( ver 1.0)
ლიბერალიზმი და ლიბერალებიჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც აქტიურად ხდება ლიბერალიზმის პროპაგანდა და დამკვიდრება საჭიროდ ჩავთვალე შედარებით მოკლედ ამეხსნა თუ რას წარმოადგენს ეს იდეოლოგია.
თანამედროვე ლიბერალიზმი, იგივე თანამედროვე ამერიკული ლიბერალიზმი, პირველ რიგში არის იდეოლოგია, რომელიც ისევე როგორც ყველა იდეოლოგია ცდილობს გავრცელდეს და დაიპყროს მთელი კაცობრიობა, რამეთუ როგორც ყველა იდეოლოგია თავს სწორად მიიჩნევს.
დღესდღეობით მრავალი ადეკლარირებს საკუთარ თავს ლიბერალად. ზოგიერთ მათგანს სწამს ღმერთის, თუმცა, ლიბერალობს საზოგადოების გავლენის ქვეშ ან ლიბერალიზმის გაუთვითცნობიერებლად. ზოგიერთი მათგანი კი საზოგადოების მეორე ნაწილის გავლენით აცხადებს, რომ სწამს ღმერთის, თუმცა, რეალურად არ სწამს. უმეტესობა მათგანი კი პირდაპირ აცხადებს, რომ ათეისტია.
ლიბერალებს არ სწამთ ღმერთის იმის მიუხევად თუ რას დეკლარირებენ და აქედან იწყება გარდაუვალი.მათ ჰგონიათ რომ ბიოქიმიური პროცესების შედეგად ჩნდებიან და უალტერნატივოდ უბრალოდ ქრებიან სიკვდილის შემდეგ. ისინი საკუთარ თავს მხოლოდ ბიოქიმიური ევოლუციის შედეგად აღიქვამენ და ავიწყდებათ ადამიანის ევულუციის ის უმნიშვნელოვანესი მომენტი, როდესაც ადამიანის წინაპრის ცხოველურ ტვინში ღმერთის თუნდაც პრიმიტიული კონცეფცია გაჩნდა, რამაც გააჩინა პირველი
მორალის, ანუ საკუთარი თავისგან სამართლიანობის მოთხოვნის ელემენტები. რამაც განავითარა ადამიანის წინა ტვინი, რომელიც ტვინის ლიმბურ სისტემაში წარმოქმნილი ცხოველური სურვილების შემბოჭავ ფუნქციას ასრულებს და გადაწყვეტილებას იღებს მათი განხორციელების სამართლიანობაზე და რამაც შესაძლო გახადა ცხოველის ადამიანად გადაქცევა და მისი მორალური ევოლუცია. შედეგადაც შესაძლო გახდა ოჯახების შექმნა, ხოლო შემდგომ ადამინთა უფრო დიდი ჯგუფების მშვიდობიანი თანაცხოვრება და ცივილიზაციების აშენება.
ადამიანის მორალური ევოლუციის პროცესში, ევოლუციას განიცდიდა და ნელ ნელა უახოვდებოდა ჭეშმარიტს ღმერთის კონცეფციაც და შესაბამისად რელიგიებიც. ამ ევოლუციის პროცესში მიღწეული მორალის დონიდან გამომდინარე და მასზე დაფუძნებით იქმნებოდა რელიგიური კანონები და შემდგომ უკვე რელიგიურ კანონებთან თანხმობაში მყოფი სახელმწიფო კანონები, რომლებიც თავის მხრივ კიდევ უფრო ხელს უწყობდნენ ადამიანის მორალურ ევოლუციას.
ღმერთის კონცეფციის გაჩენის და ადამიანის მორალური ევოლუციის მხედველობიდან გამორჩენის შედეგად, ლიბერალები აღიქვამენ მხოლოდ ბიოლოგიურ ევოლუციას და სწორედ ამიტომ ისინი უფრო მეტ საერთოს ხედავენ საკუთარ თავსა და ცხოველს შორის ვიდრე ღმერთის რწმენით და მორალით თვითშებოჭილი ადამიანი.
