#56163485 · 17 Apr 2020, 09:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Trance In Trance @ 17 Apr 2020, 09:39 ) | Frankens†ein
QUOTE | გართობა და სიამოვნების მიღება არ სჭირდება ადამიანს? |
კი, ოღონდ ამხელა წილი არ უნდა მოდიოდეს რაც რეალურად დაგვანახა ამ კრიზისმა დიდი ალბაობით კოვიდის მერე დაფიქრდებიან სახელმწიფოები და პრიორიტეტებში ეგ პროფესიები და დარგები ჩადგება მსოფლიო სხვანაირად გადაეწყობა, ახალი age დაიწყება, ახალ ოპერაციულ სისტემაზე გადავალთ |
დიდი ხელფასი მაქვს მეთქი ვერ ვიტყვი, თვიდან თვემდეც არ მყოფნიდა წესიერად. და რაც ეს ამბები დაიწყო საჭმლის მეტში არაფერში იხარჯება ფული, გამოტენილი მაქვს მაცივარი და ხელფასის მესამედიც არ იხარჯება. ჯერჯერობით კარგია, 2-3 თვეც რო გაგრძელდეს ესე, სესხებს გავანულებ, მაგრამ გრძელვადიან პერსპქტივაში გავარტყი ესეთ ცხოვრებას. უფულოდ რო ხარ და ხელფასის ჩარიცხვას ელოდები სადმე რო ხარ წასასვლელი და ფული გჭირდება, მოგვენატრება ეგ...
რაღაცეები კარგია, მოკლევადიან პერიოდში. ფეხბურთები რო გაჩერდა მაგალითად. გადავავლე თვალი ჩარიცხვების ისტორიას და ბოლო ერთ წელში 3600 ლარი მაქვს ჩარიცხული ტოტალიზატორში. თვეში საშუალოდ 300 ლარი ეგ ხარჯი მარტო. უკან გადმორიცხული 4200 მქონდა, მაგრამ მოგებულ ფულს ძალა არ აქვს...
ეს ტოტალიზატორი 300 ლარი. თვეში ერთხელ კლუბშიც ხო უნდა წახვიდე, ერთის 300 ლარი ეგ. მეგობრებთან ხო უნდა წახვიდე დასალევად თვეში 1-2-ჯერ, ეგეც მინიმუმ 200 ლარი. ვინმესაც ხო ხვდები საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, ეგეც კაი თანხა, ურთიერთობის ეტაპების შესაბამისად. გადაადგილება ხო გინდა, მინიმუმ 300 ლარი ეგეც... იქ სტუმრად მიხვალ ვინმესთან და ხელცარიეელი ხო არ მიხვალ, იქ სადღაც წახვალ ქალაქგარეთ, საზღვარგარეთ დასასვენებლად და ა.შ...
მაგისთვისაც ვცხოვრობთ და ეხლა რისთვის უნდა იცხოვრო, საჭმელი რო გქონდეს?
This post has been edited by Frankens†ein on 17 Apr 2020, 09:56
--------------------
Mens sana in corpore sano...
|