SabArch
Milქ Lover

    
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3292
წევრი No.: 165928
რეგისტრ.: 21-April 13
|
#61699312 · 17 Nov 2024, 03:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რასაც დავწერ ჩემი პირადი მოსაზრებაა რაც გამიჩნდა პოემის ახლებულად გაანალიზებისას და რამდენად სწორია თუ არასწორი და რამდენად ესადაგება ქართულ მორალს ეგ სხვა საკითხია, ამიტომ ლევანა ბერძენიშვილივით არ შემდგეთ ეხლა, ვაჟას ჩემზე კარგად მაინც არ იცნობთ არავინ.
ჰენესებმა, შურიკებმა და მსგავსი მწირი ინტელექტის მქონე სასტავმა ჯერ პოემის წაკითხვა შეძელით გააზრებულად და მერე დააკომენტარეთ რამე.
მხოლოდ დიალოგებს და კონკრეტულ ვითარებებს განვიხილავ, სადაც ჩანს ის გარემოებები, რაზეც აქცენტი მინდა რომ გავაკეთო ამ რეცენზიით. შესაბამისად, ვეცდები რომ რაც შეიძლება მოკლედ და გასაგებად გადმოვცე აზრი.
ჯოყოლა როცა ეჩეხება ზვიადაურს ტყეში, ჯერ ვერ ამჩნევს კარგად და შორიდან ეუბნება ვინ ხარ, რა სულიერი ხარო, ანუ ალმაცერად უყურებს უცხო ვინმეს გზად შეფეთებულს მიუვალ ტყეში, თანაც ღამით. მაგრამ, როცა მიუახლოვდებიან ერთმანეთს და კარგად შეხედავს, თითქოს მომენტალურად გადასდის ის ალმაცერი მზერა და ხმალთან მიტანებული ხელი მაღლა მიაქ, ანუ მეგობრულად ეგებება უცხოს. ზვიადაურის მხრიდანაც თბილი დამოკიდებულება მჟღავნდება დაინახავს თუ არა ჯოყოლას, ანუ რაღაც უხილავი ძალით ეს ორი ადამიანი დადებითად განეწყობიან ერთმანეთის მიმართ, მიუხედავად იმისა რომ ჯერ არც კი იცნობენ ერთმანეთს.
ერთმანეთი მოეწონათ როგორც კარგი ვაჟკაცები, რასაც ვაჟა აღნიშნავს კიდეც მოგვიანებით ჯოყოლას პირით და ზვიადაურიც იგივეს ფიქრობს რა თქმა უნდა ჯოყოლაზე. ერთმანეთი მოეწონათ უპირველესად იერით და ვაჟკაცობით, ოღონდ აქ ჰენესურ-პალიაჩურები არ მოიაზრება, არამედ თვალში მოხვდათ ერთმანეთი როგორც გამორჩეული ვაჟკაცები იერით, დგომით, მანერებით და ა.შ., ხოლო როდესაც გამოელაპარაკნენ ერთმანეთს, კიდევ უფრო აღფრთოვანდნენ ერთურთით, სხვაგვარად რომ ვთქვა, ის პირველადი შთაბეჭდილებები გაამართლეს სიტყვა-პასუხის არშეშლით და ვაჟკაცური საუბრით. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი რამაა თუნდაც დღევანდელ დღეს, ანუ რაც ვაჟკაცური ხარ იერით, დგომით თუ მანერებით კაცი, მით შესაბამის ხმის ტემბრს, ხასიათს და ქცევებს მოელიან შენგან, საკმარისია ოდნავადაც არ დაემთხვეს რაღაც იმ გარეგნულ მხარეს რასაც ასხივებს კაცი რომ მის მიმართ წარმოდგენები ქარწყლდება იქვე. მაგალითისთვის ზალიკო ბერგერის ხმით და მანერებით რო იბაზროს ვაჟკაცურმა ტიპმა, ეგ თემაა.