სწორედ ამიტომ მათი დიდი ნაწილი ხშირად ცხოველებთან ურთიერთობას ამჯობინებს ადამიანებთან ურთიერთობას, რამეთუ ადამიანთან ურთიერთობა მეტ მორალს, მეტ სამართლიანობას მოითხოვს.
ვინაიდან ღმერთის რწმენის გარეშე, მიაჩნიათ რომ მხოლოდ ბიოქიმიური პროცესების შედეგად ჩნდებიან და უალტერნატივოდ უბრალოდ ქრებიან სიკვდილის შემდეგ, მათთვის ყველაზე დიდ ღირებულებას ამ ორ მომენტს, გაჩენასა და გაქრობას შორის არსებული საკუთარი სიცოცხლე, არსებობა, წარმოადგენს და ამიტომაც ჰგონიათ რომ სანამ ამ ქვეყანაზე ხარ უნდა ეცადო მაქსიმალური სიამოვნება მიიღო ცხოვრებისგან და აისრულო ყველაფერი რაც მოგინდება, თუნდაც ყველაზე გარყვნილი სურვილები.შესაბამისად ფიზიკურად გადარჩე და მიიღო მეტი სიამოვნება ცხოვრებისგან ანუ მაქსიმალურად ეცადო აისრულო ყველაფერი რაც მოგესურვება სანამ ცოცხალი ხარ, მათი მთავარი მიზანი და იდეა ხდება.
ამას ისინი თავისუფლებად აღიქვამენ და ცდილობენ კანონის ძალით მოიპოვონ ამის უფლება, რათა არ ისჯებოდნენ ამისათვის.იმისათვის რომ აისრულო ყველაფერი რაც მოგესურვება საჭიროა მეტი ფული.
როდესაც ფულის შოვნაში მორალური ნორმები აღარაა დაბრკოლება, მაშინ მისაღები ხდება ისეთი ამორალური ქცევა როგორიცაა, ქრთამის აღება, კორუფცია, მოსყიდვა, გადაგდება. ასევე აზარტული თამაშებით, ნარკოტიკებით, პორნოგრაფიით, სუროგატი ბავშვებით და სხვა მრავალი ამორალური გზით შემოსავლის მიღება. ასე ფულის შოვნაც უფრო ადვილი ხდება და შედეგად მათ ხელში აკუმულირებულია დიდი ფინანსები და შესაბამისად ძალაუფლებაც.
ასევე ცხოვრებისგან მაქსიმალური კომფორტის და სიამოვნების მისაღებად მათთვის მისაღები ხდება ტყუილი, ცილისწამება, ღალატი, აბორტი რათა არასასურველმა შვილმა არ შეუქმნას მათ დისკომფორტი.
ასევე მისაღები ხდება ნარკოტიკული ნივთირებების მიღება, ხოლო ფიზიკური გადარჩენისთვის - საკუთარი სხეულით ვაჭრობა, პროსტიტუცია.
ამიტომაც ლიბერალები ცდილობენ და ახდენენ მრავალ ქვეყანაში აბორტის, ნარკოტიკების მოხმარების, პორნოგრაფიის, პროსტიტუციის და სუროგაციის ლეგალიზებას.ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაში, ხელის შემშლელი ფაქტორი ხდება ოჯახი, რომელიც მორალურ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს გუსლისხმობს საკუთარ თავში და ამიტომაც მრავალი მათგანი ან საერთოდ არ ქმნის ოჯახს, ან ანგრევს ანდაც ცდილობს ჰქონდეს რიგი მორალური ვალდებულებებისგან თავისუფალი ოჯახური ურთიერთობა თავისივე შეხედულებების პარტნიორთან, რაც როგორც წესი მაინც ურთიერთობის დანგრევით სრულდება.
