როდესაც იმპერიის წინაშე წამოიჭრება პრობლემა რომლის გასანეიტრალებლად არ არის საჭირო "იმპერიის გვარდია" ან "ასტრატესების" ორდენის ჩარევა, საქმეში ერთვებიან "ერთ კაიცანი არმიები" ასასინები. ერთი გასროლით, (დახრჩობით, ცივი იარაღის გაყრით, თუ სხვა მომაკვდინებელი ხერხებით) 41 ათასწლეულის "ეციო აუდიტორეებს" შეუძლიათ დაასრულონ ომები ან გაანადგურონ იმპერიის ყველაზე საშიში და მალული მტრები.
ბატონებო და ქალბატონებო წარმოგიდგენთ
"Officio Assassinorum"

პირველად მალკადორ სიგილიტმა ჩააყენა მოხერხებული მკვლელები იმპერიის სამსახურში 31 ათასწლეულში "დიდი ჯვაროსნული ლაშქრობის" დროს, მალკადორ სიგილიტმა აარჩია 6 ასასინი რომლებმაც ფიცი დადეს რომ მოკლავდნენ ადამიანთა იმპერიის ყველა მტერს, ამ 6 ასასინისგან წარმოიშვა 6 სკოლა, მათ იყენებდნენ მაშინ როდესაც პირდაპირი სამხედრო ჩარევა იყო არიყო აუცილებელი, იყო ძვირადღირებული ან იმპერიას არსურდა ღია კონფორნტაცია, ჰორუსის ერესის დროს ლოიალისტმა ასასინებმა მათზე დაკისრებული დავალებები თვით ჰორუსის და სხვა აჯანყებულთა ლიდერების განადგურების მისიების მხოლოდ ნაწილის შესრულება მოახერხეს (მ'შენზე ქვევით დავწერ). ერესის დროს ამ მალული მეომრების კასტაშიც კი მიდიოდა თავისი სამოქალაქო ომი, რენეგატმა მკვლელებმა სცადეს დაემხოთ "Officio Assassinorum"-ს დიდი მაგისტრი, წარუმატებლად რათქმაუნდა, ჰორუსის აჯანყების შემდეგ, როგორც ყველა სხვა ძალოვანი ორგანო "Officio Assassinorum"-საც შეეხო უფლებების შეკვეცა და შემცირება. ორგანიზაცია დაიყო 6 სკოლად ან "ტაძრათ" რომლებიც გაიფანტა მთელ გალაქტიკაში, Ordo Hereticus დაევალა ამ ორგანიზაციისათვის თვალის დევნება, ყოველი ასასინი თვლაზეა აყვანილი, მათი გამორჩეული პროფესიის და იმპერიისათვის პოტენციური საფრთხის გამო. მოკვლის ნებას გასცემს სენატი ხმების 2/3-ით.
"Officio Assassinorum"-ის სკოლები იყოფა მათი სამხედრო დოქტრინის და ფილოსოფიის მიხედვით, ყოველი ტაძარი ერთი ტიპის მიზანზე ან სამხედრო ხერხზე არის დაფუძვნებული. ყოველ ტაძარს მართავს დირექტორ პრიმუსი ხოლო მათ განაგებს დიდი მაგისტრი.
