მაქვს დედანატირები 5 ლარი, და არ შემიძლია 1 ლარის დამატება

მოკლედ მერამდენე ტაქსი იყო აღარ ვიცი, რეალურად 5ის მერე შევწყვიტე თვლა
ხოდა გააჩერა.
-"აქ" გამიყვან?
-ეგ სადაა, "ამ უბანში?"
და ამ დროს გამახსენდა, წინა მგზავრობის დროს გავლილი გზა

-კიიიი, (გამიხარდა), "მაგასთანაა" ახლოს.
-რამდენს გადაიხდი
-ხუთი მაქვს
-ხუთი ცოტაა

ლარიც დაამატე

-(ბლიად, ეს რა ხელწერაა ეს ლარიანი ვახ!)არ მაქვს თორე აქამდე წავიდოდი უკვე. და გამოვბრუნდი უკან, გაჩერებაზე.
-(მეძახის) წაგიყვან, დაჯე.
-(კარგია). ვჯდები.
-ეს გოგოები სად მიდიან

-მერავიცი
-(გოგოებს):სად მიდიხართ?
-(გოგოები): ჰა?
-(მე):

სად მიდიხართ-ო
-(ისინი): არსად! (მკაცრი ტონით)

კაი სტარტია.

წავედით.
გზაში რაღაცები დაიწყო, უკვე არ მევასება.
(გავლილი მანძილი დავიმახსოვრე, xxx107 იყო)[მიაქციეთ ყურადღება ამას, ©ავტორი]
შუა გზაზე მეუბნება ფული მომეციო.
-მივალთ და მოგცემ. ( თავისუფლად შეიძლებოდა მიმეცა, მაგრამ, რატომ არ ვიცი, არ მომწონს მისი "ტიპაჟი" )
მივედით "იმასთან"
-ახლა წინ და მერე მოსახვევია (მე)
შევუხვიეთ და
-აბა სად გინდა
-წინ არის
-შორსაა კიდე?
(ტონი აქვს მკვლელი, აი იმენა ჩემ მოშორებაზეა, ნაგლი, კბილებიდან გამოსჭვივისო - რომ იტყვიან )
-(ახლოსაა მაგრამ) კი
-მერე ხუთ ლარად სადამდე გინდა წაგიყვანო
-(აქ ამომასხა უკვე.
არასდროს(!) არ ამიწევია ხმა უცნობისთვის, აი არასდროს. (მამენტ არც ნაცნობისთვის

) მაგრამ აი გავჭედე, (არ მეგონა თუ შემეძლო მასეთ მდგომარეობაში ყოფნა) ხოდა
-(მე): მომისმინე, მე შენ გითხარი ადგილი და თანხა,
შენ მითხარი წამოდიო, მე ხომ არ მიხვეწია წამიყვანე გინდა თუ არა მეთქი.
-მერე შენ მითხარი რომ "ამასთან" ახლოაო.
-(1 კმ-ც კი არ გაგვივლია "ამასთან"-იდან) შორია? შეხედე კილიმეტრაჟს, 107 იყო რომ გამოვედით, 113 ია ახლა. 6 კილომეტრში 5 ლარზე მეტს რატო მთხოვ?

გაჩუმდა. ამ დროს ვიცანი ის ადგილი სადაც უნდა ჩამოვსულიყავი
-აქ ჩამოვალ. და ვაწცდი 5 ლარს.
მაჩვენებელზე ისევ 113 წერია.
6კმ-5ლარი.
გზაში "გააზაფრავკა".
გაზზე იყო.
ალბათ რა, 1 დაწვა ხო?
გინდაც ორი.
მორალი: მაგრად არ მევასებით ასეთი ხალხი.
(კიდე შეიძლებოდა განვცრობა, მაგრამ მეზარება)