ყველანაირი ფიზიკური სიამოვნების მიღებას აქვს ერთი თვისება. დროთა განმავლობაში ის უკვე აღარ განიჭებს იმდენ სიამოვმებას რამდენსაც ადრე. შესაბამისად მეტი სიამოვნების მიღებაზე მზრუნველი , ცდილობს ახალ ახალი სიამოვნების მიღების წყაროები აღმოაჩინოს და გამოსცადოს. ამ იდეოლოგიის გზაზე შემდგარ ადამიანს ეს პრობლემა უჩნდება სექსუალურ ურთიერთობაშიც და შედეგად მისი გამძაფრების და გამრავალფეროვნების სურვილი ებადება. როდესაც მორალური ნორმები ხელის შემშლელი აღარაა, სურვილი ცდაში გადადის. პირველ ეტაპზე მცდელობა გამოიხატება ახალი პარტნიორების და სექსში სიახლეების ცდაში. როგორც წესი ამ ეტაპზე ინგრევა მრავალი ოჯახი. შემდეგ როდესაც ესეც უბრალოვდება უფრო მძაფრი სექსუალური ემოციები ხდება საჭირო. რაც უკვე შეიძლება ჯგუფურ სექსში, მათ შორის საკუთარი სქესის წარმომადგენელის მონაწილეობით ან პირდაპირ საკუთარი სქესის წარმომადგენელთან სექსში გამოიხატოს. როდესაც ადამიანი და განსაკუთრებით მამაკაცი საკუთარი სქესის წარმომადგენელთან ამყარებს სექსუალურ კავშირს, მასში ხდება საკუთარი იდენტობის ცვლილება, ის უკვე სხვა პიროვნებად აცნობიერებს თავს, მას უკვე აღარ შეუძლია ან ვერაფერ სიამოვნებას იღებს ჰეტერო ურთიერთობით, ისევე როგორც ჰეროინის მომხმარებლისთვის ვერაფერი სიამოვნებაა მარიხუანას მოხმარება და დამოკიდებული ხდება არაჰეტერო სექსუალურ ურთიერთობებზე. თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერს გასდის ყავლი და საბოლოოდ მათთვის ძალიან რთულდება ან შეუძლებელი ხდება სექსუალური სიამოვნების მიღება. რის გამოც მრავალი მათგანს უჩნდება კიდევ უფრო ანომალური მათ შორის პედოფილური ან ზოოფილური მიდრეკილებები და სუიციდალური სურვილები.
ამ იდეოლოგიის კულმინაცია არის, მისი მიმდევარის მიერ საკუთარი თავის საბოლოოდ უარყოფა, რაც საკუთარ თავში ღმერთის აღმოჩენის შესაძლებლობას კლავს.არ უნდა ვიფიქროთ რომ ყველა ამ ეტაპს ან საქციელს ყველა ლიბელალური აზროვნების წარმომადგენელი გაივლის ან ჩაიდენს. არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა ლიბერალი ერთნაირად ლიბერალია. ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას, ზოგი შესაძლოა ბევრი ფულის შოვნით ცდილობდეს თუნდაც ამორალური გზებით, მაგრამ არ სურდეს არაჰეტეტო სექსუალური კავშირი. ზოგიც შესაძლოა ნარკოტიკების მოხმარებაში ვერ ხედავდეს სიამოვნებას და სექსუალური თავისუფლება და აბორტის კანონიერება იყოს მისთვის მნიშვნელოვანი. თუმცა, ყველა მათგანს აერთიანებს ერთი რამ, მათ სურთ ყველა იმ სურვილის ასრულება რითიც ჩათვლიან, რომ ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღეს, ამ სურვილების მიღწევაში ხელის შემშლელი მორალური ნორმების გაუქმება და საკუთარი ამორალური საქციელებისთვის დაუსჯელობა.
