საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირება შვიდმა კანდიდატმა შეძლო
11.12.07 20:20
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საბოლოოდ რეგისტრირება მხოლოდ პრეზიდენტობის შემდეგმა შვიდმა კანდიდატმა შეძლო: მიხეილ სააკაშვილი, დავით გამყრელიძე, შალვა ნათელაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, გიორგი მაისაშვილი, არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი და ირინა სარიშვილი-ჭანტურია.
საქართველოს პრეზიდენტობის მსურველმა ლევან ქიძინიძემ ცესკოში რეგისტრაცია ვერ გაიარა, რადგან მიცემული ორი დღის ვადაში მხარდამჭერთა სიებში აღმოჩენილი ხარვეზების გასწორება ვერ შეძლო.
დღესვე ცესკოში გაიმართა სხდომა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს შემდეგი საარჩევნო ნომრები მიანიჭეს: მიხეილ სააკაშვილი - 5, დავით გამყრელიძე - 3, შალვა ნათელაშვილი - 4, ლევან გაჩეჩილაძე - 1, გიორგი მაისაშვილი - 6, არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი - 2 და ირინა სარიშვილი-ჭანტურია - 7.
http://rustavi2.com/news/news_textg.php?id...05&pg=1&im=main
SALO ....