#57949115 · 27 May 2021, 20:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაშინ მოდი დავიწყებ. მე სკიზოფრენია მაქვს დადგენილი რა და, მართალია უკვე 1 წელია თავს უკეთ ვგრძნობ და აღარ შემიმჩნევია არაფერი კრიზისული შემოტევის მანიშნებელი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ 3-4 ჯერ რაც დავკარგე თვით-კონტროლი და საგიჟეთში ამოვყავი თავი, ამან რაღაც უცნაური შედეგი გამოიღო ჩემს ფსიქიკაში... ვატყობ, რომ თან რეზისტენსიც გამომიმუშავდა იმის მიმართ, რომ აღარ გამოვიდე მწყობრიდან და თან იმ სკიზოფრენიულ ნიშნებსაც ხშირად განვიცდი მომენტალურად სხვა და სხვა ვითარებებსა და გარემოებებში... გარდა ამისა, ახლო თუ შორეულ სანაცნობოში ყველამ იცის ჩემი ფსიქიკური პრობლემების შესახებ სიმონ და მე საკუთარ თავს რაც არ უნდა გამოჯანმრთელებულად ვთვლიდე, ამ ხალხისთვის მასე არაა. ჰოდა აქედან გამომდინარე, ურთიერთობებში ხშირად საკაიფო პონტები მეჩითება ხოლმე რა... თუმცა არის ისეთი ხალხიც, რომლებმაც იციან რაზე ვარ სპასობნი და რომელთაგანც სრულ ნდობას ვგრძნობ (ასეთები რომ არა, აი მანდ დამერხეოდა)
ჰოდა, თემას რომ დავუბრუნდე, განათლება უნდა ემსახურებოდეს ადამიანის პირადი კეთილდღეობის გაუმჯობესებას - ამას რა თქმა უნდა ხომ? -ბავშვობიდან გვინერგავენ ყველას თავში, რომ უნდა ისწავლო და წარმატებას მიაღწიო, ფული იშოვო და ა.შ. მაგრამ ბავშვს იმას ვერ ასწავლი, რომ once you get there ის ადამიანებიც უნდა გყავდეს მხედველობაში, რომლებსაც ჯერ არ მიუღწევიათ საკუთარ ცხოვრებაში ამ ეტაპისთვის. გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს ის ადამიანები, რომლებიც უფრო მაღალ და ვაბშე უფრო მაღალ ეტაპზეც არიან... ჰოდა რთულია რა ეს ცხოვრება კაროჩე, რა ეტაპზეც არ უნდა იყო
|