#14269436 · 14 Jun 2009, 03:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი ყველას. რამდენიმე საკითხს მინდა შევეხო ძირითადად ვარეზებზე.
დამეთანხმებით არის ვარეზები, რომლებიც მართლა ძალიან პოპულარულები არიან ქართულ საიტებს შორის და აქვთ გარკვეული შემოსავალი რეკლამირებით. მათი ძირითადი საქმიანობა არის სხვა, უფრო რუსული რუსული საიტებიდან ფაილების გადმოწერა, სახელის შეცვლა და თავიდან ატვირთვა ქართულ სერვერზე. ფილმები პირატულია, პროგრამები, თამაშები დაჰაკულ-დაკრეკილია და სხვა. ..
კითხვები - საკითხები...
1. ადრე HTML-ზე რო დავდიოდი მასწავლებელმა მითხრა საქართველოს კონსტიტუცია არისო ,,ინტერნეტის საქმიანობების" შესახებ კანონი, რომელიც ამბობს, რომ აკრძალულია გააკეთო საიტი რომელიც შეიცავს Crack-ს, Patch-ს, პორნოს და ა.შ. როგორც ჩანს საქართველოსგან განსხვავებით ამერიკაში, ავროპაში და ა.შ ამ კანონს იცავენ იმიტო რო მე დიდი ხანია დავძრომიალობ და არ მახსენდება შემხვედროდა რამე უცხოურ საიტზე Crack in Archive -ო ან რამე ამის მსგავსი. მაგრამ არსებობს საიტები პირდაპირ ამ Crack-ების, Patch-ების, Serial-ების და ა.შ. ამ საიტებზე იქვე მიბმულია პორნოები, ჰაკერული Soft-ების საიტები და სხვა. მე ისეთი სთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ არაკანონიერ ,,ჟანრებს" თავისი ერთ მუშტად შეკრული სისტემა აქვთ ჩამოყალიბებული და როგორც ჩანს ფეხებს ვერ ჭამენ - ისინი არსებობენ. ხოდა ის მაინტერესებს - ჯერ ეს კანონი არსებობს და ძალაშია თუ არა, მერე ამის გათვალისწინება რო არ ხდება ქართულ საიტებზე ( არც ჩემთან ) ამაზე რატომ არასოდეს გამიგონია ვინმეს რამე ეთქვას? ყველაფერი ხო თვალნათლივ ჩანს ანუ ის მომენტი არაა რო ვინმეს ამის გაგება გაუჭირდეს. ხოდა ის მაინტერესებს რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით და რა შეიძლება მოხდეს მომავალში. აქ ვკითხულობდი რომელიღაც თემაში რო ვარეზი არ გააკეთო მაგათ მალე დახურავენო ხოდა ამასთან დაკავშირებით თუ გაქვთ რამე ინფორმაცია იქნებ მითხრათ. ისე ასეთი საიტების არსებობა შეიძლება მარტო იმიტომ იყოს კარგი, რომ რეკლამირებით საიტის მეპატრონეები შოულობენ ფულს და ამას მეორე საკითხზე მივყავართ. P.S იმ უცხოურ არაკანონიერ ფართო ქსელზე თუ ქსელებზეც გეცოდინებათ როგორ ახერხებენ ესე ყოფნას..
2 - ზოგადად რო შევხედოთ და მაგალითად ავიღოთ პოპულარული ვარეზი, მისი მფლობელი არის ბიზნესმენი. მას აქვს საქმე, რომელსაც მისთვის მოაქვს შემოსავალი ყოველთვიურად. როგორც ვიცი, ამ ქვეყანაში ადამიანი შემოსავლის რაღაც ნაწილს იხდის ბიუჯეტში. რამდენად ეხება ეს საიტებს? ეს შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ვარეზები და მსგავსი ფაილების სხვა საიტები არსებობს, ანუ ისინი იხდიან ბიუჯეტში რაღაცას და ამიტომ არ ხურავენ, მაგრამ მე როგორც ვიცი არცერთი ვარეზი არ არის დარეგისტრირებული როგორც რაღაც ბიზნესი, ფირმა და ისინი ბიუჯეტში არაფერს არ იხდიან. მაინტერესებს რამდენად სწორად ვიცი. ეს ხო ესეა? და ამასთან დაკავშირებითაც ალბათ რაღაც რეფორმაა ხო გასატარებელი, იმიტო რო ისევ ზოგადად თუ შევხედავთ შეგვიძლია ეს საქმიანობა დავუკავშიროთ უკანონო ბიზნესს ან თუნდაც ძალიან მარტგივად გადასახადების დამალვას. ამასთან დაკავშირებითაც იქნებ მითხრათ როგორ ხდება, რა ხდება. დღგ არ ეხება ინტერნეტს?
3 - ზოგიერთი ჰოსტი ამბობს, რომ მე არ დავჰოსტავ მაგალითად პორნოს. ან დავუშვათ ვარეზი შეიძლება მხოლოდ პრემიუმ პაკეტზე და ა.შ. ეს იმას ნიშნავს რომ ისინი ხვდებიან, რომ ეს არ უნდა გააკეთონ, მაგრამ ფულის გამო მაინც აკეთებენ, (ვარეზი X ლარიან პაკეტზე არ შეილება, მარტო 2X ლარიანზე). ჰოდა ეს ჰოსტის წესები, უბრალოდ მთავარი წესებიდანაა (კონსტიტუციიდან) დაკოპირებული თუ ჰოსტს შეუძლია, რომ თავისი წესები ჰქონდეს, და იმის მიხედვით იარსებოს. ანუ აი მაგალითად რო იყოს pornohost.ge, თეორიულად შეიძლება ეგ?
მადლობთ ყურადღებისთვის
--------------------
...არც ევროპელი!...არც აზიელი!...მე ვარ ქართველი-კავკასიელი!
http://allshares.ge/download.php?id=7A86226650
|