ვინაიდან ამ იდეოლოგიის წარმონადგენლებს შესაძლოა განსხვავებული ამორალური სურვილები გააჩნდეთ, ხოლო ზოგიერთი ამორალური ქცევის ჩადენის სურვილი არ უჩნდებოდეთ ან მიუღებელიც კი იყოს პირადად მათ მიერ მისი ჩადენა, ისინი გარდაუვლად თვლიან რომ მორალი, იგივე სამართლიანობა და ჭეშმარიტება ინდივიდუალურია და არა საერთო ყველასთვის.
თუმცა თითოეულ მათგანს იმისათვის, რომ სხვებისგან მოხდეს მისი ამორალური სურვილების განხორციელების უფლების აღიარება, უწევს აღიაროს სხვისი სხვა ამორალური სურვილების განხორციელების უფლება. შესაბამისად მთლიანად იდეოლოგია ცდილობს, გააუქმოს ყველა მორალური ნორმა, დააკანონოს უკანონობა რათა მისი ყველა მიმდევარისთვის შესაძლებელი გახდეს საკუთარი ამორალური სურვილების დაუსჯელად ასრულება.
ერთადერთი კვაზიმორალური შეზღუდვა რომელსაც ეს იდეოლოგია დეკლარირებს არის ფიზიკური ძალადობის მიუღებლობა, რაც მათ ამორალობის გავრელების პროცესში საზოგადოებისგან თავის დასაცავად სჭირდებათ. თუმცა ესეც დროებითია, რადგან განუხორციელებელია მათივე იდეოლოგიის ფარგლებშიც კი, რასაც ლიბერალების უმეტესობა ვერ ათვითცნობიერებს, რადგან ამორალობის და შესაბამისად უსამართლობის თუნდაც მათ შორის დაკანონება გარდაუვლად გამოიწვევს მათივე მხრიდან ერთამანეთზე ძალადობას.
ვინაიდან იდეოლოგია მიზნად ისახავს მორალური ნორმების სრულ მოშლას, მისი ყველაზე ამორალური წევრები, რომელსაც ისინი თავიდან ლგბტ თემს ეძახდნენ და ახლა უკვე ლგბტქ+ -ს ეძახიან, რათა +-ით გამოხატონ წლიდან წლამდე დამატებული ახალი სექსუალური გადახრები რომელთა რიცხვი უკვე 70-ს აღწევს, ყველაზე მეტ ლიბერალებად ითვლებიან და დგანან იდეოლოგიის და მისი გავრცელების ავანგარდში.
რომელიმე ქვეყანაში საკუთარი იდეოლოგიის წარმატებით დანერგვის და გამარჯვების სიამაყით აღსანიშნავად ისინი ამ ქვეყანაში ატარებენ აღლუმებს, ლგბტ პრაიდებს.ლიბერალური იდეოლოგიის ლიდერების ხელში აკუმულირებულია სხვადასხვა ამორალური გზებით ნაშოვნი დიდი ფინანსები და ძალაუფლება. ისინი მართავენ ძლიერ და გავლენიან ქვეყნებს. მათი მიზანია საკუთარი იდეოლოგიის გავრცელება მთელს მსოფლიოში და ამისათვის წარმატებით იყენებენ ადამაინის ცხოველური ბუნების სისუსტეებს, რომელთაც აქტიურად ახალისებენ, შემდგომ კი აგროვებენ კომპრომატებს ამ ადამიანების სამართავად. პირველ ეტაპზე ისინი საკუთარი ფინანსების და ძალაუფლების გამოყენებით რყვნიან ქვეყნის ხელისუფლებას კორუფციაში ან სხვა უკანონობაში ჩართვით, რათა მოიპოვონ მასზე მაქსიმალური ზეგავლენა ან ხელისუფლებაში მოჰყავთ უკვე გარყვნილი საკუთარი იდეოლოგიის წარმომადგენლები. აქტიურად აარსებენ და აფინანსებენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მათი იდეოლოგიის მთავარი საყრდენი და გავრცელების ცენტრები ხდება.
