_Pagliacci_ 
გაუმარჯოს ილიას ხედვას მერე!!... ცრუ, ყალბი და ფარისევლური არც იდეოლოგიის მიმდევრობა ვარგა და არც რწმენის. ამ უკანასკნელში ბევრად დიდი მასა მოიაზრება საქართველოში, თუმცაღა მაგის კრიტიკას არ წერთ, არც იმას წერთ რას ამბობდა ილია ცრუ მღვდლებზე. მაგაზე თვალი მოვჭუტოთო.. არადა ეგ უფრო დიდი პრობლემაა ვიდრე ბაია პატარაია, ან რომელიმე თავკლე ლიბერალი, რომელიც "ჭკუას აურევს" ძალიან მცირე რაოდენობას მოსახლეობა-ახალგაზრდობისა, ხოლო ცრუ მღვდელის მიერ დასავლეთისადმი ზიზიღის იდეოლოგიით მონასტრებში ჩაწოლილი მასა აი ისე დაერევა ადამიანებს სადამსჯელო რაზმად როგორც 5 ივლისს.
იდეა ლიბერალიზმს ილია აღიარებს და მიჰყვება. "ნუ დაკგარგავ ძველსა გზასაო" ეგ ჩინეთიდან შემოგვეპარაო, ეგრე წერს. როცა ძველი გზა არასწორია და მოძველდება, ახალი უნდა ნახოო, მაგრამ ამ რეტროგრადულ საზოგადოებრივ ხედვაში ყველაფერი ძველი ეროვნული სიწმინდე ხდება და განვითარების უკუპროპორციულ ფუნქციას ასრულებს საკმაოდ დიდი წარმატებით.
ვაჟა. ვაჟამ ალუდა ქეთელაურში უარყო ცუდი წეს ჩვეულება. რაზეც შემდეგ ნაკრვევები დაიწერა, და მთავარი დედააზრია, რომ მხოლოდ გენიოსებს ძალუძთ ხალხში პირველმა უარყონ დრომოჭმული ტრადიცია, რომელსაც საზოგადოება სასოობით შეჰღღადებს, ამის გამო გენიოსები შეიძლება შერისხონ, განკვეთონ, სიკვდილით დასაჯონ, თუმცა საბოლოოდ, ის ადგება მოავალს.
"ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი შენგან თელილი, მერანო ჩემო მაინც დარჩება,
რომ ჩემს შემდგომად, მოძმესა ჩემსა, სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!"
ტატო-კიდევ ერთი ჩვენი გენიოსი
დიახ ვაჟამ დრომოჭმული ტრადიციები გააბანძა, მაგრამ ეხლა თქვენ რომ გკითხოთ რომელი ტრადიციაა დრომოჭმული? კონსერვატორი ყველა ტრადიციას ეთყვანება. რასაც ვხედავ ჩემ გარშემო. ვერც წარმომიდგენია თანამედროვე მრევლის ფსიქოზის პირობებში რომელიმე მათგანმა გაბედოს და "ძველ ჭმინდა ადათზე" უარი თვას, დაბეჩავებულია ქართველი, ალუდა ქეთელაურამდე მილიონი სინათლის წელიწადი უკლია
მახსოვს, 90იანებიდან მოყოლებული წიგნებიდან და ისეც, უინტერნეტობის და ნაკლები ტელევიზიების პირობებში, არ განიერჩეოდა ასე ძლიერ კათოლიკე პროტესტანტ მართლმადიდებლობა, ქრისტიანებად აღვიქამდი, თუმცა რაც დრო გადიოდა ნელნელა თითქოს ზიზღის ჩანერგვა მიდიოდა დასავლეთის წინააღმდეგ , ჰოდა 2005 წელი იყო მგონი რომ ვისწავლე ალუდა და ეს სიტყვები მომეფონა გულს! ვაჟას და ილიას სიმართლეს ვენაცვალე!
ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვარ
მარტოთ ჩვენ გვზრდიან დედანი;
ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ
კუპრში მიელის ქშენანი.
ამის თქმით ვწარა-მარაობთ,
ღთიშვილთ უკეთეს იციან.
ყველანი მართალს ამბობენ
განა, ვინაცა ჰფიციან?!