- ალბათ, იმ ფოტოს გულისხმობთ, რომელიც ბოლო დღეებში "ფეისბუკზე" გავრცელდა. ჩემმა ქალიშვილმა გვანცამ მაჩვენა ეს ფოტო. ყველაზე პიკანტური რაც ჰქონდათ, ეტყობა, ესაა, სხვა ფოტოები უფრო სუსტი ექნებათ. რა იყო ამ ფოტოში ისეთი? ვვარჯიშობდი და ამ დროს ბერა შემოვიდა.
თუ შეამჩნიეთ, ეს (მათ მიერ მოპარული) ე.წ. მაკომპრომეტირებელი მასალები ოჯახურ გარემოს არ სცდება. ოჯახურ გარემოში მიყვარს ყოფნა. ბიზნესი ისე მიმყავდა, რომ მხოლოდ მეგობრები მოდიოდნენ ჩემთან. როგორც წესი, ბიზნესელიტა ბიზნესსა და ოჯახს აერთიანებს. ხშირად ოჯახური შეხვედრები ბიზნესის გაგრძელებაა, მაგრამ ამ მხრივ ბარიერი მქონდა, ოჯახი ჩემთვის სხვა რამეა და აღარ გავაგრძელებ ამ თემაზე ლაპარაკს.
როდესაც პოლიტიკაში მოვედი, უფრო შებოჭილი ვიყავი, რადგან მანამდე არ ვიყავი საჯარო პირი და მიჭირდა ჟურნალისტებთან ურთიერთობა. დღესაც ოდნავ უხერხულად ვარ, სხვათა შორის, ახლაც, თქვენთან საუბრისასაც. ვცდილობ, რამე არ შემეშალოს. აქამდე კი თავისუფლად ვცხოვრობდი, ვლაპარაკობდი როგორც მინდოდა, მხოლოდ ახლობლებს ვხვდებოდი. ბიზნესის ენა და კულტურა განსხვავებულია პოლიტიკისაგან, რადგან საჯარო არ არის.
თუმცა თანდათან შევეჩვიე საჯარო ცხოვრებას. დღევანდელი ინტერვიუს მოლოდინში იმდენად დაძაბული აღარ ვიყავი. თუმცა ლაპარაკის დროს მაინც ვცდილობ რამე არ შემეშალოს, რადგან ჩვენი საუბარი საჯარო უნდა გახდეს.
...................
მევასება მისი გულწრფელობა.
This post has been edited by LIKA-KHATIA on 21 May 2012, 13:39