აუ რამდენი წერია ამ თემაში, 1 პერსონალური მოდერია ამისთვის საჭირო...
თქვე დალოცვილებო, ლინკი დაგედოთ , საიდან წამოვიდა ამაზე ლაპარაკი.
http://imedinews.ge/ge/news_read/69595 ა ბატონო. თვითონ დავდებ, 20 წუთი ვეძებე.
წინასწარ დავწერ, რომ, არ მაქვს ჩამოყალიბებული, და მითუმეტეს რადიკალური პოზიცია ამ საკითხზე. ახლა იმიტომ ვწერ, რომ იმაზე მეტი მინდა გავიგო, ვიდრე ვიცი. ასერომ, არაფრისტი არ ვარ. ამჟამად სკეპტიკურად ვუყურებ კონსტიტუციურ მონარქიაზე გადასვლის საკითხს.
ქვეყანაში ეგეთი მასშტაბის გარდაქმნები, როგორიცაა მმართველობის ფორმის შეცვლა, სერიოზული ცვლილებაა, რაც ზოგისთვის მტკივნეული იქნება, ზოგისთვის არასახარბიელო, ზოგისთვის გაუგებარი... ეს უბრალოდ ლიდერის შეცვლა აღარ არის, ეს არის ლიდერობის ფორმის შეცვლა, სადაც ლიდერი, ფაქტიურად ფორმალურია, ზღაპრულ პერსონაჟს ჰგავს, და ფაქტიურად იგივე ამლპუაში დაინახავს ხალხი, რაც დღევანდელი პრეზიდენტია ( ეტიკეტის #1 პირი + ღონისძიებები და ცერემონიები).
საინტერესოა, რა წერტილიდან დააპირებს მონარქია თავის სიცოცხლის გაგრძელებას, როგორ მოვა იურიდიულ მხარესთან ძველი საზღვრების ან ვალების საკითხები. ვის მოიაზრებს საქართველოს სამეფო თავის მოკავშირედ (და პირიქით). და საერთოდ, რატომ სჭირდება საქართველოს კონსტიტუციური მონარქია?
მოდით , ცოტა პრაგმატულად მივუდგეთ საკითხს. მონარქია თავისი დროისთვის ეფექტური მმართველობის ფორმა იყო. ტიტულის შთამომავლობის გადაცემაც მონარქიისთვის ლოგიკური მახასიათებელი. სადაც პოლიტიკური პარტიები და არჩევნები არ იყო, 4 წელიწადში ერთხელ გვირგვინის პრეტენდენტები ფარ ხმალით ხომ არ გამართავდნენ პოლემიკას... თუმცა ეგეთებიც ხდებოდა, მგონი ყველა ქვეყანაში, და ძირითადად ნათესავურ სიყვარულში... რატომ და როგორ გაჩნდა პირველი მეფე? ალბათ იმიტომ, 1 ტომის თუ თემის ლიდერმა მეტი ძალაუფლება მონდომა. აბათ იმგავად, რომ მეზობელ ტომებს თუ თემებს რკინის , ან ფოლადის არგუმენტები წარუდგინა, და რადგან წერა-კითხვა მაშინ პოპულარობით ვერ სარგებლობდა, დამარცხებულებმა ხელმოწერის მაგივრად საკუთარი სისხლით დააფიქსირეს გამარჯვებულის უპირატესობა... ხატოვნებაში გადავიჭერი, მაგრამ XXI საუკუნეში, ქართველი მეფეზე ლაპარაკი, როცა ხალხს სტალინის ბიუსტი უკიდია სახლში... მაშინ შეიძლება.
იმას ვიძახდი, რომ მონარქია ლოგიკური მოვლენა იყო კაცობრიობის ისტორიაში. ამავე კაცობრიობამ აიღო, და ეს თავისი ისტორიის ნაწილი დახვრიტა, ააფეთქა, თავი მოკვეთა თუ გააძევა... ქართველებმა ეტყობა ვერ გადაიტანეს, რომ ისტორიის განვითარების ეს ხსენებული მომენტები თავისი ხელით ვერ აღასრულეს. სხვა ჩაერია, და არ მისცა საშუალება საკუთარი გზით წასულიყო პოლიტიკური ევოლუცია. სულ სხვა ერეოდა და ქართველების მაგივრად ქმნიდა ისტორიას, ასეთი ცუღლუტი აზრი მომივიდა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ, ზოგს სურს უკან დაბრუნდეს, და ყველაფერი თვითონ გააკეთოს.

დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში, ალბათ დამეთანხმებით, მონარქია მოძველებულია. მაშ რაღა საჭიროა მისი ნიველირებული ფორმა?
გასული საუკუნის ისტორიას რომ დავუკვირდეთ, ნათლად ჩანს, ადამიანებს სჭირდებათ ლიდერი. ლიდერი ლეგიტიმური წარმომავლობის და ქარიზმატული. ამ შემთხვევაში, მეფე ალბათ საუკეთესო კანდიდატია ყველანაირ ლიდერებს შორის.
