#61257623 · 14 May 2024, 21:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პროვოკაციას გავს ეგ იდეა. არ მისცეთ ბიძინას საბაბი დაიქირავოს გარეშე ძალები, გადააცვას პოლიციის ფორმა და მოგვიქსიოს. დამერწმუნეთ, მათ არანაირი მუხრუჭები არ ექნებათ. და უფრო უარესი, არ მისცეთ საბაბი რუსის ჯარი შემოიყვანოს. პროტესტი უნდა იყოს უაღრესად მშვიდობიანი და მრავალრიცხოვანი. პიკეტირებით თქვენ უბრალო მოქალაქეებს დააზიანებთ, თორემ ქოცმთავრობა ვერც კი იგრძნობს თქვენს პიკეტებს. მანგია, შენ თუ პროვოკატორი არ ხარ, რატომ არ გინდა, რომ დისკომფორტი შევუქმნათ უშუალოდ ქოცმთავრობის წევრებს და რატომ უნდა დავამტვრიოთ საკუთარი ქალაქი? რატომ უნდა მოვშალოთ საკუთარი ეკონომიკა? ამ გზებით ქოცების მილიონერებს თავისი ხარჯების 1% გაეზრდებათ. აი მოსახლეობის დიდ ნაწილს კი მტკივნეულად დაარტყავს და მათ გადაიმტერებთ!!!
ახლა საჭიროა ხალმხრავალი, ხმაურიანი, მაგრამ კანონის ფარგლებში მყოფი დემონსტრაციებით დავანახოთ ამერიკას, ევროპას, რომ ჩვენ არ ვართ რუსეთი, გავუჩინოთ ჩვენს მიმართ სიმპათია, რათა უკრაინასთან ომის დასრულების შემდეგ, რაც წელს მოხდება, ზავის ვაჭრობის დროს ხურდაში არ მიგვაგდოს რუსეთს, რისიც დიდი საშიშროებაა ქოცმთავრობის გადამკიდე.
საქართველო არაა ინგლისი, საფრანგეთი ან ამერიკა, საკუთარ ბედს თვითონ რომ წყვეტენ. ჩვენ პატარა, სუსტი, ომწაგებული, ოკუპირებული, სახელგატეხილი ქვეყანა ვართ, რომელიც ორი ცუდიდან ნაკლებ პრობლემას ირჩევს, ამერიკის ქვეშ ვიყოთ თუ რუსეთის. შეეშვით ყარაჩოღელობას, დაბმული ძაღლი რომ ხმამაღლა ყეფს და გულადია, ასეთ გულადობას და ჭკუას დაატანეთ ძალა
--------------------
https://modivisaubrot.wordpress.com/
|