ვაჟა ილია აკაკი ნარჩევია და იმიტომ? საქმეც მაგაშია რომ არ აქვს შინაგანი კულტურის ჩამოყალიბებაში მნიშვნელობა სად იბადება ადამიანი, ზუსტად ეგ არის ხიბლი ამ ცხოვრების რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა და სადღაც ჩარგალში დაბადებულ ვაჟას შეუძლია დაწეროს ალუდა ქეთლაური და შექმნას მითოლოგიური სამყარო, რომელიც თითქმის ბერძნული მითოლოგიის ისეთ წყაროებთან აქვს შეხება, რომელსაც იმ დროს სავარაუდოდ ვაჟა არ იცნობდა.(ზუსტად არ მახსოვს, ამაზე ლექცია მაქვს მოსმენილი და ბერძნული მითოლოგიის რომელ კონკრეტულ ეპოსთან ივლება პარალელი)
ჰო მანერები. მე ვსაუბრობ გენიოსებზე, რომლებიც ქმნიან საზოგადოებისთვის, უკეთესი მომავლისთვის, კეთილდღეობისთვის, იდეას და მიზანს. მანერები ამასთან სასაცილოდ მოსჩანს. ვაჟას რომ არ სცოდნოდა ინგლისის ან საფრანგეთის მონარქის კარზე სამეფო სადილის დროს რამდენი დანა-ჩანგალი გამოიყენებოდა და რა რისთვის, ეს მის მანერებზე აისახებოდა ალბათ სხვა ადამიანების თვალში, მაგრამ განა, ეს ზედმეტად უმნიშვნელო არ არის იმ გენიასთან რითიც ის ისტორიას დარჩება? მანერებს იგონებენ დროზე და ადგილზე, შინაგან კულტურას, აზროვნებას კი ბუნება ანიჭებს ადამიანს და გარემო ხელს უწყობს.
მეცხრამეტე საუკუნე არაფერ შუაშია, მერეც ბევრი ჩამოსულა და კიდევ ჩამოვა. 400 წელი არაბებს ჰქონდათ თბილისი და მაშინდელი ქართული ოჯახები, რომლებიც არაბების ბატონობის ქვეშ ცხოვრობდნენ აქ, ჩვეულებრივი მედროვე მოღალატეები იყვნენ. დავითმა რომ დაიბრუნა ქალაქი, ყველა არ ამოუხოცია და შეიძლება მათი შთამომავლები კიდევ არსებობენ და ამბობენ "კარენოები" ვართო და ყველაზე კარენოებიც არიან, მაგრამ ###### მაგისთანა სიმართლეს
რაც შეეხება ყველაზე ეგვიპტელები ჩვენ ვართ და ა.შ ეგეთი მომენტები უბრალო კინკლაობაა. კარგი რამე რომ დაიბრალო და დაიჩემო, ყველას უნდა, მაგრამ აქ არის ჭეშმარიტება და სიყალბე. ზღვარია გასავლები რა
საბერძნეთმა რომ დაიჩემოს უძველესი ცივილიზაცია ვართო და ევროპას დასაბამი მივეცითო, აქვს სიმართლის მარცვალი. უფლებაც. ეს სხვა ჭეშმარიტებაა. მაგრამ ადგილობრივი ინდიელები რომ უპირატესად თვლიდნენ თავს კოლონიზატორებზე, ხო ცდებოდნენ? ხომ შეცდნენ? მათი ცივილიზაცია ათასწლეულობით უკან იყო, ამიტომაც დადგა ის შედეგი რაც დადგა. აპრიორი ადგოლიბრივი უპირატესობას არ ნიშნავს
ვაბშეტა დაცინვა მაგარი მდაბიოობაა. "ჩემი კუკარაჩა ნანახი გაქვს" პონტია. კეწიე დოლიძე ბევრად მდაბიო გოიმია ვიდრე ის ტრაქტორისტი, ვისაც ეუბნება (ერთი შეხედვით)
"ამერიკისხელა მუხა მიდგას ეზოში, მუ ჰე ჰე ".. ეგეთი აზროვნებაა ჩემიაზრით ადამიანის შეფასება დაბადების ადგილით. ეგეთი აზროვნება კიდევ ვერაფერს ქმნის დიადს, დიდებულს, გენიალურს
სიტყვაზე, ის რო ამერიკის ხელა მუხა გიდგას ეზოში და სინათლის წელიწადით გისწრებს ამერიკა, ნიშნავს რომ შენ ვერ ვითარდები და დეგრადირებული არსება ხარ, ადამიანი სულ უნდა ვითარდებოდეს, ესაა მისი მისია და შენ კიდე ამ კანონს ეწინააღმდეგები
საბოლოოდ, საქართველო თუ არსებობს იდეა, ჯერ კიდევ, ეს ბევრად დიდი იდეაა ვიდრე სხვა დანარჩენი. "ჩამოსული, არ ჩამოსულის" თემა კიდევ ქრისტეს შობამდე იყო რომში. მერე გაიზარდნენ. იმედია

კი ყოველთვის და ყველგან შეიძლება წამოაძახოს ვიღაცამ ვიღაცას ეს, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გავა, დავინახავთ რომ პროგრესული აზროვნება ამას ეწინააღმდეგება.
This post has been edited by oqrialeli on 25 Mar 2021, 13:29