შემდგომ უკვე ხელისფლების დახმარებით და იგივე მეთოდებით იპყრობენ ქვეყნის მასმედიას და მის წარმომადგენლებს, რათა აქტიური პროპაგანდა გაუწიონ საკუთარ იდეოლოგიას. იგივე მიზნით, ასევე აქტიურად იპყრობენ კულტურის, ხელოვნების და განათლების სხვადადხვა სფეროებს. მათ მიერ კონტროლირებადი მასმედიის და სოციალური ქსელების გამოყენებით, სიტყვის თავისუფლების და განსხვავებული აზრისადმი ტოლერანტობის ეგიდით ავრცელებენ ყოველგვარ ამორალურობას და აპიარებენ მათი იდეოლოგიის მათ შორის ყველაზე ამორალურ, წარმომადგენლებს. მათთვის არასასურველი პირები და მათი ხმა კი აქტიურად იბლოკება.
ასევე მასმედიის საშუალებით ქვეყანაში ამკვიდრებენ მათ მიერ გამოგონილ და მათ მიერვე ნეგატიური შინაარსით აღჭურვილ ტერმინებს როგორიცაა ჰომოფობია, ტრანსფობია და სხვა, რომელთა გამოყენებით ცდილობენ დააშინონ და გააჩუმონ საზოგადოების ის წევრები, რომელთა მიმხრობაც ჯერ ვერ შეძლეს.მათთვის არასასურველი პირების მარგინალიზაციისთვის ისინი აქტიურად იყენებენ ანტიპიარს ცილისწამებას და სხვადასხვა იარლიყებს. ქვეყანაში იდეოლოგიის საკმარისად მომძლავრების შემთხვევაში კი ასეთი პირების წინააღმდეგ გამოიყენება საზოგადოებრივი ბულინგი, მათი გარიყვა, შევიწროება და მათ შორის შესაძლოა დააკარგინონ შემოსავლის წყაროც. მრავალი მათგანი ვერ უძლებს ასეთ შეტევას და გადასარჩენად იკავებს კონფორმისტულ პოზიციას.
ისინი აქტიურად იბრძვიან ისეთი მორალური ინსტიტუტების წინააღდეგ როგორიცაა ოჯახი, ტრადიციები და რელიგია. ამ ინსტიტუტების წინააღდეგ ბრძოლაშიც პროპაგანდასთან ერთად ადამინის ცხოველური ბუნებით გამოწვეულ და დაგროვილ მათსავე სისუსტეებს იყენებენ.
ოჯახის წინააღდეგ ბრძოლაში, წარმატებით იყენებენ მამაკაცის მიერ დაშვებული მოლარული გადაცდომებით ქალში გაჩენილ უსამართლობის გრძნობას და ფემინისტური იდეების ფართოდ გავრცელების გზით, ანგრევენ ოჯახებს.
ტრადიციებთან ბრძოლაშიც, პირველ რიგში უტევენ მორალურად ყველაზე სუსტ ტრადიციებს და მათი დამარცხებით, ცდილობენ მეტად მორალური ტრადიციების მარგინალიზაციას.
ასევე ქვეყანაში დომინანტი რელიგიური ინსტიტუტის წინააღდეგ ბრძოლაში, აქტიურად იყენებენ ისევ ადამიანის ცხოველური ბუნებიდან გამომდინარე ამ ინსტიტუტში დაგროვილ მორალურ გადაცდომებს და ამ ინსტიტუტის მორალურად ყველაზე სუსტ წარმომადგენლებზე შეტევით, მათი დამარცხებით და შემდგომი მათი გამოყენებით ცდილობენ მთლიანად ინსტიტუტის დისკრედიტაციას საზოგადოების თვალში. ასევე არ ერიდებიან ცილისწამებას, რომელსაც ძირითადად ინსტიტუტის მორალურად უფრო ძლიერი ან ავტორიტეტული წარმომადგენლების წინააღდეგ იყენებენ. ამ ბრძოლაში ასევე აქტიურად მხარს უჭერენ, აძლიერებენ და იყენებენ ქვეყნის რელიგიურ უმცირესობებს, მათი უფლებების დაცვის ეგიდით. ხოლო იმ ქვეყნებში სადაც ეს უმცირესობები, უმრავლესობაა იგივე მეთოდებით ასუსტებენ მათ, როგორც დომინანტ რელიგიურ ინსტიტუტს. იმ ქვეყნებში კი სადაც ეს იდეოლოგია უკვე ბატონობს, მორალზე დაფუძნებული რელიგიური ინსტიტუტები ნაცვლება ფორმალურად რელიგიური ინსტიტუტებით, სადაც მამათმავალიც კი შესაძლებელია იყოს მქადაგებელი.
