temo_777პირველი ორი, რომელიც სახელს პირდაპირი მნიშვნელობით ამართლებს განსაკუთრებით მიყვარს.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიუჟეტის მქონეა პირველი ორი, აინ რენდის ზეგავლენებით, საინტერესო გადასვლებით, პერსონაჟების ორიგინალურობით, საოცარი ლოკაციებით... მოკლედ წყლის ქვეშ სამყარო არის გასაოცრად გადმოცემული. კარგი სიუჟეტი, კარგი მუსიკალური გაფორმება, კარგი ექშენი - თუ ითამაშებ ნამდვილად არ ინანებ.
მესამეს რაც შეეხება, წყლიდან ცაში ასვლაა - მაქ უკვე სხვანაირად არის საქმეები - ის ბნელი ლოკაციები შეცვალა ნათელმა ლოკაციებმა, მუსიკალური გაფორმებაც განსხვავებულია, პერსონაჟები ისეთი დასამახსოვრებლები აღარ არიან როგორც წყლის ქვეშ იყვნენ, სიუჟეტს თუ არ მიყევი ბოლოს რამდენიმე საათი ჩაფიქრებული მოგიწევს ეკრანზე ცქერა, რომ გაარკვიო თუ რა მოხდა

პ.ს. მესამე ნაწილის დამატებებში ისევ წყალში ხვდები.
საერთო ჯამში, ორი უიქენდი რომ დაუთმო ბიოშოკს, ისეთი შთაბეჭდილებებით დაიტვირთები ნამდვილად არ ინანებ.
მე პირადად დიდი ხნის წინ მქონდა ნათამაშები და ახლა ამ Remaster ვერსიებსაც ვნახავ, როგორი გამოუვიდათ.