კალიდუსის ტაძარიმთლიანად ქალებისგან დაკომპლექტებული სკოლა რომელიც ცნობს მხოლოდ ცივ იარაღს, ისინი ხრიკების და მოტყუების დიდოსტატები არიან, იმპერია მათ მაშინ იხმობს როდესაც სურთ ვინმეს "გაქრობა", მათ სამიზნეები ხშირ შემთხვევაში ხდებიან იმპერიის ის მაღალჩინოსნები რომლებიც ჩართულები არიან კორუფციაში, უკანონო გზებით იხვეჭენ ხელისუფლებას და ა.შ. ამას გარდა კალიდუსის ასასინებს ხშირად ერეტიკოსების წინაამღდეგაც მოქმედებენ. ამ ტაძრის საყვარელი მეთოდი არის მტრის რიგებში აგენტის ჩანერგვა და შემდეგ მათი ლიდერის განეიტრალება, გამურჩევლად იმისა თუ ამ ორგანიზაციაში ადამიანები შედიან თუ ქსენოები!!! ამის მისაღწევად ასასინები იყენებენ "პოლიმორფინს" ამ წამლის მიღებით ისინი შეიძლება გადაიქცნენ ულამაზესი ახალგაზრდა ქალიდან დაწყებული უსაზარლეს მოხუცი კაცით დასრულებული ნებისმიერ ადამიანად, მაგრამ ეს არ არის ყველაზე საინტერსო, პოლიმორფინის და პლასტიკური ოპერაციების გამოყენებით ასასინი შეიძლება გადაიქცეს ნებისმიერ ჰუმანოიდათ: ელდარი, ტაუ, ორკი, კრუტი, მათ ქვეშ შეიძლება კალიდუსის ტაძრის "მსახური" აღმოაჩინოთ.

ამ სკოლის აღსაზრდელები წლობით სწავლობენ სხვადასხვა ხელჩართული ბრძოლის სტილებს, რათგან ისინი მტრის რიგებში უნდა გაირიონ, მათ ასწავლიან როგორც ყველა ადამიანთა ბრძოლის სტილებს, მათ ასევე იციან უცხოპლანეტელთა საბრძოლოს სკოლებიც და მათთვის დამახასიათებელი იარაღის გამოყენებეაც.
კალიდუსის ასასინების ნაცადი საბრძოლო ტაქტიკა ასეთია, ისინი ხვდებიან მტრის ზურგში, ჩუმად კლავენ მტრის არმიაში ვინმეს და იკავებენ მის ადგილს, დროთა განმავლობაში ისინი უახლოვდებიან მათ სამიზნეს და როდესაც ხელსაყრელი მომენტი გაჩნდება ანეიტრალებენ მას.
კალიდუსის ასასინების შეიარაღებაში შედის სხვადახვა ცივი იარაღი, მათი საყვარელი არის კ'ტანების ფაზირებული მახვილი რომელიც ლამის ნევისმიერ ბარიერში აღწევს, მოწამლული დანები, სტელს კოსტუმს რომ მტერმა ვერ შეამჩნიოს მისი მოახლოება და ა,შ.
ვილაპარაკო კალიდუსის ტაძარზე ან თუნდაც ასასინებზე და არაფერი არ ვთვქა მ'შენზე დიდი დანაშაული იქნებოდა. როდესაც "ღამის მონადირე" კონრად კურზემ ჰორუსის ერესის დროს გაანადგურა მშობლიური პლანეტა ნოსტრამო ის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში გადავიდა, აქ პლანეტა ცაგუალსადან ის და მისი ორდენი უსასტიკეს რეიდებს აწყობდა იმპერიის პლანეტებზე, მ'შენს დაევალა მისი მოკვლა, ის დაეშვა პლანეტაზე და შეაღწია ცოცხალი ადამიანებით აგებულ კურზეს სასახლეში, ასასინის გასაოცრად მას არავითარი წინაამღდეგობა არ შეხვედრია ისე შევიდა კონრადის სატახტო ოთახში. შემორჩა ვიდეო ჩანაწერი სადაც კონრად კურზე მის მკვლელს ეუბნება რომ მან თავისი მისნური შესაძლებლობებით წინასწარ დაინახა რომ მკვლელი მოვიდოდა მის მოსაკლავად მაგრამ არაფერი არ მოიმოქმედა რომ შეეჩერებინა ასასინი, ის არ შეუშლიდა მ'შენს ხელს, რადგან მისი მოკვლით კონრადი დაამტკიცება მის სიმართლეს, "ღამის მონაიდრე კლავდა მხოლოდ მათ ვინც დამნაშავე იყო" ამ სიტყვების შემდეგ მ'შენი იქნევს ხმალს, თუმცა ვიდეოში არ ჩანს უნდა ვივარაუდოთ რომ ასასინმა თავი მოაჭრა პრიმარქს, მ'შენი ისე გავიდა სასხლიდან და დატოვა პლანეტა რომ არცერთი "ღამის უფალი" არ მიკარებია, მაგრამ მოგვიანებით ტალოსმა და მოღალატე ლეგიონერებმა მაინც დაარღვიეს მათი პრიმარქის უკანასკნელი ბრძანება, ისინი მთელ გალაქტიკაში დასდევბდნენ "მამის" მკვლელს და ბოლოს იპოვეს, მ'შენი უსასტიკესად დასაჯეს ის სულ ნაკუწ-ნაკუწ დაგლიჯეს.