ლიბერალებს წინასწარ განსაზღვრული აქვთ მათი იდეოლოგიის გავრცელების მხარდამჭერი საკანონმდებლო ბაზა და ქვეყანაში მისი დანერგვის თანმიმდევრობა.მათი საკანონმდებლო ბაზის დანერგვა იწყება, არაჰეტო ურთიერთობების დეკრიმინალიზაციით.
შემდეგ მოდის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაკანონება, რაც ყოველგვარი ამორალური იდეების და ქცევის გავრცელების ლეგალიზების საშუალებას იძლევა.
გენდერული კანონები, რაც რეალურად ფემინიზმის წახალისებას ემსახურება და ოჯახის ინსტიტუტის წინააღდეგ არის მიმართული.
ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რაც მათი იდეოლოგიის წარმომადგენლებს და მოკავშორე უმცირესობებს სინამდვილეში უპირატეს მდგომატეობაში აყენებს და შესაძლებლობას აძლევს პრიორიტეტულად შეაღწიონ ამა თუ იმ სფეროში.
კანონები ბავშვთა უფლებების შესახებ, რაც ბავშვთა უფლებების დაცვის ეგიდით ოჯახს პრაქტიკულად ართემევს ბავშვის თუნდაც მსუბუქად დასჯის და შესაბამისად აღზრდის საშუალებას და მათ მიერ კონტროლირებად სახელმწიფოს ასეთ შემთხვევაში ოჯახზე ბავშვების წართმევის უფლებას ანიჭებს.
ლიბერალები აქტიურად ზემოქმედებენ ბავშვებზე მასმედიის და სოციალური ქსელების საშუალებით და ასევე აქტიურად იყენებენ მათ, საკუთარი მიზნების მისაღწევად, ვინაიდან ზრდასრულებთან შედარებით ბავშვებში დაბალია მორალის დონე. ამიტომაც ისინი ზრდიან ბავშების უფლებებს საზოგადოებაში, მათ შორის სასამართლოში ჩვენების მიცემის კუთხით და იყენებენ ამ გარემოებას ისევ ბავშვის და მისი ოჯახის წინააღდეგ. მათ ორგანიზაციებში როგორც ბავშვების ასევე ლგბტქ+ თემის უფლებების დამცველებად ხშირად ერთი და იგივე პირები გვევლინებიან.ნებისმიერი იდეოლოგია, რათა შენარჩუნდეს უნდა გადაეცეს მომავალ თაობებს. როგორც წესი საკუთარ იდეოლოგიას ადამიანები საკუთარ შვილებს გადასცემენ ხოლმე. ვინაიდან ლიბერალები არ არიან დიდად ოჯახური ურთიერთობების მოყვარულები და შედარებით ნაკლები რაოდენობით შვილები ჰყავთ, მათ იდეოლოგიას სასიცოცხლოდ სჭირდება სხვების შვილებზე გავრცელება. ამიტომ ისინი მედია პროპაგანდასთან ერთად ცდილობენ შევიდნენ და საკუთარი იდეოლოგია შეიტანონ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში და საბავშვო ბაღებშიც კი. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ლიბერალური განათლების სისტემა ნაკლებადაა ორიენტირებული ბავშვებისთვის რეალური განათლების მიცემაზე (რადგან რეალური განათლება ხშირად ადამიანის მორალურ ზრდას უწყობს ხელს) და მეტ წილად იდეოლოგიურ აღზრდას ემსახურება.
