ჩემზე მაგარ ყავას ვერავინ ადუღებს დედამიწაზე.
აღიარებული ვარ მრავალგზის.
ოჯახში ყავის სმას თავი დაანებეს მას შემდეგ რაც ამერიკაში ჩამოვედი. მერე აქ ჩამომაკითხეს ჩემებმა..
და ყავა შევთავაზე მეთქი ხო დალევთ? .. არა ყავა მავნეა და აღარ ვსვავთო. ჰო კაი მაშინ და ჩემთვის მოვიდუღე. აუ აუ მიდი ჩვენც მოგვიდუღე
შენ მოდუღუბულ ყავას დავლევთო. და რო დავუდგი
დალიეს და მერე მიხვდნენ რატო არ სვამდნენ ყავას
თურმე შენ მოდუღებულ ყავას სულ სხვა გემო აქვსო.
აი მართლა სერიოზულ ყავას ვადუღებ დედასგეფიცებით
სახლში საქართველოში იმენა ყავის სლუჟანკად მაქციეს

მიდი რაა შენ მოადუღე.. მიდი რაა შენ ქენი..
მერე სამსახურში

ეს ჩემი უფროსი დღეში 10 ჭიქას სვავდა. მოვიდოდა .. მიდი შენ მომიდუღე. რაა..
აი რა მოდუღება უნდოდა.. პროსტა დასხმა.. მიდი შენ მომიტანე რაა.. აღარ შემეძლო კაცო მთელი დღე ყავის ჭიქებით დავრბოდი

მერე თანამშრომლებსაც მე ვუდუღებდი .... პროსტა არ მეზარება არასდროს ყავის მოდუღება და ალბათ მაგიტო გამოდის კაი..
თან იმდენად გემრიელ ყავას ვადუღებ რომ მისაყოლებელი არაფერი უნდა... იმდენად სრულყოფილი გემო აქვს.
ნუ მაინც არ მეჯერა ეს რო ვითომ მე კაი ყავას ვადუღებდი.... და ამერიკაში რო ჩამოვედი და აქ ერთი ქალი იყო. მოკლედ ყავას ვიდუღებდი ჩემთვის ყოველ დილას..რამოდენიმე დღეში მეუბნევა 1 წელზე მეტია ყავას თავი დავანებე ექიმმა ამიკრძალაო.. მარა შენ რო
ადუღებ მინდებაო და ისევ დავიწყე ყავის სმაო
აი მერე კი დავრწმუნდი რო მართლა რაღაც ჯადოა
ჩემ ყავაში ეტყობა...
ყავის დასალევი პატარა ზავეძენია უნდა გავხსნა თბილისში.
დავდგები და მოგიდუღებთ ყავებს