#59451863 · 27 Jul 2022, 10:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შადრევანზე გამახსენდა ერთი ისტორია: 2003 წელია, გაგანია ექსკურსიაზე ვართ კურსელები, აბასთუმანში ვრჩებით ღამე. იქ ერთი კომუნისტებისეული აუზი იყო, ბუნებრივად ცხელ წყალზე, გრძელი შენობა იყო, რომ შეხვიდოდი ჯერ ერთი აუზი იყო, მერე მეორე ოთახში გადახვიდოდი და იქ მეორე იგივე სიგრძის აუზი იყო. ამ აუზების გაყოლებაზე გასახდელი კაბინები იყო. იქვე იყო პატარა რესტორნუკა და ღამის გასათევი სასტუმრნუკა. ხოდა ამ რესტორანში რომ ვჭამეთ პური, გოგოები ერთ ოთახში დავაბინავეთ ღამის გასათევად და ბიჭები ნაწილი სამარშრუტო ტაქსში განვთავსდით და ნაწილმა ზემოხსენებული აუზის მთელი ღამის აბონიმენტი ავიღეთ. ხოდა რაზე მოვყევი - წამლად 1 შადრევანიც არ იყო მაშინდელ აბასთუმანში და თქვენ ავლაბრის შადრევანს ჩივით??? აბასთუმნელებმა რაღა თქვან აბა?
--------------------
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან შორს, ცისკიდურზე ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ - ჰოი, რარიგად მევიწროვა მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე
|