ვინდიკარის ტაძარი"Exitus Acta Probat" - მიზანი ამართლებს საშუალებას.

ეს სკოლა კარდინალურად განსხვავდება კალიდუსისგან. ვინდიკარის ასასინებისთვის მტერთან მიახლოება ჩავარდნის ტოლფასია, ისინი სამიზნეს ისეთი დისტანციიდან ანადგურებენ რომ შეუმჩნეველნი დარჩნენ მტრისთვის. ვინდიკარებითვის წარმოუდგენლად ითვლება ერთზე მეტი სროლის გაკეთება ერთი სამიზნის გასანაგურებლად. მათ ერთ ტყვიას ისეთი პრობლემებისგან აუცდენია იმპერია, რომელთა გასანეიტრალებლად მთელი არმიები იქნებოდა საჭირო.
ტაძარს გააჩნია თავისი შეიარაღებაც, მათი სნაიპერული შაშხანები განთქმულია სიზუსტით, იარაღს შეუძლია ისეთი ტყვიების სროლაც კი რომელიც მძიმე შეჯავშნულ ტანკში გადის, ასასინებს აცვიათ სტელს კოსტუმი, ხოლო მათი ვიზორები უზრუნველყოფენ მტრის აღმოჩენას ნებისმიერი განათების პირობებში.
კულექსის ტაძარირას შვება იმპერია როდესაც ვინმე ძლიერი პსაიკერია გასანდგურებელი? ისინი მიმართავენ კუქლექსის ტაძარს! ეს უიშვიათესი მუტანტები არიან პარიას გენის მატარებლები, რითაც ისინი არღვევენ ან სრულებით აქრობენ პსაიკერულ ძალებს, პარიას რომ პსაიკერთან ახლოს დააყენოთ ეს უკანასკნელი დროებით სრულებით დაკარგავს პსაიკერულ ძალებს, ელდარები მათ სრულ ბოროტებას ეძახიან, ტირანიდები უფრთხიან პარიებთან შეხვედრას.

როდესაც "დუმილის დებმა" პირველი პარიები ჩამოიყვანეს დედამიწაზე მათ ისეთი ანტი-პსაიკერული ძალა დააგროვეს რომ ასტრონომიკონი ვეღარ ახეხებდა გამართულად მუშაობას, Navis Nobilite-მ და სხვა პსაიკერულმა ორგანიზაციებმა თხოვეს იმპერატორს რომ პარიები კანონგარეშე გამოეცხადებინა როგორც ბევრი სხვა მუტანტი, ამგრამ შორს მჭვრეტელმა მალკადორმა მათში დიდ პოტენციალი იგრძნო და მათი ასასინებათ რეკრუტირება დაიწყო.
იმპერიას ყველა ტაძრიდან უფრო მეტად ალბათ ამ ტაძრის ეშინია და თუ სხვა ტაძრებს რაღაც ავტონომია მაინც აქვს, კულექსი სრული კონტროლის ქვეშ არის აყვანილი, ყველა ასასინი ვალდებული ტაძარში იყოს თუ მისიაზე არ არის, ხოლო მათი მისები სრულებით გასაიდუმლოებულია.
მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე კულექსისი ასასინებს იყენებენ პსაიკერებთან საბრძოლველად, ყველაზე ხშირად მათი სამიზნეები არიან ელდარი "ალქაჯები" და კანონგარეშე პსაიკერები, მათ ასევე ეფექტურად იყენებენ დემონების წინაამღდეგ საომრად. კულექსისი ასასინები არ ატარებენ ცივ ან ცეცლმსროლელ იარაღს, მათ იცავენ სპეციალურად მათზე მიმაგრებული კასტოდიენელები.
ევერსორის ტაძარიინკვიზიცია ცნობილია მისი უნარით რომ შიში დათესოს იმპერიის მოქალაქეებში, ლოილისტებში და მოღალატეებში ერთნაირი წარმეტებით, მაგრამ როდესას შიშის თესვა არარის საკმარისი და საჭიროა ისე შეშინება რომ არამარტო მათ არამედ მათმა შთამომავლებმაც და მეზობელმა მზის სისტემებმაც ვერ გაბედონ იმპერიის წინაამღდეგ რამის გაკეთება, სამქეში ერთვებიან ევერსორის ასასინები. მათ არასრდოს ყავთ ერთი სამიზნე, მათი დავბალება არის რაც შეიძლება მეტი მტრის განადგურება, რაც შეიძლება მოკლე დროში. ასეთი სუიციდური მისიების შესასრულებლად ასასინები კბილებამდე არიან შეიარაღებულები, ყოველთვის თან დაატარებენ ძლიერ ბომბს, კიბერნეტიკულად ოგმენტირებულები არიან, და როგორც "მსოფლიოს მჭამელებს" უამრავი წამლით არიან გაჭყეპილნი რომ უკეთესად იომონ, მათი სისხლი იმდენი წამლით არის გაჟღენთილი რომ ბრძოლის დროს ასასინი სკვდილის შემდეგ შეიძლება აფეთქდეს. ასეთი რადიკალური ზომების გამო მათი სიცოცხლის ხარნგრძლივობა შემცირებულია, რის გამოც ევერსორის ასასინები კრიოკამერეში არიან როდესაც არ იბრძვიან.

536.M32 Officio Assassinorum-ის დიდმა მაგისტრმა დრაკან ვანგორიჩმა ტერას უმაღლესი ლორდები დახოცა და ძალაუფლების უზურპირება სცადა, 3 ასტრატესების ორდენი უტევდა ასასინების ტაძარს სადაც ვანგორიჩს 100 ევერსორი იცავდა ბრძოლის შემდეგ მხოლოდ ერთი ასტრატესი დარჩა ცოცხალი.
998.M41 ტაროსის კამპანიის დროს იმპერიის ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს ტაუს კარგათ გამაგრებული საკონტროლო პუნქტი რომლიდანაც ეთერალთა კასტის წარმომადგენელი აუნ'ვრე მართავდა ბრძოლას, იმპერიის გვარდიელები ვერ ახერხებდნენ საკონტროლო პუნქტთან მიახლოვებასაც კი, ამ წინაამღდეგობის დასაძლევად გაიგზავნა ევერსორის ტაძრის ასასინი, მან შეძლო ბაზაზე შეღწევა და ბომბის დეტონირება რითაც მოკლა ეთერალიც და საკოტროლო პუნქტიც ბოლომდე გაანადგურა.
ვანუსის ტაძარი ცნობილია იმით რომ თვითონ არასდროს კლავენ სამიზნეს, ისინი ვინმე სხვას ისე განაწყობენ სამიზნის წინაამღდეგ რომ მან მოკლას მსხვერპლი, ოღონც ამას ისე აკეთებენ რომ მკვლელი ვერ მიხვდეს რომ რეალურად ტაძარს ემსახურებოდა.
ვენენუმის ტაძარი სპეციალიზდება საწამლავებით მოკვლაზე.