სწორედ ამიტომ ლიბერალური განათლების სისტემა პირველ რიგში აკნინებს ზუსტი მეცნიერებების და ისტორიის სწავლებას, რათა დააკნინონ ბავშვებში ლოგიკური აზროვნების უნარი და საკუთარი ეროვნული იდენტობის შეგრძნება. ხოლო მათი სახელმძღვანელოები მეტ წილად უსარგებლო ინფორმაციით არის გაჯერებული, შეფარულ ამორალური შინაარსის ტექსტებთან ერთად.
ახალ დაბადებული ბავშვი ცხოველთან უფრო ახლო დგას თავისი არსით ვიდრე მორალურ ადამიანთან, რამეთუ მისთვის ჯერ კიდევ უცნობია მორალი, რომელსაც აღზრდის პროცესში ითვისებს პირველ რიგში სოციალური გარემოდან, საზოგადოებიდან და შემდეგ ოჯახიდან.
ცნობილია, რომ თუ ბავშვს დაბადებიდანვე ცხოველებს მივცემთ აღსაზრდელად, ის ვერც მეტყველებას ისწავლის და ვერც ადამიანისთვის აუცილებელ მორალურ ნორმებს გამოიმუშავებს. გაზრდილი ის მხოლოდ გარეგნულად და ბიოლოგიურად იქნება ადამიანი, არსით კი იქნება ცხოველი. ასევე, თუ ჩავატარებთ აზრობრივ ექსპერიმენტს და კაცობრიობის რამდენიმე თაობას ფიზიკურად გავზრდით დანარჩენი კაცობრიობისგან და მისი მიღწევებისგან სრულ იზოლაციაში, მივიღებთ პირველყოფილ ადამიანებზე უფრო განუვითარებელ უმორალო და უცოდინარ არსებებს, თანამედროვე ადამიანების ბიოლოგიურ სხეულში, რომლებსაც ცეცხლის გამოყენებაც კი არ შეეძლებათ არამც თუ წიგნის ან კომპიუტერის. წინა თაობების მიერ დატოვებული ცოდნა და ტექნოლოგიური მიღწევები კი მათთვის გაუგებარი და უსარგებლო აღმოჩმდება. მორალის უქონლობის გამო ისინი დაერევიან ერთმანეთს საკვების ან მათთვის სასურველი ნივთებისთვის და ეს იქნება კაცობრიობის მიერ მიღწეული ცივილიზაციის სრული განადგურება, გადარჩენილებს კი ნულიდან მოუწევთ მორალისა და ცოდნის აღმოჩენა და ევოლუციის ათიათასობით წლის ახლიდან გავლა, რაც გარანტირებული არ არის რომ წარმატებით მოხერხდება.
ამ ყველაფრიდან შეგვიძლია დავასკვნათ რომ ცალკეულ ადამიანს საზოგადოებისგან და ოჯახისგან დამოუკიდებლად და მისგან სწავლის გარეშე არ შეუძლია მიაღწიოს იმ მორალურ განვითარების ან ცოდნის დონეს რასაც ათიათასწლეულების განმავლობაში მიაღწია საზოგადოებამ და ჩამოყალიბდეს ადამიანად. მას უბრალოდ ცხოვრება არ ეყოფა ამისათვის. ასევე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბავშვი შეძლებს მიიღოს მორალური განვითარების და ცოდნის დაახლოებით ის დონე რა დონესაც სთავაზობს მისი სოციალური გარემო, საზოგადოება და ოჯახი.
