#50180987 · 19 Mar 2017, 13:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მერე ურცხვად იტყვიან მავანნი, რომ რაც ერიო ისიც ბერიო და არა იმ სიმართლეს, რომ რაც ბერია ისიც ერია...
ქვეყანა ერთი მთლიანი და ცოცხალი ორგანიზმი-არსებაა და მას სათავე მართავს. სიტყვა სა-თავე იმ თავის ცნებას მოიცავს, რომელიც მართავს და ავსებს სათავის ქვე ნაწილებს ისევე, როგორც თავი მართავს ფიზიკურ სხეულს და არა სხეულის ნაწილნი თავს.
უვარგის და ქვეყნისადმი შურიანი ღალატით აღვსილ ამპარტავან თავებს --- თავკვეთა-თავყრით უწამლა დავით აღმაშენებელმა და ღირსეული თავებით ჩაანაცვლა სა-თავე. სა-თავე --- თავთა საკრებულოა და სწორედ ამ საკრებულოს ავ-კარგი საზღვრავს და განაგებს ქვეყნის დაღმასვლასაც და აღმასვლასაც ხე ნაყოფნით იცნობა და ფაქტია წოდება ღირსეული --- აღმაშენებელი სიტყვით და საქმით, რაც ქვეყანასაც აღორძინება-განვრცობის ნაყოფად მოემადლა. ქვეყნის რეალური აღმშენებლობა გახდა წინაპირობა, რათა ამის შემომქმედი სათავისათვის პიროვნულად აღმაშენებელი ეწოდებინა ერს და წმინდანად შეერაცხა ღვთისა და ერის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის.
სწორედ ასეთი სათავის ფონზეა განსჯადი დღევანდელი სათავენი...
ერის დამუნათება და დადანაშაულება --- რაც ერი ისიც ბერიო-თი....მწვანე შუქია უვარგის თავთა თავყრისათვის და სა-თავის უკეთურთაგან განწმენდისათვის ღირსეულთა ჩანაცვლებით, რადგან ქართველი ერი ისტორიულად დგას ადამიანთა ცივილიზაციის სათავესთან --- ღირსეულად და ყველაზე დიდი უზნეობა, სიბოროტე და შურიანი ცილისწამებანია ერის დადანაშაულება მოძალადე და უსამართლო სა-თავების დაუსჯელობის სინდრომისათვის იქ --- სადაც ველური ჯუნგლის კანონია ხელოვნურად გამეფებული და ძალა აღმართს ხნავს.
განა არ იცის ერმა ამ ავადობათაგან განკურნების გზანი და წამლობანი? იცის! ვაი რომ იცის და ისიც იცის რა იოლია გაწირვანი და რა ძნელია გზასაცდენილთა უკან მობრუნება სწორ გზაზედ დაბრუნებისათვის....
თავყრანი და მოკვლანი იოლია და მოკლულის გაცოცხლება?....
ბევრი ვერ იგებს და ვერ აცნობიერებს, თუ რას ნიშნავს თვითმკვლელური სინდრომი და რატომაა ჭეშმარიტება ეს წინადადება: არავინ არავის არა ჰკლავს --- ყველა თავად ჰკლავს თავის თავს, რადგანაც რა გზაზედაც დადის ადამიანი ცნობიერად, თუ არაცნობიერად --- იმ გზაზედ მავალნიც ხვდებიან და იმ წრეში ექცევიან... გზაჯვარედინზე და გზა-ჯვარედინზე გადაკვეთის წერტილია სწორედ ნულოვანი წრე შეხვედრისა. ავაზაკთა გზაზე სვლისას ხდება ეს გადაკვეთა და შედეგიც ლოგიკურია გადაკვეთის წრე-წერტილში...კვლა.
This post has been edited by triumpi on 19 Mar 2017, 13:42
|