მოგესალმებით.
მე ვარ ირაკლი საბაშვილი 19 წლის. ვმუშაობ სათამაშო ინდუსტრიაში ჟურნალისტად და სტატიების ავტორად უკვე დიდი ხანია, ამიტომაც თვითონ გამანია ბევრი იდეა.
თამაშის საერთო მონახაზი
როგორც თქვენი სურვილებიდან და ვიდოებიდან მივხდი, თქვენ გინდათ Twisted Metall-ის გაკეთება, მაგრამ ამავე დროს ყველა ხვდება, რომ იგივეს გამეორება არც ისე ლამაზია და შეიძლება ითქვას პლაგიატიცაა. მე გთავაზობთ ავიღოთ იგივე პრინციპი, პრაქტიკულად იგივე მექანიკა, მაგრამ სხვა სახე მივცეთ, უფრო მეტიც - სხვა პერიოდი!
ყველამ კარგად იცის რენესანსის პერიოდის შესანიშნავი მეცნიერი ლეონარდო და ვინჩი. მან უამრავი მანქანა შექმნა, რომელიც მხოლოდ რამოდენიმე საუკუნეში ააშენეს. მე გთავაზობთ ავიღოთ და ვინჩის შექმნილი მანქნები და ისინი გადავიტანოთ ზემოთხსენებული ლეგენდალური თამაშის სტილში.
წარმოდგენილი ტექნიკიდან, რომელიც და ვინჩიმ შექმნა, შეიძლება გამოვაჩინოთ:
ტანკი:
http://www.leonardodavincisinventions.com/...k-invention.jpgვერტმფრენი:
http://www.thetoyzone.com/wp-content/uploa...wing_thumb1.jpgტრანსპორტაბელური მასიური არბალეტი:
http://nv.github.com/box-slider/examples/l...do/crossbow.jpgაეროპლანი:
http://media-1.web.britannica.com/eb-media...04-A9CAD60A.jpg და სხვა საინტერესო მანქანები რომლებსაც განვიხილავთ თუ იდეას მოიწონებთ.
სიუჟეტი:
საფრანგეთმა, მოახერხა მოეპარა და ვინჩის მონახაზები და თვითონ ააგო პროტოტიპები (ამით აიხსნება სხვაობა ფერებში და მცირე დეტალებში). ახალი ტექნოლოგიებით შეიარაღებული საფრანგეთი იტალიის საზღვრებში შემოიჭრა და ვანდალიზმს მიჰყო ხელი, ამავდროულად იტალიის მთავრობამ ზეწოლა მოახდინა და ვინჩიზე და სასწრაფოდ ააშენებინა თავისი მანქანები.
დაიწყო ბრძოლა ტექნიკთ. ადამიანები ცოცხლად არ ომობდნენ, რადგან მანქნების წინააღმდეგ პანიკური შიში ემართებოდათ. ტექნიკური ბრძოლები გაიმართება ორივე სამეფოს მიწაზე.
გეიმფლეი:
თამაშის გეიმფლეი მდგომარეობს პირველ რიგში მოწინააღმდეგის განადგურებაში, როგორც ეს Twisted Metal-ში იყო. თავდაპირველ ეტაპზე მე შემიძლია შემოგთავაზოთ შემდეგი რეჟიმები, ყველასათვის ცნობილი Free-for-all (Call of Duty) სადაც ყველა თავისთვისაა, არანაკლებ ცნობილი Team Deathmatch (Counter Strike), სადაც იმარჯვებს ის გუნდი, რომელსაც უფრო მეტი მკლელობა აქვს, რეჟიმი Conquest სადაც საჭიროა დროშების დაპყრობა და ტერიტორიის მთლიანი კონტროლი (Battlefield) და ასევე რეჟიმი საზღვრის დაცვა (სახელის შეცვლა მერეც შეიძლება) ამ რეჟიმის ძირითადი არსი იმაშია, რომ დამცველმა მხარემ საზღვარს არ უნდა გაატაროს მტრის გარკვეული რაოდენობა, რათა საკუთარ ხალხს ევაკუაციის საშუალება მისცეს.
