ასე ასეე.. დავხურე. ასე იგი:
მომეწონა:
1. მუსიკაა იმენა მკვლელი. მუსიკა პირველ ნაწილშიც იმენა მკვლელი იყო და ახლაც მკვლელია. საღოლ კომპოზიტორს.
2. ძალიან, ძალიან, აი მეტი რომ შეიძლება მარა ამ მომენტში რომ ვკმაყოფილდები, ისე ძალიან მომეწონა ბათუმში სეირნობა.
3. გოგოთი და ბიჭით თამაში რომ შეიძლება (ანუ მარტო ბიჭი რომ არ ხარ) ეს მომეწონა.
4. გახმოვანება არის მაგარი! ხალიჩას რომ ბერტყავს ის ქალი და საერთოდ, ბათუმის ეპიზოდი არის მკვლელი. აი, უძაანესად მომეწონა რომ სცენარის მიმართულებით მიდიხართ და არაა უბრალო შუტერი.
5. კრიტიკულად დაბალი ჯანის დროს რომ ნელდება საერთოდ ყველაფერი, გლიჯავს! ეს დატოვეთ აუცილებლად.
6. მომეწონა გაუმჯობესებული გრაფიკა და საერთოდ, სასტუმროს არქიტექტურა არის საქებარი.
7. გოგოს ფრიად სიმპატიური პოპკა აქვს
არ მომეწონა.
1. ძალიან ცუდად ჩანს, როდესაც სროლისას მიმართლებას იცვლი და ამ დროს სროლიც ცეცხლი გვერდით რჩება.
2. ბათუმის სცენაში როდესაც მიდიხარ და ტრიალდები, ძალიან არაბუნებრივ ბრუნს აკეთებს ჩარი. გეგონება ყუთი ტრიალდებაო.
3. არის მომენტები, როდესაც ბრას ესვრი და ის თავის განათებებიანად იწყებს ქანაობას. სიმართლე გითხრათ პირელად რომ დავინახე, პირი ღია დამრჩა. მარა მერე ბრა გაჩერდა თითქმის ვერტიკალურ მდგომარეობაში და ბრის მოძრაობის ფიზიკაზე ხელი ჩავიქნიე.
4. ბილიადრის ბურთები სროლისას ხტებიან და მერე უხილავ ბარიერს ეჯახებიან ჰაერში და უკან ვარდებიან შუა გზაში.
5. ბათუმის ეპიზოდში მშვენიერი ქუჩა მიდის წინ და შენ კიდევ რაღაც ჯადოსნობას წააწყდები და ვეღარ აგრძელებ გზას. ამავე დროს სხვა ჩარები მშვენივრად ლახავენ ამ ბარიერს. პლუს მომენტებში ზეციდან ვარდება ადამიანი და მრე გზას აგრძელებს, ვითომ არაფერიო.
6. ზოგიერთი ობიექტი ჰაერშია, ხოლო ზოგიერთი განათება (ბილიარდის თავზე რაც კიდია მაგალითად) ტანკების ქარხანაშია აწყობილი და მოშნად ჰკიდია მოხვედრილი ტყვიები.
7. იარაღი მოძრაობს ძალიან გაუბედავად და თაგვს ვერ მოსდევს როგორც საჭიროა.
საერთო ჯამში ჩემი შეფასებაა 7/10 - ქულები მიიღო ბათუმის გადასარევი ეპიზოდის გამო.
პ.ს. ბიჯო და აი იმენა მაგ ქუჩაზე უნდა მევლო ამ 2-3 თვის წინ ჩემი ფეხით და..

გამისწორდა.

არა რა.. ბათუმში ერთიც უნდა გავისეირნო. აი, სპლინტელ სელში როგორცაა ძველი თბილისის სული გადმოტანილი და პირდაპირ არ არის გადმოკოპირებული, მასე გააკეთეთ თქვენც და ამიტომ ვარ აღფრთოვანებული. საღოლ რა!
This post has been edited by dj-guro on 30 Oct 2011, 02:23
მიმაგრებული სურათი