სასწაული თუ გინდათ, 'ოპოზიციონრებს' უსმინეთ!
გაკეტებული ინფრასტრუქტურა რატოა სატრაბახოო, ოცდამეერთე საუკუნეაო - არ მოსწონთ.
შუქი და გაზი რაო მერე, რო გვაქო, ეგო პრეზიდენტის მოვალეობააო, თანო ოცდამეერტე საუკუნეაო - არ მოსწონთ.
ჯარი რად გვინდაო, ომს ვაპირებთო? -არ მოსწონთ. ან არაუკიდეურეს შემთხვევაში მარტო ეს მოსწონთ.
ფასადები რას გავსო, ძველი ჩაშავებულ-ჩანაცრისფრებული ქუჩები არ ჯობიაო? - არ მოსწონთ.
ბიუჯეტი გაიზარდაო, მერე რაო, ნახევარი სად მიდის არ ვიცითო, ხალხი მაინც მშიერიაო - არ მოსწონთ.
ეროვნული გამოცდები არაფერი დიდიო, მაინც არი ჩაწყობაო (ერთ-ერთ თემაში წავიკითხე) - არ მოსწონთ.
ახლა სიღარიბეზე აქცენტის დასმა რაღა დროსიაო, სად იყო აქამდეო - არ მოსწონთ.
მანამდე პენსიები გაიზარდა, ხელფასები ცოტათი მაინც გაიზარდა - მერე რაო, სამაგიეროდ ფასებიც გაიზარდაო - არ მოსწონთ.
შარშანაც იყო ვაუჩერები გაზზე და როდისო, ესო წინასაარჩევნოდ გაკეთდაო - არ მოსწონთ.
მაპში ვწევრიანდებოდით, რომ არა ეს აქციები და მაინც იძახიან კაი იყოო, რატო დაგვარბიეთო, რა გავაკეთეთ ანტისახელმწიფოებრივიო.
წინასაარჩევნოდ გააქტიურდა და რატოო (?!) - არ მოსწონთ.
ყველა კანონდარმღვევი ციხეშიო და რა ბოროტიაო - არ მოეწონათ.
ცრემლები წამოსცვივდა უნებურად და ეგ ბლეყვეო, ან მატყუარაო - არ მოსწონთ.
არაფერი კეთდებოდა შევარდნაძის დროს და ფული არ იხარჯებოდა, რატოო - არ მოგვწონდა.
კეთდება და ფული იხარჯებაო, რატოო - არ მოგვწონს.
შაკირა ჩამოვა, ჯენიფერ ლოპესი თუ ლედ ზეპელინი და სახელმწიფო გადაიხდის ფულს, სად წავიდა ეს ფული, რა უაზროდ დაიხარჯაო - არ მოსწონთ.
თვითონ გადაახდევინებენ და რა უბედურებაა, ამხელა ფული რაში გადავყარეთო - არ მოსწონთ.
ვინც აღიარებს ამ გაკეთებული საქმეების ნახევარს მაინც, ამბობს პიარისთვისააო - არ მოსწონთ.
რამე მოგწონთ? ნაყინი რატო მოგწონთ, ამ ლოგიკით, ამ ხელისუფლების დროსაა გაკეთებული.
იქნებ ისიც არ მოგწონთ?
საკირას სემოქმედება არც მე მომწონს და არ ვუსმენ, მაგრამ ამერიკელმა ხალხმა უნდა მოკლას მაშინ ბუში, რატო მართავს აქ კონცერტებს ბრიტნი სპირსი ან საერთოდ რატომ დაიბადაო...
კარგით, რა!
ამდენი სიძულვილი დაგახრჩობთ!
cherVaარ იფიქრო რო შენზე დავწერე ეს, რა, მაინცდამაინც, კარგი?
ეს დავწერე იმ საერთო ფონზე, რაც ფორუმშია.... გამაგიჟა ამდენმა სიძულვილმა და მავნებლობამ და იმიტომ.
მართლა, შენ უბრალოდ მიზეზი იყავი ჩემს გაბრაზებულ გულზე.