დღეს ტანსაცმლით გამეღვიძა. კარ-ფანჯარაც ბოლომდე ღია დამიტოვებია და გრილი სიო სასიამოვნოდ მელამუნებოდა. 2-3 წუთი გაოცებული ვცდილობდი გადამეწყვიტა რაში იყო საქმე, მთვარეულივით მოძრაობა ხო არ დავიწყე? მერე როგორც იქნა წინა დღის ბოლო ფიქრი გამახსენდა, "რა კარგია რომ მთვრალზე თვალების დახუჭვისაც თავბრუ ყოველთვის არ მეხვევა".

ჩვეულებისამებრ, პახმელიამ მზის ამოსვლამდე გამომაფხიზლა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
