სამამულო წარმოების ვიტამინი
ყ16წამლის ფორმა: პერორალურად ან ვაგინალურად მისაღები სანთლისებრი ფორმფაქტორი. ახასიათებს მყარი კონსისტენცია.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:ვიტამინური, იმუნიტეტის გამაძლიერებელი და გამაჯანსაღებელი პრეპარატი.
ჩვენება:პრეპარატი გამოიყენება მწვავე ორალური ან ვაგინალური სიცარიელის სიმფტოპმების დროს. აგრეთვე ზოგადი ფსიქო-იმუნური ფონის გასაუმჯობესებლად.
ფარმაკოკინეტიკა:ორგანიზმში შეღწევის შემდეგ, ყ16-ის შემადგენლობას ახასიათებს დასწრაფებული კინეტიკური ბიოშეღწევადობა, ხოლო მისი ნახევარდაშლის პერიოდი გრძელდება 7-დან 9 თვემდე.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:კვლევების მიხედვით პირველ ორ ტრიმესტრში არ აღინიშნება არანაირი უკუფაქტორი, თუმცა მიზანშეწონილია წინასწარი კონსულტაცია მკურნალ მეან-გინეკოლოგთან.
ორსულობის მოგვიანებით სტადიაზე, პრეპარატი ყ16-ის მიღება არ არის რეკომენდებული.
სრულად დასაშვებია ლაქტაციის პერიოდში.
სიფრთხილეა საჭირო:პრეპარატის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს 
გისურვებთ ჯანმრთელობას!