პიანისტიეგაა პრობლემა ინტერნეტის და სოციალური ქსელის, რომელსაც ვერაფერს უხერხებენ ფაქტობრივად
წამში ვრცელდება ასეთი ემოციური ინფორმაცია,
რომლის წარმომავლობაც კაცმა არ იცის
არავითარ კონტექსტს არ გაწვდის არავინ
უბრალოდ "აჰა, აი, შეგვაგინა"
ვინაა, რა უნდა, რა ხდებოდა საერთოდ - არაფერ ამგვარს არავინ ამბობს
და ვინც ამბობს, ამდენ ჭიჭყინში იმათი ხმა არ ისმის
და არცაა საინტერესო
ამაზე ყველა ხელს ითბობს -
"მედიასაშუალებები" რეიტინგს იწევენ და ტკბებიან, მაგათი აგდებულ "ნიუსის" გაზიარებები წამებში რო ადის ასზე და ათასზე
პოლიტიკურად აქტიური პიროვნებები და ჯგუფები თავისი მოსაზრებების გასაპრავებლად ატრიალებენ
ეს ყველაფერი ხდება წამებში
აგერ ხურვალეთში რუსები არიანო, ერთი გაისროლა ქაცარავამ
და ეგრევე წამოვიდა პოსტები წამებში "გავდივარ ხურვალეთისკენ, ხო არავინ მოდიხართ" და "მე წამოვალ" კომენტარებში
შეიძლება მართალიც იყო,
მაგრამ ეგ მერე ირკვევა
სამაგიეროდ შედეგი მივიღეთ უკვე - გაზრდილი დაძაბულობა, ვიღაცის ქულები, ა.შ.
ფაქტი ისაა, რომ ადამიანები, ვინც ასეთი გზებით საკუთარი მიზნების მიღწევას ცდილობენ
არიან საშიშები

ყველასთვის

და მაგათი არაფერი არ დაიჯერება