ნახეთ აბა, მე მგონი საინტერესო უნდა იყოს:
საქართველო პროგრამული უზრუნველყოფის მეკობრეობით პირველ ადგილზე დგას მსოფლიოშილევან ჟორჟოლიანი
ორგანიზაცია "Business Software Alliance" 2009 წლის ანგარიშის მონაცემებით, საქართველო პროგრამული უზრუნველყოფის მეკობრეობით პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.
საქართველოში არალიცენზირებული პროგრამების მოხმარების მაჩვენებელი 95 %-ია, მას მოსდევს ზიმბაბვე (92%), შემდეგ - ბანგლადეში (91%), მოლდოვა (91%) და სომხეთი (90%).
პროგრამული უზრუნველყოფის მეკობრეობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებშია (20%), მას მოსდევს იაპონია, (21%) ლუქსემბურგი (21) და ახალი ზელანდია (22%)
2009 წელს პროგრამული მეკობრეობის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით , 41 %-იდან 43 %-მდე გაიზარდა, რაც პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების ზრდით აიხსნება.
2009 წელს არალიცენზირებული პროგრამების საერთო ღირებულებამ 51 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2008 წლის მაჩვენებელზე 3 % -ით ნაკლებია.
აღნიშნული 51 მლრდ დოლარიდან 12 469 მლრდ დოლარი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, 9 379 მლრდ დოლარი- ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებზე, 6 210 მლრდ დოლარი-ლათინო ამერიკის ქვეყნებზე, 16 მლრდ დოლარი აზიის ქვეყნებზე, ხოლო 2 მლრდ დოლარი აფრიკის კონტინენტის ქვეყნებზე.
ანგარიშში ნათქვამია, რომ არალიცენზირებული პროგრამების გავრცელება ძირითადად საცალო მაღაზიებიდან, ძველი კომპიუტერებიდან და მეკობრული საიტების საშუალებით ხდება. 2009 წლის მონაცემების მოხედვით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველი დაინსტალირებული 3 პროგრამიდან 1 არალიცენზირებულია.
აღსანიშნავია, რომ არსებული მონაცემები გასული 4 წლის მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია, რაც გატარებული სამთავრობო პოლიტიკით აიხსნება.
ამერიკული Business Software Alliance შეისწავლის მსოფლიოში არალიცენზირებული პროგრამების გამოყენებას და წლის ბოლოს ანგარიშს აქვეყნებს. მისი საქმიანობა მიმართულია, ხელი შეუწყოს საავტორო უფლებების დაცვას, კიბერ უსაფრთხოებასა და დაცულ ინტერნეტ ვაჭრობას.
რიგით მე-17 კვლევაში ნათქვამია,რომ პროგრამული მეკობრეობა არა მარტო დანაშაულია, არამედ, ის აზიანებს თავად მომხმარებელს და საფრთხეს უქმნის პერსონალურ კომპიუტერს.
წყარო:
http://www.media.ge/ka/node/37297მოკლედ სომალელი მეკობრეები ჩვენთან შედარებით საბავშვო ბაღის აღსაზრდელები არიან!