გრიპი შემხვდა და ფორუმისთვის ვეღარ ვიცლი ნეტა კორონა ყოფილიყო ბარემ იმუნიტეტიც მექნებოდა.)
პირველ რიგში ეგ ინტერესი გასაგებია ხალხისგან. ქართველი გოგოები ქუჩაში სავარჯიშოდ არ დარბიან შესაბამისად ეგეთი გოგო ასოცირდება ან ტურისტთან ან ევროპაში ნაცხოვრებ ქართველთან. ასევე როცა გოგო ისეთ ელიტარულ უბანში დარბის როგორც სოლოლაკია თან სამუშაო დროს ეს ნიშნავს რომ იქვე კარგი ბაითი აქვს და არ მუშაობს ესეიგი ფულიანია. ეგეთ მდიდარ გოგოებზე კი დიდი ტაციაობაა ჩვენთან. ასე რომ ცოტა მეტ ხანს რომ გერბინა მოტაცებას ვერ გადაურჩებოდი.
ჩემს თავზეც შემინიშნავს როცა ვაკეში საშინაო ტანსაცმლით ბანკში ან სხვა სამსახურის დავალებებზე მივდივარ გოგოები უფრო ინტერესით მათვალიერებენ გონიათ რადგან ესე აცვია აქ ცხოვრობსო.)
დანარჩენი ისეა ჩინეთის რომელიმე სოფელში უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს ვიდრე მთელ საქართველოში. ამიტომ ჩვენი ქვეყანაც ერთი პატარა სოფელია სადაც ყველამ ყველაფერი იცის. ეს ფაქტი მომწონს და უფრო მნიშვნელოვნად გრძნობ თავს.
იტალიური ეზოები არ მიყვარს როცა ზემო-ქვემოდან თუ გვერდებიდან სულ გესმის მეზობლების ყველაფერი. გაცილებით ჯობია კერძო სახლი ან კორპუსი სქელი ხმა გაუმტარი კედლებით.
ყველას სოლოლაკი ჯობია თავისი ისტორიული ძეგლებით, იქვე შარდენი და რესტორნები, იქვე 2 ჩანჩქერი ბოტანიკური და აბანოები.
სოლოლაკის მერე უფრო ვაკე მომწონს რაც მანქანების პარკინგი აიკრძალა და გამწვანება და ქუჩები გაკეთდა იქ სეირნობა მომწონს თითქოს ევროპაში ხარო.
ხოლო თუ კერძო სახლი და სუფთა ჰაერი მაშინ ოქროყანა და მისი სამეზობლო. ყველა მდიდარი ეხლა ამ ტერიტორიებს ეცა და ამბობენ 1 კვადრატი მიწა 200 დოლარი გახდაო.