ვიცი, ამ მოვლენების გულშემატკივრები როგორც აზროვნებთ. იმედი გაქვთ, რომ მეფე იქნება ადამიანი, ვინც მოახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას, წარმომავლობა -- ამ შემთხვევაში წარმოშობა, მისი ლეგიტიმურობის, და ნაწილობრივ ქარიზმატულობის გარანტი იქნება. ფიგურა, რომელსაც არცერთ ნეგატრიურ მოვლენასთან არ აქვს კავშირი, რაც ბოლო 50 წლის განმავლობაში მომხდარა. შესაბამისად, კონკრეტული პრეტენზია არავის არ გააჩნია მისადმი. იქნება ფიგურა, რომელიც აბსოლიტურად მისაღები იქნება ეკლესიისთვის. ექნება ეკლესიის აბსოლიტური მხარდაჭერა (და პირიქით) , ბოლოსდაბოლოს , ტაძრებში მისი წინაპრების ხატებია ფრესკებად, თუ დასვენებულნი( რაც ალბათ იმას ნიშნავს, რომ რეფერენდუმის შემთხვევაში , მართმადიდებელი მრევლის, პლიუს ოპოზიციური პარტიების მრევლის ხმები მის სასარგებლოდ ჩაირიცხება). ამ იდეის მომხრეების აბსოლუტური უმრავლესობა მორწმუნენი არიან. ჯერერთი იმიტომ, რომ ეს საკითხი პატრიარქმა წამოწია, და მეროეც იმიტომ, რომ ეს იდეა მუსირებდა დიდი ხნის განმავლობაში, ძირითადად ტრადიციების მოყვარულ საზოგადოებაში და მართლმადიდებლებში მათ შორის. ასეთი მოვლენა, ალბათ გაბრწყინებული საქართველოსკენ კიბის პირველ საფეხურად მოიაზრება...
წარსული, რომელიც ძალიან დიდი ხანია აწმყოზე დიადია, რენესასნის ნოსტალგია, რეანიმაციის სურვილი, ლეგენდის გაგძელების თითქოს რეალური შესაძლებლობა... ბევრი ცვლილება მომხდარა ამ ქვეყანაში, გარკვეული დროის განმავლობაში საზოგადოების ფსიქოლოგიური შემზადება ალბათ კონსტიტუციური მონარქიისთვისაც არის შესაძლებელი, მაგრამ ნეტა როგორ აღიქმება უფლებაშეზღუდული მეფე , თავისი სახელოვანი წინაპრების შემდეგ? ის, რაც 800 წლის წინ არ მოხდა, დღეს უნდა მოხდეს? გჭირდებათ ვინმეს მაინცდამაინც ქვეყნის ფორმალურ ლიდერად მეფე, როდესაც ძალაუფლება რეალურად პრემიერზე და პარლამენზე იქნება გადანაწილებული? რეფერენდუმი, ახალი კონსტიტუცია, ახალი კანონები, ახალი ფულადი ერთეული, ახალი სახელმწიფო სიმბოლიკა... ახლებური პოლიტიკური ვნებათაღელვა... საერთაშორისო პოლიტიკის შეცვლა , სულ სხვა დივიდენდების მოლოდინში(ალბათ).
ილია II-მ წამოწია კონსტიტუციურ მონარქიაზე გადასვლის საკითხი. ვფიქრობ, ეს იმიტომ არ მომხდარა, როგორც ზოგ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა განაცხადა "სიტუაცია მომწიფდაო". ცოტა სხვანაირად დგას ალბათ საკითხი. კი არ მომწიფდა, დალპა სიტუაცია ქვეყანაში. ილია მეორე, რომელმაც საბჭოეთიან ვარდებამდე პირადად იყო ყველა მოვლენის მომსწრე, მოხუცდა, დაიღალა და გადაწყვიტა, გადამჭრელ მოქმედებებზე გადავიდეს. მიზეზი კი ის მგონია, რომ აშკარა და ძლიერი პოლიტიკური ლიდერი არ ჩანს, როდესაც ხელისუფლებამ გახვრეტილ გემზე სიმფონიის დამკვრელი ორკესტრის იმიჯი აირტყა; პრეზიდენტი კიდევ ... ეეჰ... მოკლედ იმდენად სავავალოდ შეიძლება ქვეყვის შიდაპოლიტიკური ვითარების შეფასება, რომ პატრიარქი, ჩემი აზრით რადიკალურ ზობებზე წავიდა.
მთელი ქვეყანა რომ არ გადაკეთდეს თავიდან, არ შეიძლება სამეფო ტახტის პრეტენდენტმა პრეზიდენტობაზე რომ იყაროს კენჭი? თუ ისე არ იქნება ამ რესპუბლიკაში, რომ ყველა არ მიახმეს სავარძელს და მაინცდამაინც სამეფო უნდა გახდეს და სხვა გზა აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ ტახტი დაიდგას?
რა მოდელი მოიაზრება კერძოდ ქართულ კონსტიტუციურ მონარქიაში?
როგორ დაბალანსდება ძალაუფლება პარლამენტს, პრემიერს და მეფეს შორის?
რითი სჯობს კერძოდ ამჟამინდელს ეგ მოდელი? რა სიკეთეს მოუტანს ქვეყანას?
ნამდვილად კარგი დროა ახლა ეგეტი ცვლილებებისთვის? მეფემ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებიც უნდა მიიღოს
რესპუბლიკისგან მემკვიდრეობით?
ვერ ხედავთ უარყოფით მხარეებს მასში?