რა არის სპამი? SPAM
რამდენიმე წლის წინ ძალიან ბევრმა ადამიანმა არც კი იცოდა რა არის სპამი და ვინ არიან სპამერები. დღეს ალბათ არ არსებობს არცერთი ელექტრონული ფოსტის მომხმარებელი, რომელსაც არ აწუხებს სპამი.
რა არის სპამი? secure
სპამი არის ელექტრონული წერილის ტიპი, რომელიც მასობრივად და ანონიმურად იგზავნება მიმღების ელექტრონული ფოსტის მისამართზე, მის დაუკითხავად და სურვილის გარეშე. მსგავსი წერილები უმეტესწილად სარეკლამო ხასიათისაა და განკუთვნილია რაიმე მომსახურების ან საქონლის რეკლამირებისათვია (პოტენციისასამაღლებელი აბების რეკლამა, ფიქტიური კომპანიებისგან საფონდო ბირჟებზე არაჩვეულებრივი გარიგებების შესახებ მოწვევები და უამრავი სხვა მომხიბლავი წინადადება).
პიროვნებას, რომელიც მსგავს წერილებს აგზავნის ეწოდება სპამერი. გარდა რეკლამისა ბოროტმოქმედები სპამს იყენებენ ფიშინგური შეტევების განსახორციელებლად ან მავნე პროგრამების გასავრცელებლად. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტ მომხმარებლების უმეტესობამ იცის სპამის შესახებ და უარყოფითად აფასაბენ მას, არის ასევე ბევრი ისეთი ვინც ხდება სპამის მსხვერპლი. მრავალ ქვეყანაში სპამირება ისჯება კანონით.
ყოველდღიურად მსოფლიოში მილიარდობით ელექტრონული წერილი იგზავნება და სტატისტიკურად ელექტრონული წერილების ტრაფიკის 80%-ზე მეტი არის სპამი ! გამოდის რომ ნორმალური წერილების რაოდენობა არის მხოლოდ 20%-ზე ნაკლები, დანარჩენი კი სპამი, სპამი, სპამი. . .
რა არის სპამ-ბოტი?
სპამ ბოტი არის სპეციალური პროგრამა რომელიც აგროვებს ელ-ფოსტის მისამართებს ინტერნეტში. სპამ ბოტი ავტომატურად ათვალიერებს სხვადასხვა ვებ გვერდებს, ფორუმებს, ბლოგებს და ტექსტში ეძებს ელ-ფოსტის მისამართს, შემდგომ ნაპოვნი ელ- ფოსტის მისამართები ხვდება სპამერების წერილების მასობრივი დაგზავნის სიაში, რის საშუალებითაც ისინა აგზავნიან სპამს.
თუ თქვენ ღია ტექსტით რომელი ვებ გვერდზე გაქვთ განთავსებული ან
განაგრძეთ კითხვა:
http://geocybers.com/hack/%e1%83%a0%e1%83%.../#ixzz2LhHXb3Cy