რა ვქნა, მიშას შევაგინო?
შენ არ ვიცი, გამოვლილი გაქვს თუ არა ის პერიოდი, მაგრამ კიდევ ერთხელ დავწერ:
რაც მე (ისევე როგორც ქართველების უმრავლესობას) ხაინდრავამ და ბერძენიშვილებმა დააწიეს (მაგათ ვწერ, იმიტომ რომ ეგენი არიან დღეს ოპ-ლიდერები), იყო უდიდესი დანაშაული ქვეყნის წინაშე.
მე რომ მახსენდება ჩემი მშობლების თვალები, რომ რამენაირად ეზრუნა ჩემი და ჩემი ძმისთვის, რაც უდიდესი გაჭირვებით გამოსდიოდათ, ეხლაც სიმწრის შეგრძნება მაქვს.
და ეს ყველაფერი არის იმ ხალხის დამსახურება, ვინც დღესაც ცდილობს 1991-92 წლები გაიმეოროს.
ვიცი მე მაგათი მოწყობილი რევოლუცია, მიტინგები, დახვრეტები, "ბეზპრედელი", ყაჩაღობა და სიდამპლე.
ეხლა მე მყავს 4 შვილი და არანაირად არ მინდა ჩემმა 4-მა შვილმა იგივე განიცადონ, რაც მე, ჩემმა ძმამ, ჩემმა მშობლებმა, მთელმა თბილისმა და მთელმა საქართველომ განვიცადეთ.
გული მერევა კიდევ ერთ რამეზე:
როგორ შეიძლება ზვიად ძიძიგური და კოკო გამსახურდია წარმოვიდგინო მაგ ხაინდრავასა და ბერძენიშვილებთან ერთად?
გამსახურდიას და ძიძიგურს ხაინდრავა ზურგში ტყვიას ესროდა და ბერძენიშვილი აქეზებდა ტელევიზორიდან.
რას მომიტანს მე მაგათი ერთობა?
ან რა ერთობაა ეს?
გაცოფებული მგლებივით დახრავენ ერთმანეთს, როგორც კი გაიმარჯვებენ (ღმერთმა არ ქნას, რომ მაგათმა გაიმარჯვონ).
თქვენ ხშირ შემთხვევაში თინეიჯერები ხართ და არ გახსოვთ ის მწარე პერიოდი.
მე მწარედ მახსოვს.
აქ რომ ბაბუაგიორგი გადმომდგარა და ცხრა მთას იქიდან ჭკუას გვარიგებს.
გაეკეთებია გამსახურდიას ის, რაც მიშამ გააკეთა 7 ნოემბერს და აღარც მაგ პერიოდს გამოვივლიდით.
რაც შეეხება მიშას.
სასტიკი წინააღმდეგი ვარ სამართალდამცავთა ასეთი თავნებობისა (ვგულისხმობ ჯინსოსან-ნიღბოსან-ხელკეტიანი ხალხის დარბევაში მონაწილეობას), ვთვლი, რომ ნებისმიერ მომიტინგეს შეეძო მაგათთვის დანის გაყრა თავდაცვის მიზნით.
სასტიკი წინააღმდეგი ვარ დღევანდელი უსამართლო სასამართლოსი.
სასტიკი წინააღმდეგი ვარ ჩინოვნიკებისა და პარლამენარების განუკითხავი საქციელისა.
This post has been edited by ვეშაპო on 25 Mar 2008, 23:20