ჯოყოლა აღნიშნავს კიდეც რომ ხევსური ჩანხარ იერითო – ეუბნება ზვიადაურს, ანუ მისი ტომისთვის უცხო გარეგნობის რომ იყო ეგრევე შენიშნა და კიდევ უფრო მოიხიბლა მაგით, ანალოგიურად ზვიადაურიც, რომელსაც უამრავი ქისტი ყავს მოკლული და იცნობს მათ კარგად, ჯოყოლა გამორჩეულად მოხვდა თვალში იერით და სიტყვა-პასუხით, რის გამოც განეწყო მის მიმართ დადებითად და მიუხედავად იმისა რომ მოიტყუა სახელი და იცოდა რომ ქისტს მიყვებოდა სტუმრად, მაინც გარისკა და გაყვა, ანუ მიზეზი მხოლოდ ეგ იყო რომ ჯოყოლას გაცნობა მოუნდა ახლოდან, თორე სხვა შემთხვევაში არ გაყვებოდა და წავიდოდა თავის გზაზე და აირიდებდა კიდეც მტრის ხელში ჩავარდნას და უდროო და ძაღლურ სიკვდილს თავიდან.
ყველაზე საინტერესო კი იწყება როცა სახლში მივლენ ჯოყოლასთან და აღაზა – ჯოყოლას ცოლი – შეეგებება მათ. სტუმარ მოგგვარე დიაცოო - თავმოწონებით ეუბნება ცოლს ჯოყოლა და ზვიადაურიც ესალმება აღაზას როგორც კაცს შეშვენის ისე და აძლევს თავის იარაღს დასაბინავებლად. აქ ჯერ არ ჩანს პოემაში აღაზას აზრები თუ განწყობა ზვიადაურის მიმართ, ჩანს მხოლოდ ის, რომ ჯოყოლას, ანუ მის ქმარს, ემორჩილება და უხვდება სტუმარს როგორც მთის წესია ისე.
როცა ქისტები დაადგებიან სახლში ჯოყოლას და ზვიადაურს გათოკავენ, ჯერ კიდევ არ იცის ჯოყოლამ თუ რა ხდება, რომ მოსისხლე მტერი ყავს სტუმრად და მის ასაყვანად არიან მოსული თანამოძმენი მისი. გარეთ რო გავა და გაიგებს სიმართლეს, გულში ისარი დაესოო ამბობს ვაჟა, ანუ იმდენად ეწყინა ის ფაქტი რომ მოსისხლე მტერი აღმოჩნდა მისი სტუმარი, რომ რაღაც მომენტში არც კი უნდოდა რომ დაეჯერებინა, თუმცაღა ხვდებოდა რომ ამდენი ქისტი ტყუილად არ მოცდებოდა და მართლა მოსისხლე მტერი შეხვდა სტუმრად, რომელიც ასე მოეწონა ყველა მხრივ და დაძმობილება ჰქონდა განზრახული.
მიუხედავად ამისა, იგი მაინც თხოვს რომ გაუშვან ზვიადაური და როცა გასცდება მის სახლ-კარს იქ მოექცნენ ავადა. ამის გამგონე ვინმე ქისტი მუსა, რომელიც დიალოგშია ჯოყოლასთან და რომელმაც ამცნო რომ ზვიადაური – მათი მოსისხლე მტერი ყავდა სტუმრად ჭკუათხელს - დაემუქრა და შეურაცხყოფა მიაყენა ჯოყოლას, რის გამოც ჯოყოლამ იქვე ხმალი აძგერა გულში და დაადუღა ადგილზევე. ეს აქტი, რომელიც ზვიადაურის თვალწინ ჩაიდინა, საკმაოდ მნიშვნელოვანია პოემაში, რადგანაც ფაქტიურად მოსისხლე მტერს დაანახა რომ მისთვის ჯერ კაცობაა პირველი და მერე სხვა დანარჩენი. დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისაო – ამ ფრაზის შემდეგ კლავს მუსას, რაც აგრეთვე სტუმრის გასაგონად თქვა და ზვიადაურში კიდევ უფრო განამტკიცა ამით ის, რომ იგი გამორჩეული ქისტი იყო და არ გავდა სხვებს.
ამის შემდეგ დროებით უკანა ფონზე გადადის ჯოყოლა და აღაზას განცდები გადმოდის წინა პლანზე პოემაში. ზოგადად, პოემის მთავარი გმირი ზვიადაური არაა, ჯოყოლაა, მის თავს ხდება ყველაფერი პოემაში რაც ვითარდება.
