ალბათ პოზიციისა და შეხედულების ჩამოყალიბებაში?

შეცდომაა!
აქ, უკვე ჩამოყალიბებული შეხედულებების და პოზიციების დემონსტრირება-დაფიქსირება ხდება და ქარიშხალიც ამ პოზიციების დაცვას მოჰყვება ხოლმე...
ჩემთვის საინტერესო (და არა გავლენიან) ქალბატონებს (და არა მარტო ქლბატონებს) თანამოაზრეობის პრინციპით არ ვირჩევ. მათი გამორჩევა ქვეცნობიერად ხდება რამოდენიმე ნიშნით - გონიერება, კომპეტენტურობა, სწორი ანალიზი, იუმორის გრძნობა, გაბედულება და რაც მთავარია, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და დაცვის უნარი...
ჰო, კორექტულობაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია

ბევრს არ ვიცნობ, ბევრიც ახალია და აქტიურად ვეღარ ვეცნობი ფორუმს, მაგრამ ვისი ნააზრევიც მაინტერესებს ხოლმე, არიან პორტუგალ, რემედიოსი, ანამჩ, პატრიცია, კოკოლინა, ტატ, მაყვალა, ანტიგონე და კიდევ რამოდენიმე... მაპატიონ, ნიკები არ მახსოვს...
აქ იყო ერთი ჭკვიანი ადამიანი - ამსტერდამერი, ვისი კომენტარებიც ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ რატომღაც გაგვიბრაზდა და წავიდა ფორუმიდან...
აი, ის ნამდვილად დააკლდა ფორუმს.
everything...