#57766944 · 11 Apr 2021, 00:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
holden kolpildi
| QUOTE | | დეფექტებით დაბადებულზებზე არ გვქონდა საუბარი მაგას უნდა მიმხვდარიყავი წესით |
მაგას მივხვდი და მე არც დამიწერია დეფექტიან ადამიანებზე არაფერი. უბრალოდ დეფექტიანი ადამიანების გარდა, ისედაც საკმაოდ დიდი პალიტრაა გონებრივი შესაძლებლობების თვალსაზრისით. უმარავი ადამიანი არსებობს, რომელიც ერთი შეხედვით "ნორმალურია" და არანაირი გონებრივი დეფექტი არ აქვს, მაგრამ მაინც უჭირს ახალი ინფორმაციის მიღება და დამუშავება დახმარების გარEშე და თუნდაც დახმარებით
| QUOTE | | ადამინის გონებას მუდმივი განვითარება სჭირდება მუდმივი მუშაობა |
გეთანხმები | QUOTE | | როცა ამას წყვეტ მექანიზმს აჩერებ და შემდეგ აჟანგებ აი ესაა შენი ბრალი და ამვდროულად შენი არჩევნიც |
აი აქ არის საკამათო. "შენი ბრალია" როცა ამბობ მთელ პასუხისმგებლობას პიროვნებას აკისრებ, რაც უსამართლობაა, იმიტომ რომ ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული.
მოკლედ რომ ვთქვა, თუ არც ისე კარგი გონებრივი შესაძლებლობებით დაიბადე და გარემომაც არ შეგიწყო ხელი განვითარებაში, უკვე მხოლოდ "შენი ბრალი" აღარაა თუ განვითარებაზე არ ზრუნავ. კარგად დააკვირდი "მხოლოდ" მიწერია იქ, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა მაინც აქვს პიროვნებას, მაგრამ არა სრული პასუხისმგებლობა
|