ჯოყოლას გათოკილს დატოვებენ სახლში და ზვიადაურს წაათრევენ სასაფლაოზე დასაკლავად. აღაზაც ხალხს გაყვება და თავის მოჭრის საზარელ აქტს დაესწრება. აქ უკვე ცხადად ავლენს ვაჟა აღაზას ფიქრებს, რომელიც გულში ამბობს რომ ნეტა შემეძლოს ყველას გავაფრთხობინო სული და ეგ ვაცოცხლოო. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ მოსისხლე მტერია და მისი ქმრის ძმის მკვლელიც მათ შორის, ეგ ყველაფერი არ ადარდებს მას, შესაბამისად, მისი ფიქრებით მან როგორც მის თემს, აგრეთვე ქმარსაც უღალატა, თუმცაღა ამ ღალატს კიდევ ერთი და მთავარი ღალატი ემატება როცა ფიქრში ამბობს, რომ ნეტავ იმას ვინც მის მკლავზედ წვებოდაო, ნუთუ ქმრის მიმართ ლტოლვა გაუნელდებოდაო იმ ქალსო. იმდენად უცხო იყო მისთვის ზვიადაური, გინდა გარეგნობით და გინდა სიტყვა-პასუხით, რომ ეგრევე თვალს მოხვდა როცა მიუყვანა ჯოყოლამ სახლში, უბრალოდ არ შეიმჩნია სიმპათიები, ან ჩემი აზრით ვაჟამ არ გაუსვა ხაზი სტუმრობისას აღაზას დამოკიდებულებას ზვიადაურის მიმართ, თორემ რა თქმა უნდა იმ მომენტშივე გაუელვა მაგ ფიქრებმა აღაზას, უბრალოდ მოგვიანებით ახმოვანებს ვაჟა ამას აღაზას ფიქრებში.
დაკვლის შემდეგ რომ ჩუმად დაიტირებს რომ სხვებმა არ დაინახონ, მერე რომ ღამით მივა სასაფლაოზე კვლავ დასატირებლად და ზვიადაურის სხეულის დასაცავად ყვავების ჯიჯგვნისგან, აი აქ უკვე პირდაპირ აღნიშნავს ვაჟა რომ ვის ქმარს ვის ცოლი მისტირისო, იქნება კლავენ ჯოყოლას საწყალსო, იმაზე რად არა ფიქრობსო – აღაზაზე რომ ამბობს. აღაზა აცნობიერებს რომ უღალატა მის თემს და მის ქმარს ამით, რის შემდეგაც იწყება ის თრილერი, საფლავიდან გვამები რომ ამოდიან და აღაზას მისდევენ როგორც შეჩვენებულს, ეს რას სჩადიო, როგორ ბედავ ამასო – რომ მისძახიან. ამ პასაჟით ვაჟამ იმას გაუსვა ხაზი, რომ თემისთვის ყოვლად მიუღებელი იყო მსგავსი რამ, და არა მხოლოდ თემისთვის, ზოგადად, მორალურად არ იქცეოდა აღაზა სწორად, თუმცაღა იგი მოხიბლული იყო ზვიადაურით იმდენად, რომ თავს უფლება ვერ მისცა მიეტოვებინა უპატრონოდ მისი გვამი საფლავზე.
რო მივა სახლში და ჯოყოლა კითხავს სად იყავიო, რატო ხარ ანერვიულებულიო, მოატყუებს რომ ვითომ დევები შეხვდნენ და იმათ გაექცა, მაგრამ ნაცრემლარზე ჩაეძიება ჯოყოლა და გამოუტკდება ქმარს თუ რატომაც იყო ნაცრემლარი, რომ მისი სტუმარი დაიტირა სასაფლაოზე როცა კლავდნენ, კარგი ვაჟკაცი იყოო, შემებრალა უცხო მიწაზე რომ კვდებოდაო და გულშემატკივარი არ ყავდა არავინო. ჯოყოლას რეაქცია ძალიან მნიშვნელოვანია პოემაში, კი არ გაუწყრება, არამედ ეტყვის ცოლს რომ სწორედაც უხდება დიაცს კარგი ვაჟკაცის დატირებაო და ჩაეხუტება, ანუ არ გაკიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ადვილი შესაცნობი იყო რომ აღაზა მოხიბლული იყო ზვიადაურით, როგორც კაცით. საინტერესო ისაა, რომ სანამ გამოუტკდებოდა აღაზა რატომ იყო აცრემლებული, ჯოყოლა ეუბნება, ვინმემ ხომ არ მოიწადინა მკლავზე გადაეგდეო, მითხარი, საკადრის პასუხს ვაგემებ და მოვიყვან ჭკვაზეო. ანუ, ვინმე სხვას საკადრის პასუხს აგემებდა რო რამე, თუმცა ზვიადაურთან რომ ფიქრებში უღალატა ცოლმა, ამაზე არ ქონია პრობლემა არანაირი. საკმაოდ საგულისხმო მომენტია ეს.
