THE GODFATHER
thinkin hard

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2150
წევრი No.: 14535
რეგისტრ.: 14-November 05
|
#3103388 · 21 May 2006, 01:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mazila
QUOTE | არც ვიცი ღირს თუ არა მაგრამ... ძაან მწყინს სახლის შენებას მეორე სართულიდან რომ იწყებთ და თანაც უკუღმა, იმიტომ რომ ეს ჩემი სახლიცაა. მოკლედ მსჯელობთ შედეგზე და არა მიზეზზე და თან ამოცანის მონაცემებსაც პერსონალური(პიროვნული, ქართული...) მიდგომიდან გამომდინარე ამახინჯებთ, შესაბამისად პასუხსაც მცდარს მიიღებთ. დავიწყებ იქიდან რომ რაღაც გამოგონილი მისიის ძებნა რბილად რომ ვთქვა მცდარი მიდგომაა, რატომ? იმიტომ რომ 1 წამით დაივიწყეთ ქართველობა და ვინმემ მითხარით ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს "ისტორიული მისია"? ესეთი რამე ვინმეს როდესმე გსმენიათ? მე არა. ან თუნდაც რატომ გგონიათ, რომ ესე მაგრად განვსხვავდებით სხვა ქვეყნებისა და ხალხებისაგან - განსხვავება უდავოდ არის მაგრამ არა იმაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ერებს შორის. ანუ ჩვენი გასაჭირის სათავე სამეზობლოშია მეტ წილად და მხოლოდ მერე ჩვენში. ოღონდ არავინ იფიქროთ რომ ჩვენი თავმოუბმელობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მეზობლების სიხარბე. უბრალოდ არავინ არ იძახით იმას რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენ არჩევანის გარეშე ვცხოვრობდით. არა, არჩევანი ნამდვილად იყო - სიკვდილი ან... მოკლედ არა ისეთი, როგორც ინგლისს, საფრანგეთს, გერმანიას და ა შ. თუნდაც 1 მაგალითს მოგიყვანთ: მე-12 მე-13 საუკუნეების მიჯნაზე დედამიწაზე ცხოვრობდა 2 მილიონი ინგლისელი, 10 მილიონი ქართველი და 20 მილიონი ფრანგი და დღეს რა ხდება? თუ რაც ხდება იმიტომ ხდება, რომ ავდექით და ქართველებმა სხვების გასახარად ერთმანეთი დავჭამეთ. არა კაი მიწა და კაი ადგილი გვარგუნა ღმერმა და ბატონის არ იყოს: ეს ძროხა ჩემთვის მინდაო, ესე დაემართათ ჩვენს დედა@#@ულ მეზობლებს და გარეთ ომის და ჩხუბის პირობებში სახლზე ყურადღების მიქცევა უაზრობა იყო. აბა რა აზრი აქვს შრომას, თუ კი მაინც ან ბიზანტია ან ირანი ან თურქეთი ან მონღოლები ან ჩრდილო კავკასიელი ან რუსი წაგართმევს. დღეს აღარაა შავბნელი შუა საუკუნეები და მეტნაკლებად შანსი მოგვეცა, მაგრამ რატომღაც??? ყველას გავიწყდებათ 210 წლიანი ციხე, საიდანაც 70 წელი საერთოდ კარცერი იყო "დიდი რუსი ძმის" გამოისობით. ასე რომ ნუ გიკვირთ არაპროფესიონალიზმი და ხამობა, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. მე მხოლოდ ერთს გეტყვით: მიუხედავად ჩვენი ბედოვლათი მთავრობებისა და ყოველი აქედან გამომდინარე შედეგებისა მეტნაკლებად ყველაფერი კარგად მიდის, უბრალოდ გვჭირდება მოთმინება, რომ დავაგროვოთ ცოდნა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეზობლების გამო გვერდს გვივლიდა და მერე კი გიხაროდენ გიხაროდენ |
ზოგადად ყველაფერი სიმართლე წერია შენს პოსტში , მაგრამ კონკრეტულად არაფერი! ჩემი გზა ასეთია, ჩემი ცოდნით შრომისმოყვარეობით და სამშობლოსადმი სიყვარულით (ეგ სხვამ განსაზღვროს ვის როგორ უყვარს), ვადგავარ გზას- აღმართს, და ვიცი რომ უკან არსაით, რადაც არ უნდა დამიჯდეს უნდა განვახორციელო ჩემი მიზანი, გამოვასწორი ჩემი წილი ქვეყანა, და მჯერა რომ მიზანი ამართლებს საშუალებას, მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად ჩემი ყველა მცდელობა შეიძლება უარესისკენ იყოს მიმართული, თუ ჩემი აღზრდა და მორალი არ არის საიმისოდ მომზადებული რომ მე რამე სასიკეთოდ შევცვალო. ანუ მთავარია შეიცვალოს ხალხის აზრი, ეს უკვე წარმატებაა, ისიც წარმატებაა რომ ამ ფორუმზე ბევრი ფხიზლდება, გონს მოდის, და ეს არის მთავარი, იმიტომ რომ ეს ახალი თაობა იქნება ამოსავალი წერტილი, და ვნახავთ შედეგს 20 წლის შემდეგ ყველა ერთად!!! ყველაფერი კარგად იქნება, ყველამ ჩვენ წილ ქვეყანას მოვუაროთ!!
--------------------
http://www.facebook.com/pages/AXIS-FANCLUB/183511865765?ref=ts
|