მიტინგებით გაკეთებული საქმე ერთხელ უკვე ვნახეთ.ყველას სკამი უნდა და მშიერი ხალხის გასულელება კი ადვილია.
მე არც მიშა მიყვარს და არც გრიშა,ან რაშიუნდა მიყვარდეს რომელიმე.პოლიტიკოსის უნდა გჯეროდეს, სიყვარულით კი ახლობლები გიყვარდეს.
და კიდევ - არც დალხინებული ცხოვრება მაქვს. პირიქით , ვარ მძიმე ავადმყოფი და ღმერთის იმედზე, რადგან ჩემი ოჯახი ვერასოდეს შეწვდება იმ თანხებს, რაც ჩემს სამკურნალოდაა საჭირო. მე ვერ გავაკეთებ, რომ ჩემი გულისთვის რაიმე მოაკლდეს შვილებს,მეუღლესა და შვილიშვილს. უმუშევრობამ ჩემს ოჯახსაც ჩასცხო, მაგრამ სამწუხაროდ გამიცდილება ძალიან დიდი მაქვს და ვიცი, "იგი წავა და სხვა მოვა"...
არა მაქვს ამ ოპოზიციის იმედი. როგორც ყველა, იქაც კარიერისათვის გადარეული ხალხია და უკვე ითვლიან, გამარჯვების მერე
ვის და სად ჩაუსხდნენ წილებში.
მონარქია? -სასაცილოა XXI საუკუნეში ამაზე ლაპარაკი.მეფე როგორ შეინახოს გაღატაკებულმა ხალხმა? თუ იქნებ გამყრელიძე, \
ტყემალაძე, ჯუღელი და ა.შ. დააფინანსებენ "მეფურ ცხოვრებას?" თუ ვინმეს აწყობს ,ჩემი ახლო წრის წყალობით მეც უნდა მაწყობდეს, მაგრამ არა და არა მონარქიას!
სანამ სუფთა მორალის თანამედროვე აზროვნების თაობა არ წამოვა, არაფერი გვეშველება, სანამ რუსეთს ვედრების თვალს არ მოვაშორებთ და ვიწამებთ დამოუკიდებლობას...ეჰ, ერთი მაგას მომასწრო, რომ რუსულმა ბოღმამ არ მოგვწამლოს..................