სადამდე წავიდა მაინც ტეხნოლოგია
კნუტ ჰამსუნგის შიმშილში მთავარი პერსონაჟი ვერ წერს მის სტატიას რადგან სანთელი არ აქვს, და ლამპიონების შუქზე მშიერ მწყურვალი იყინება წერაში, იმის იმედად რომ იქნებ მისი ნაწერი გაყიდოს და პური იყიდოს და დახეული პალტო ლომბარდიდან გამოიხსნას.
გავა ერთი საუკუნე და მაგ ლამპიონების ჩამტვრევაზე ოცნებობს ხალხი, ნაჭამ ნასვამ დახურული. წარსული სულები ამ პლანზე ჩარჩენილნი ამ დროს სევდით შეყურებენ მათ სურვილებს ლამპიონების ჩამტვრევის, რომელიც მათთვის ერთ დროს გადამრჩენელი იყო, უფასო სანთელი და მათ გულებში დღემდე მეგობებივით არიან ლამპიონები, მაგრამ უყურებენ თანამედროვე ხალხის სურვილილებს და ისედაც მოწტვეტილები მატერიალურ პლანს მაგრამ თან აქ გაჭედილები სულებად, კიდევ უფრო უცხოდ გრძნობენ თავს, აქ დარჩენილების სურვილ აზრების შემყურენი. რომელთაც აწი აღარც მოუსმენენ იმდენად განსხვავებულები შეიქმნენ და უფრო მეტად ჩაიძირებიან ეს სამყაროთა შორის გაჭედილი სულები თავიანთ ჩუმ სამყაროში, ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ მოხდება რომ ზოგს ლამპიონების ჩამტვრევა უნდა, რადგან ფარდა რომ ჩამოკიდოს ეზარება, რადგან სქროლავს და არ ცალია