რა საჭიროა თბილისთან ახლოს სოფელ ვაზიანთან და სართიჭალას შორის ახალი სამოქალაქო აეროპორტი მშენებლობა ? თბილისის არსებული აეროპორტი სრულიად საკმარისია.
ქვეყანაში ბევრად დიდი პრობლემებია, წყალი თითქმის ყოველდღე წყდება ქალაქის საცობები უნებართვო მშენებლ;ობები. ჯობია აღნიშნული ტერიტორია პროდუქტუილად იქნას გამოყენებული.
![user posted image](https://img.forum.ge/P_Vijji6YiKbIJ.png)
საქართველოს მთავრობა თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აერპორტის მშენებლობას გეგმავს. თბილისის აერპორტი განვითარების მაქსიმალურ პარამეტრს უახლოვდება, რის გამოც აუცილებელია საქართველოს ავიაციის სექტორის გრძელვადიანი განვითარებისთვის გაჩნდეს კიდევ ერთი ალტერნატიული აეროპორტი.
გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მთავრობა ახალი აეროპორტის მშენებლობას ვაზიანში იწყებს.
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ეს არის იდეალური ლოკაცია. იგი 15 კმ-ითაა დაშორებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. თავის დროზე ტერიტორია შესწავლილია და იდეალურად მიუდგება როგორც ქარის მიმართულებას, ასევე ასაფრენ ზოლს.
დღეისათვის, საქართველოში ყველაზე დიდი საერთაშორისო აეროპორტი ქალაქ თბილისში მდებარეობს. ბოლო რამდენიმე კვირაა, ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არსებული სივრცე გაფართოების შესაძლებლობას არ იძლევა.
შსს-ს მონაცემებით, 2023 წლის პირველ სამ თვეში, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, 733 ათას მგზავრს მოემსახურა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკვე მუშაობენ თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს ჰაბი. სწორედ ამ მიზნით, თბილისში იდეალური ადგილი ვაზიანის ყოფილი აეროდრომია.
საყურადღებოა, რომ 2027 წლამდე იზღუდება ახალი აეროპორტის ექსპლოატაციაში შესვლა, რომელიც არსებული აეროპორტიდან 200 კილომეტრის რადიუსში იქნება განთავსებული. თუმცა, ამ პერიოდში შესაძლებელია, რომ დასრულდეს ახლის მშენებლობა და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, უკვე მწყობრში იყოს და დაიწყოს ფუნქციონირება.
https://avia.ge/georgia-new-airport/