და ბოლოს, როდესაც ჯოყოლას მოკლავენ ხევსურები ომში და აღაზაც თავს მოიკლავს იმის გამო, რომ ქისტებმა ზურგი აქციეს მას და აღარ დაედგომოდა მაგ მიწაზე, ეპილოგის სახით კვლავ აღაზას თრილერივით წარმოსახვითი სურათი შემოაქვს ვაჟას, თუ როგორ ეგებებიან ჯოყოლა და ზვიადაური ერთმანეთს, იქვე აღაზაც რომ ამოდის მთაზე დამწუხრებული სახით და მასპინძლობს მათ, ჯიხვის მწვადს რომ უწვავს და ილხენენ სამივენი ერთად. საამურ არის საცქერლადო ვინც მათ დაინახავსო – ამბობს ვაჟა. თუმცა, ეს სიტყვები მოყვება და ამით ამთავრებს პოემას:
მაგრამ გაჩნდება ჯანღი რამ კურუმად შავის ფერითა, დაეფარება სანახავს წერა-მწერელის წერითა. ზედ აწევს ჯადოსავითა, არ დაიმტვრევა კვერითა, ვერც შეულოცავს მლოცავი, არც აიხდება ხელითა. მხოლოდ მდინარის ხმა ისმის, დაბლა მიქანავს ხველითა და უფსკრულს დასცქერს პირიმზე მოღერებულის ყელითა…
ამით იმის თქმა სურს ვაჟას, რომ მათი ერთად ყოფნა მიუღებელია ხალხისთვის და დიდი დღე არ უწერიათ.
ამ ყველაფრის გაანალიზებით და ჩემი დასკვნით, ვაჟა აქაქოლდებს რა ჯოყოლას აღაზას მხრიდან ზვიადაურის მიმართ სექსუალური ფიქრების გაჩენით, თვითონ ჯოყოლაც გარკვეულწილად მიმღებელი ქაქოლდი გამოყავს როცა პატიობს ცოლს ზვიადაურის მიმართ ცრემლების ღვრას (სადაც რა თქმა უნდა შენიშნავდა რომ გულგრილი არ იყო ზვიადაურის მიმართ მისი ცოლი).
თანაც, თვითონ ჯოყოლას იმდენად მოეწონა ზვიადაური, მიუხედავად მოსისხლე მტერობისა, რომელიც მოგვიანებით გაიგო, ცოლს ხო აპატია მასთან ღალატი ფიქრებში, მაგრამ ამავდროულად სხვებზე თითი დაუქნია რომ თუ ვინმემ შენი მკლავზე გადაგორება მოინდომა მითხარ და ჭკუაზე მოვიყვან ახლავეო. ანუ, სელექციურია ჯოყოლა, ზვიადაურზე პრობლემა არ აქვს და სხვებს გასცემს საკადრის პასუხს თუ მისი ნამუსის აყრა მოინდომა ვინმემ მისი ცოლის მკლავზე მოგდებით.
და თვითონ ეპილოგია საკმაოდ საინტერესო პოემის, რომელიც წარმოსახვაა, სიზმარი ერთგვარი, თუ როგორ ეგებებიან მათი აჩრდილები ერთმანეთს და იგივეს იმეორებენ, რაც არ დასცალდათ ცხოვრებაში, ანუ სტუმარ-მასპინძლობას და ერთად მოლხენას აღაზასთან ერთად, ოღონდ აქ უკვე იმ ყველაფრის ცოდნის შემდეგ, რაც გადახდათ ცხოვრებაში სანამ ცოცხლები იყვნენ.
პოემის ბოლო პასაჟი კი აღნიშნავს თემის განწყრომას მსგავსი სასიყვარულო სამკუთხედის მიმართ და რა თქმა უნდა თვით თემის ღალატის მიმართ, როგორც ეს ჩაუთვალეს ჯოყოლას ზვიადაურის მასპინძლობით.
ჩემი აზრით ვაჟას ეს ყველაფერი ნაფიქრი და კარგად გაანალიზებული ქონდა როცა წერდა ამ პოემას.
ბოლოს დავძენ, რო ვაჟას საუკეთესო პოემაა, ძაან მაგრად იკითხება და თვითონ პოემაც მაგარია აზრობრივად, ფაქტიურად თრილერია რა.
გივი ჩუგუაშვილი ძაან მაგრად კითხულობს იმენნა.
This post has been edited by SabArch on 17 Nov 2024, 04:21
|