ვიდექი, ვეწეოდი და მორბის ჩემთან უი უი უი გადააგდე ახლავე, პატარა ხარ ჯერ!!! (რუსულად მებაზრება, ხანში შესული ქალი)
მეთქი არ ვარ პატარა, ულვაშებში ჩავიქირქილე
რამდენის ხარ?
29
უი ჩემი შვილივით... შვილები გყავს?
არა
გათხოვება ხომ გინდა მერე? შვილები.. რატომ ეწევი? უნდა დაანებო თავი
არ მინდა გათხოვება
როგორ თუ არ გინდა? არც შვილები???
არა, არც შვილები მინდა
როგორ თუ არ გინდა? ყველას უნდა შვილი
გამოდის ყველას არა))
არაუშავს, აი მოვა შენთან გიორგი, თეთრ რაშზე ამხედრებული... და მაშინვე მოგინდება ყველაფერი!!!
კარგი, მაშინ დაველოდები))))
მოვა! აუცილებლად მოვა! თეთრ რაშზე ამხედრებული გიორგი! და მოგინდება შვილებიც და ყველაფერი!!
ასე შორიდან მომაძახა უკვე თავის გზაზე მიმავალმა გიჟმა ქალმა (ეტყობოდა რომ ცოტა ვერ იყო, მე კიდევ დრო გავიყვანე საუბარში) :დ
ხოდა.. ველოდები თეთრ რაშზე ამხედრებულ გიორგის