tyviaგაგიგია და რაღა დავმარცხდი :დ
წარმოიდგინე, თვითონ ჯარის ინსტიტუტი
როგორც მაგალითად ქალიშვილობის ინსტიტუტი რომ გვაქვს, ეგრე განიხილე
ჯარი იყო ბატონყმურ წყობილებაში მოფიქრებული
ყმები ომობდნენ ბატონისთვის და მაგათი ვალდებულება იყო
საჭიროებაც იყო
უამრავი მაშინდელი ველური ხალხი შემოესეოდათ ხოლმე და აწიოკებდნენ მოსახლეობას
მეფე ქმნიდა არმიას და პირდებოდა ხალხს საზღვრების და ამათი ოჯახების ასეთუისე დაცვას
ისიც გაითვალისწინე, რომ მაშინ ხალხი მძიმე პირობების გამო 40 წლის იხოცებოდა სიბერისგან
ბიჭს უკვე სადღაც 13-14 წლიდან უწევდა არნოლდ შვარცენეგერობა
თორემ დაიჭერდა მაგის 2 წლის დას ვინმე ანზორი ბიძია მეზობელი სოფლიდან და წაიყვანდა ცოლად
ან შეჭამდა
ეხლა ხალხმა კანონებიც ისწავლა და იციან რა არის კარგი და რა ცუდი
გვყავს ულტრათანამედროვე იარაღებით აღჭურვილი პოლიცია ადგილობრივი ველურებისთვის და პროფესიული არმია მეტად გლობალური პრობლემებისთვის
რა საჭიროა სავალდებულო ჯარში 18 წლის ბიჭების გაწვევა?
ვინც ამბობს, ჯარში ვიწრთობიო, იმას გამოწრთობა ნებისმიერ სხვა ადგილას შეუძლია
არსებობს სპორტი, წავა კარატეზე და გამოიწრთობა
არავინ უშლის
თუ ადამიანი მაინც მიილტვის სავალდებულო წრთობისკენ, ანუ აქვს რაღაც მაზოისტური მოთხოვნილებები
ან სადისტური, თუ იმისთვის მიდის, რომ სხვა დაჩაგროს
ეხლა გადავიდეთ სისტემაზე
ანუ იმ ბიძიებზე, რომლებმაც კარგად იციან, რომ ამ ბავშვებს ჯარში გამოწრთობა არაფერში ესაჭიროებათ, მაგრამ მაინც იწვევენ, ჯერ კომისარიატში ათვალიერებენ ტიტვლებს, მერე ჯარში დასდევენ, აიკუზე ჩაიკუზე, ტუალეტი გახეხე, ტუფლი გამიწმინდე და მერე ჩესტი ამიღე, იეს სერ მიპასუხე, არ ვარგა ხმამაღლა
სადომაზოისტები სხვას კი არაფერს აკეთებენ
დამორჩილება, ბოდიში მომიხადე, დამეთანხმე მიიღე სასჯელი და სამაგიეროდ აგიშვებ
ახალგაზრდა და გამოუცდელი ადამიანის დამორჩილება ადვილია და იმიტომ მიჰყავთ 18 წლის ბავშვები იქ
თორემ ჯარის შევსება და ომის მოგება რომ იყოს მაგათი მიზანი, მაშინ ჯარში წაიყვანდნენ ისეთ ხალხს, ვისაც თვითონ უნდა წასვლა და ამ პროფესიაზე გაყოლა