სტილისტიკა:
თამაშის მენიუც და ინტერფეისი შეიძლება გავაფორმოთ მეთხუთმეტე საუკუნის სტილში, ოქროსფერი და ყვითელი ფერების სიჭარბით. მენიუს დახატვა შეიძლება და ვინჩის ნახაზების სტილში, შესაბამისი ხელნაწერი შრიფტის თანხლებით. ასევე ჩატვირთვების დროს, შეიძლება დაიწეროს საინტერსო ფაქტები და ვინჩის მანქანების შესახებ, რომლებიც ინტერნეტში ბევრია და საგულდაგულო ძებნის შეეგად მარტივად მოიპოვება.
ინფრასტრუქტურა:
მოთამაშეს ქულები ეძლევა (პერიოდი რომ გავითვალისწინოთ, ამას ჯობია დავაქრვათ ოქროს მონეტები), მოკლული მოწინააღმდეგეების შედეგად, თითოეული მოკლული, დამატებითი ქულები, მოთამაშის გუნდის მოგების შედეგად, ქულები ორმაგდება, ხოლო წაგებული გუნდის ქულები ნახევრდება, ასე იქნება უფრო ძლიერი მოტივაცია მოგებისათვის. მოპოვებულ ქულებზე შესაძლებელი იქნება ახალი მანქანების ყიდვა და სხვადასხვა დანადგარების მისთვის, როგორიცაა, უფრო ძლიერი ისრები ან ჭურვები.
სამყარო:
როგორც უკვე ავღნიშნეთ, თამაშის მოქმედება განვითარდება იტალიასა და საფრანგეთში. შესაძლებელი იქნება შეიქმნას ტყის დონეები, სადაც იქნება ბევრი ხე, აღმართები, მცირე გამოქვაბულები. ასევე შეიძლება თოვლიანი დონეებიც მთებში, ვაკეებით, ქვის დიდი ლოდებით და გაყინული ლამაზი ამინდით. რა თქმა უნდა, საჭიროა პატარა სოფლების აგებაც, მცირე, ერთსართულიანი ხის სახლებით, მდინარეებით და პატარა მისამალი ადგილებით.
გრაფიკა:
თამაშის ძირითადი თემა არის ლეონარდო და ვინჩი, რომელიც ასევე მხატვარი იყო, ამიტომ შესაძლებელი იქნება ტექსტურების უფრო ნაკლები რაოდენობის გამოყენება და კომიქსური სტილის გამოსახულებაზე აქცენტის გაკეთება, თითქოსდა ეს თვითონ და ვინჩის მიერ დახატული სამყაროა, ასე საშუალება იქნება მოთამაშეების გაზრდისა და რუკის გაფართოებისა, თანაც ასეთ გრაფიკაში უფრო დაიმალება პროექტის ტექნიკური სისუსტე. ნახატი გამოსახულება, მოთამაშის თვალსაც გაახარებს და შემქმნელებსაც გაუმარტივებს საქმეს.
მუსიკალური გაფორმება:
პროექტში შეიძლება გამოიყენებოდეს კლასიკური სიმფონიური მუსიკა, რომელიც სამხედრო მოქმედებებისთვის იწერებოდა, ასე უფრო გამარტივდება ხმოვანი ხაზის შექმნა, რათა სამხედრო ჟანრში სიმფონიები ძალიან ბევრია.
...
საერთო ჯამში, მე ვფიქრობ რომ საგუდლაგულო მუშოაბით ამიდან შეიძლება შესანიშნავი პროექტი გამოვიდეს, რაც მთავარია, ის სხვებთან შედარებით ცოტა უცხო იქნება, რაც ძალიან კარგია, ასევე ზუსტად ისეთია, როგორიც თქვენ გინდოდათ, რომ მექანიკით და სირთულით ყოფილიყო. მე ვხდები, რომ ეს მარტივი თამაში არაა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, აქედან რამოდენიმე იდეა აღოთ და შეასრულოთ, ხოლო მთლიანად გაკეთება უკვე პირველ თამაშზე დაგროვილი გამოცდილების ხარჯზე შესძლოთ. შეგიძლიათ დამიკავშირდეთ სკაიპით chelseaman11.
(საავტორო უფლებების დასაცავად, მეილზეც გამოგიგზავნეთ შესაბამისი წერილი, თარიღების შედარებისას ადვილი დასადგენია, რომ იდეა მეკუთვნის მე.)