სიონისტი თემურ იაკობაშვილი საქართველოს და აფხაზეთს ერთ სიბრტყეში აყენებს
თემურ იაკობაშვილი რუსეთის "დუმა"-ს აფსუების ხელისუფლებამ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართა და ამ საკითხს “დუმელები”, 2008 წლის 3 მარტს განიხილავენ. ყველაფერ ამას კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების გამოძახილად მიიჩნევენ ...
საზოგადოებათმცოდნე სოსო ცინცაძის თქმით, რუსეთმა საქართველოს კიდევ ერთხელ დაანახა, თუ ვინ არის ”უფროსი”:
- ეს მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან თავიდანვე ცხადი იყო, რომ რუსეთი კოსოვოს საკითხს არ გადაყლაპავდა, თან საერთაშორისო ასპარეზზე ერთადერთი სახელმწიფო, ვისზეც რუსეთს შეეძლო, ჯავრი ეყარა, საქართველოა, ანუ რუსეთი საქართველოზე, როგორც ამერიკის დაქვემდებარების ქვეშ მყოფ სახელმწიფოზე, ჯავრს იყრის და ამით ორ კურდღელს დაიჭერს.
ჯერ ერთი, რუსეთს შეუძლია, ვიღაც-ვიღაცებს კოსოვოს მიტაცება ჩააშხამოს. მეორეც, საქართველოს დაანახოს, ვინ არის უფროსი და დაგვიმტკიცოს, რომ თუ რუსეთი ჩვენს დასჯას გადაწყვეტს, ამერიკა ვერ გვიშველის. ისე, ცუდია, რომ რუსეთი ღია თამაშზე გადავიდა და მთელ მსოფლიოს ანახებს, რომ მისი უგულველყოფა არ შეიძლება.
სხვათა შორის, ”ნეზავისიმაია გაზეტა”-ში თემურ იაკობაშვილთან საუბარი გამოქვეყნდა, სადაც ამბობს, ოლიმპიადის დროს ჩვენ - რუსეთს, საქართველოსა და აფხაზეთს დიდი ფულის შოვნა შეგვიძლიაო. ბატონი იაკობაშვილი აფხაზეთს ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიებს, ანუ იაკობაშვილის მტკიცებით, საქართველო და აფხაზეთი საერთაშორისო სამართლის წევრები არიან. ეს სწორედ ისაა, რისთვისაც ბაღაფში და კოკოითი თავიანთი შამბა-მამბათი და ვიღაცებით თავს იკლავენ. იაკობაშვილისთვის ფული, შეიძლება უფრო მთავარია, მაგრამ ჩემთვის და ქართული საზოგადოებისთვის ასე ნამდვილად არ არის.
რუსეთს 1996 წელს დადებული ხელშეკრულების გაუქმებით, შეუძლია, აფხაზეთს იარაღი მიაწოდოს. მართალია, ამას მალულად აქამდეც აკეთებდა, მაგრამ ახლა შეუძლია, აფხაზეთში თავისი სამხედროებიც მიავლინოს და აფსუა მეომრების მომზადება ღიად დაიწყოს.
1999 წლის იანვრის დადგენილებაში კიდევ ერთი საგანგაშო საკითხია, რომელიც 2004 წლის სექტემბერში ასტანაში მიღებულ ხელშეკრულებაშიც განმეორდა. მოკლედ, ხელშეკრულებაში წერია, აფხაზეთის სავაჭრო შეზღუდვის მთავრი მიზანია, აიძულოს აფხაზეთი, ლტოლვილთა უსაფრთხოდ დაბრუნების საკითხში უფრო მოქნილი მიდგომა ჰქონდესო.
რუსეთს ამ მუხლის გაუქმება რაღაცით უნდა გაემართლებინა და განაცხადა, ლტოლვილების საკითხი გადაჭრილია და გალში მათი უმრავლესობა უკვე დაბრუნებულია, დანარჩენი ლტოლვილები კი იმიტომ არ ბრუნდებიან, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას არ უნდაო. ამ განცხადებას გაერო, თავისთავად, დიდი სიხარულით აიტაცებს და ამ ჩანართებს მალე უშიშროების დადგენილებაშიც ვიხილავთ!
თემურ იაკობაშვილი აფხაზეთს თუ მართლა ცალკე სუბიექტად მიიჩნევს, შესაძლებელია, დადასტურდეს ბრალდება, რომ ნაცხელისუფლება რუსეთს გაურიგდა?
- ვერ გეტყვით, სააკაშვილმა და პუტინმა რაზე ისაუბრეს. ამაზე მსჯელობის უფლება მხოლოდ მას შემდეგ გვექნება, თუ ქართული მხარე გაფრთხილებით შემოიფარგლება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას არ დაიწყებს. რატომღაც ჰგონიათ, რომ დსთ-სთან მიმართებაში მხოლოდ ერთი გზა გვაქვს - გამოვიდეთ დსთ-დან, მაგრამ ეს რაღაც უვიცობაა?!
ჩვენ სრული უფლება გვაქვს, რომ ამ თანამეგობრობიდან რუსეთის გარიცხვის საკითხი დავაყენოთ. სხვათა შორის, 60-იანი წლების დასაწყისში აფრკის სახელმწიფომ - განამ ბრიტანეთის ერთა გაერთიანებიდან, რომელშიც ბრიტანეთის ყოფილი კოლონიები შედიოდნენ, ინგლისის გარიცხვა მოითხოვა და ლონდონს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან ამოეღოთ.
დსთ-ს წესდებაში წერია, რომ სახელმწიფო, გაერთიანების თავმჯდომარეც რომ იყოს, თუ ხელშეკრულებას დაარღვევს, შესაძლებელია, გაერთიანებიდან გაირიცხოს. მართალია, დიდი იმედი არ მაქვს, რომ ეს განხორციელდება, რადგან დსთ-ს სხვა წევრები მხარს არ დაგვიჭერენ, მაგრამ აურზაური იქნება და მსოფლიოს დავანახვებთ, რომ ჩვენ თავმოყვარეობა და ღირსება გვაქვს!
ამ საკითხის გატანა დსთ-ს ქვეყნების მეთაურების ყრილობაზე შეიძლება, სადაც გვყავს მომხრეები, რომლებიც მხარს დაგვიჭერენ, მაგალითად უკრაინა, მოლდოვა და აზერბაიჯანი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მარტო არ ვართ.
რუსეთი აფხაზეთს არ დაგვიბრუნებს, მაგრამ ეს საპასუხო განცხადება მსოფლიოს განწყობაზე ზეგავლენას მოახდენს. ჩვენს მსოფლიოს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ რუსეთის ხელისუფალთა ძალადობას არ შევეგუებით!