#3621304 · 18 Aug 2006, 15:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1991-1992 წლის სამხედრო გადატრიალება რუსეთის აქტიური მონაწილეობით მოაწყო ეროვნული გვარდიის ყოფილმა სარდალმა კიტოვანმა და არაფორმალურმა სამხედრო დაჯგუფებამ მხედრიონმა.
კიტოვანის ბუნტი ეროვნული გვარდიის გაუქმებას და კიტოვანის სარდლობიდან გადაყენებას მოყვა. გადატრიალების დაწყება კი შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ 6 თვის განმავლობაში არაფერი გააკეთა უკანონო შეიარაღებული ფორმირების გასანეიტრალებლად. კვიციანის ბუნტი ბატალიონი "მონადირეს" გაუქმებას და ხელისუფლების 1 წლიან უმოქმედობას მოყვა. საბედნიეროდ ამჟერად ყველაფერი კარგად დამთავრდა.
დღეს გადატრიალების მოწყობა ორ ადამიანს ძალუძს ირაკლი ოქრუაშვილს და ვანო მერაბიშვილს. ნატოს სტანდარტებით თავდაცვის მინისტრი სამოქალაქო პირი უნდა იყოს და ავტომატგადაკიდებული არ უნდა დარბოდეს. ასევე არ უნდა არსებობდეს ნკვდ-ს ტიპის სტრუქტურა სადაც თავმოყრილი იქნება იმხელა ძალაუფლება რაც ბერიას ქონდა. ქვეყანაში უნდა არსებობდეს სახელმწიფო ინსტიტუტები და ყველაფერი ერთ კაცზე არ უნდა იყოს ჩამოკიდებული, მაშინ გადატრიალების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ იარსებებდა. გარდა ამისა, საქართველოში არ უნდა მოქმედებდეს რუსეთიდან მართული და დაფინანსებული ისეთი პოლიტიკური ორგანიზაციები, როგორიცაა სამართლიანობა. დემოკრატიული ფრონტის მიერ მომზადებული კანონპროექტი "ლუსტრაციის შესახებ" თაროზე არ უნდა იდოს. და ბოლოს, ხელისუფლება არ უნდა აღრმავებდეს დაპირისპირებას საზოგადოებაში.
გადატრიალების საფრთხეები მართლაც არსებობს, მაგრამ ეგ ხელისუფლებას უნდა მოკითხოთ.
This post has been edited by net on 18 Aug 2006, 15:30
|