#61253346 · 13 May 2024, 20:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამდენიმე კვირაა საპროტესტო მუხტი ძალას არ კარგავს. პირიქით, პროტესტის განცდამ უკვე ისეთი ინერცია შეიძინა, განსაკუთრებით სტუდენტებში/ახალგაზრდებში, რომ ადამიანები თვითორგანიზდებიან, სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს შორის ამყარებენ კავშირებს და ერთობლივ მოძრაობებს ქმნიან.
პარალელურად პოლიციელები თუ უსახური ნიღბიანები აქტიურად დასდევენ და ძალადობენ ამ აქციების მონაწილეებზე. მხოლოდ დღეს დილას 20 ადამიანი დააკავა ივანიშვილის ძალადობრივმა "პოლიციამ"
თავიდან თუ ამ ადამიანებს ადმინისტრაციული წესით აპატიმრებდნენ, მალევე უშვებდნენ და მხოლოდ ჯარიმით ან სულაც უჯარიმოდ ათავისუფლებდნენ, ნელნელა მადა ჭამაში მოუვიდა რეჟიმს და დაკავებულებისთვის სისხლის სამართლის ბრალის შეთითხვნაც დაიწყო.
კულმინაციური ამბავი ამ მხრივ, ჩემი აზრით, აბსოლუტურად უდანაშაულო, ამასთან რეჟიმისთვის პოტენციურად საშიში ადამიანის, უჩა აბაშიძის (და მასთან ერთად, მარიამ იაშვილის) დაპატიმრება იყო.
უჩას ამბავი გატელევიზორდა, რადგან თავად რეჟიმის "პოლიციამ" მათთვის ჩვეულად სწორი ნაწლავიდან გამოძრობილი სცენარით აღასრულა ეს დანაშაულებრივი აქტი, რისთვისაც პრინციპში მადლიერნი უნდა ვიყოთ განგების. უჩას საქმეს არ აქვს არანაირი პერსპექტივა სამართლიანი სასამართლოს თუნდაც ფორმალური ნიშნების მქონე სასამართლოშიც კი.
ამასთან, ვერ ვხედავთ და არ ვიცით რა ბედი ეწია იმ ხალხს, ვინც კამერების წინაშე არ დაუპატიმრებიათ. არ ვიცით ვინ არიან, რამდენნი, რა ჰქვიათ, რა ბრალი წაუყენეს და რა ფიზიკურ, ემოციურ თუ მატერიალურ მდგომარეობაში არიან ისინი დღეს.
არ დაგავიწყდეთ, ესაა ხალხი, რომელიც თქვენ გვერდით იდგა, თქვენთან ერთად აკეთებდა საერთო საქმეს და ისინი რეჟიმმა ჩაიგდო ხელში.
ამიტომ მათ თქვენ მაგივრადაც, ყველას მაგივრად, სამაგალითოდ დასჯიან. ჰოდა აუცილებელია მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვება, გავრცელება და მათი საქმისთვის ყურადღებით მიყოლა.
ეს ხალხი არ უნდა დაიჩაგროს. ამ ბრძოლას აქვს რამდენიმე დონე. ბრძოლის ერთი დონე სწორედ რეჟიმის პირადი პატიმრების უსაფრთხოებაზე და გამოყვანაზე ზრუნვაა.
დაწერეთ ვის რა ინფორმაცია გაქვთ დაკავებულებზე/დაპატიმრებულებზე, მათთვის წაყენებულ ბრალზე და ა.შ.
|