შესაბამისად კაცობრიობის მიერ ათიათასწლეულების განმავლობაში მიღწეული მორალური დონის და სხვა ცოდნის გადაცემა ხდება ბავშვის სოციალურ გარემოსთან, საზოგადოებასთან და ოჯახთან ურთიერთობაში სწავლით და არ უნდა ვიფიქროთ რომ ამას ადამიანი სწავლების გარეშე თავისით მოახერხებს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ თუ ადამიანს არ ვასწავლით კაცობრიობის მიერ მიღწეულ მორალს ის თავისით შეძლებს მის აღმოჩენას გააზრებას და გათავისებას.
სწორედ კაცობრიობის მიერ მიღწეული მორალის დონის მომავალ თაობებზე გადაცემის პროცესის დანგრევას ცდილობს ლიბერალიზმი და ამავე მიზანს ემსახურება ლიბერალებში გავრცელებული იდეა, რომ ბავშვმა, ადამიანმა თავისით, საკუთარი შეცდომების ხარჯზე უნდა გაარკვიოს ცხოვრებაში თუ რა არის ცუდი და რა კარგი. ასეთი მიდგომით გაზრდილი ბავშვები სამწუხაროდ ხშირად ისეთ ფატალური შეცდომებს უშვებენ, რომ მათთვის მორალურ ადამაინად ჩამოყალიბება უკვე შეუძლებელი ხდება.
მათ მიერ დასანერგად განსაზღვრული საკანონმდებლო ბაზის ერთ ერთი ბოლო ეტაპია, ერთსქესიანთა, პრაქტიკულად ლგბტქ+ თემისთვის კანონიერი ქორწინების უფლების მიცემა, რაც მათ ავტომატურად ბავშვების შვილად აყვანის უფლებასაც ანიჭებს. ბავშვების, რომელთაც შემზადებული კანონმდებლობა და დაპყრობილი სახელმწიფო, მათი მორალურად აღზრდის მცდელობის გამო წაართმევს ოჯახებს და გადასცემს ასეთ წყვილებს ამორალურად გასაზრდელად.თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ თუნდაც ამით დასრულდება მათი კანონშემოქმედება და კიდევ უფრო მეტი ამორალურობის დაკანონების მოთხოვნები არ გაჩნდება, როგორიცაა პედოფილია ინცესტი და სხვა, რისთვისაც მომზადების ნიშნები უკვე შეიმჩნევა ლიბერალურ ქვეყნებში.
ლიბერალიზმისთვის უცხო არ არის ცვლილება და ტერმინებისთვის თუ ღირებულებებისთვის შინაარსის შეცვლა. მან განიცადა ტრანსფორმაცია მონობაში ან შრომით მონობაში მყოფი ადამიანების, ფიზიკური თავისუფლებისთვის და შრომითი უფლებებისთვის ბრძოლიდან, დღევანდელ ლიბერალიზმამდე, რომელთანაც საერთო მხოლოდ შინაარს შეცვლილი სიტყვები "უფლებები" და "თავისუფლება" დარჩა.
ადამიანობას მორალის დონე განსაზღვრავს, ლიბერალობას კი მისი ნაკლებობა. ლიბერალიზმი ცდილობს ამორალობა ანუ უსამართლობა დააკანონოს დედამიწაზე, რაც გარდაუვლად გამოიწვევს კაცობრიობის მიერ საკუთარი თავის განადგურებას.დღეს საქართველოში ხდება ლიბერალიზმის ძალადობრივი დამკვიდრება, ამიტომ ყველა ვისთვისაც ძვირფასია მორალი, ვისაც ჯერ კიდევ გწამთ ღმერთის, ქრისტიანი, მუსლიმი თუ სხვა რელიგიის წარმომადგენელი ან ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ დაკარგული შესაძლებლობა ირწმუნოთ, უნდა გამოფხიზლდეთ და წინ აღუდგეთ ჩვენს ქვეყანაში უსამართლობის და უღმერთობის დაკანონებას.
This post has been edited by ecklesiast on 2 Jul 2021, 17:42