lakadaმესმის ძმაო შენი ... მაგრამ ერთ შენიშვნას მოგცემ ...
1. ამბობ დავიცვათ მეგრული ენაო, ულამაზესი ენააო, ქართველთა განძიაო და ა.შ. ..... კი ბატონო, გეთანხმები... მაგრამ დაფიქრდი აბა ერთი წამით მე რო ქუთაისელი კაცი ვარ და ჩემი (და არა მარტო ჩემი) ულამაზესი ქართული ენა ვერ დამიცავს მოდერნიზებისგან როგორ დავიცავ მეგრულს ? ისე გამიჯდა ტვინში და სისხლში რო "საერთაშორისოს" მაგივრად "ინტერნაციონალურს" ვამბობ და "ინაუგურაციას" საერთოდ ვერ ვთარგმნი ქართულად და როგორ ავიმაღლო ხმა და მოვთხოვო და ვაიძულო მეგრელები "საზღვარის" ნაცვლად "სანძღო" თქვით-თქო ?
2. ასეთ რეკლამას რომ ნახავ თბილისში "Motorolla Mobile Phone Exclusive Dealer - მოტოროლას მობილური ტელეფონების ექსკლუზიური დილერი" და ამაზე კაციშვილი ხმას არ ამოიღებს ( არც შენ სხვათა შორის) ის ვერ დაიცავს მეგრული ენის სიწმინდეს ....
3. მე მგონი რუსთაველის, ილიას და აკაკის, კოწიას ენა რომ დაიცვა ჯერ ის აჯობებს ვიდრე ლაშა გახარიასი ( ამ კაცის და მისი მეგრული ლექსების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ! გაითვალისწინე ეს)
4. იდეა შეილება კაი გაქვს მაგრამ გადმოცემის ტექნოლოგია არ გივარგა ბრატ ... "სეპარატისტი" რა მოსატანი იყო ერთი აქ გამაგებინე ... გავიცინებდით და გვერდში ამოგიდგებოდით როგორც smart პიროვნებას თუ რა იფიქრე ?
5. დღეს საქართველოს (სამეგრელოსაც!) მე მგონი პირველ ყოვლისა უფრო სხვა პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი... და შენ მაინც თუ ფიქრობ რომ დრო გაქვს მეგრული ენის შენარჩუნებისთვის საბრძოლველად იღვაწე ძმაო ამ მხივ ჩუმად და დაგიფასდება ბოლოში ... სხვებს კი გვაცალე ჩვენი პრობლემების მოგვარება...
6. ისე გამოგივიდა რომ თითქოს არამეგრულად მოლაპარაკე ქართველობა აიძულებდეს მეგრულად მოლაპარაკე ქართველებს მეგრული ენის დავიწყებას ... მე მგონი თვითონ მეგრელები ივიწყებენ, ან არ უნდათ უბრალოდ მეგრულად ლაპარაკი და ახლო რო დავაძალო ვინმეს გინდა თუ არა მეგრულად იბაზრე მეთქი შეილება კი მომადოს ყბაში ...

7. შენ თუ იმის კომპლექსი გაქვს რო რაკი მეგრულად ლაპარაკობ ამითომ არამეგრულად მოლაპარაკე ქართველობაში ქართველად არ გთვლიან ეგ შენი პრობლემაა... ამას არავინ არ ამბობს და ვინც ეგ თქვას იმის დედა დახნას ცოტნე დადიანიდან დაწებული საქართველოსთვის წამებულმა ყველა მეგრელმა ვაჟკაცმა ...
8. შენ თუ გგონია რომ მეგრელ ბავშვს რო დააძალო სკოლაში გახარიას და სხვა ლექსები ისწავლეო ამით მოევლება ამ პრობლემას ძაან ცდები... გალაქტიონის ლექსებს აღარ სწავლობენ და გახარიასას ვინ ისცავლის თუ ძმა ხარ ...
9. არ ითვალისწინებ ძმაო რა ეპოქაში ვცხოვრობთ .. გლობალიზაცია მოედო დედამიწას და რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ჩვენ ყოველთვის მსხვერპლი ვიქნებით ... იომე რამდენიც გინდა ... გამარჯვებული არა, ზატო გმირულად დაღუპულის სახელს კი მოვიხვეჭთ ...

10.. ჰოდა რაღას გვაბუნტებ ბრატ... არ ჯობია დავჯდეთ ბრეგვაძეებში, შენ ელარჯი მოიტანე, მე იმერულ ხაჭაპურს გავაძრობ და კაი თეთრ ღვინოს და ვიქეიფით ქართულად ... ისე 5 ჭიქის მერე " ართი კოჩის ქუმორთუდოს" მეც კი შემოვძახებ ხოლმე და ბანი შენ მომეცი ...

შერიგების და ურთიერთჩახუტების სადღეგრძელოები ვსვათ ...
პ.ს. ექსკუზე მუა ასეთი არეული პოსტინგისთვის ... იმდენი რამ გქონდა დაწერილი რომ რომელს გამოვხაურებოდი ვერ გავიგე და ასე ერთიანად გიპასუხე ...