ძალიან სასაცილო ხარ ამას რო ნიშნის მოგებით მიწერ ვაბშე გარტყმაში არ ხარ რომ მიშა არსად არ მიგულისხმია ყველა აკტივისტის დედას შევეცი რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს ისე რო იცოდე მე რუსების მიზნებზე და მტრის ჩანაფიქრზე ვწერდი თუმცა თუ შენთვის რუსები მტრები არ არიან მაშინ შეიძლებოდა რაღაც რაღაცეები გულზე მართლა მოგხვედროდა
* * *
გამოგზავნილია: 31 Jan 2009, 01:37 #12439606 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
--------------------------------------------------------------------------------
თბილისი, 30 იანვარი /”ახალი ამბები - საქართველო”, მელსიდა აკოფიანი/. დღეს, 30 იანვარს თბილისში გაიმართა ერეკლე მეორის საზოგადოების პრეზენტაცია, რომლის მთავარი მიზანი საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების განმტკიცების და ორი ქვეყნის საზოგადოებათა დონეზე დიალოგის განვითარების გზით რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობაა.
”მიგვაჩნია, რომ როდესაც მდგომარეობა ისეთი რთულია, რომ ქვეყანა ტერიტორიებს კარგავს, იღუპება ხალხი, ორი მეზობელი და ერთმორწმუნე ქვეყნები (მოგიდღანდ არგუმენტი)ერთმანეთს იარაღის ენით ელაპარაკებიან, ეს არანორმალური და, ამავდროულად, სამარცხვინოა, ეს ორივე ერისთვის უბედურებაა. მიგვაჩნია, რომ უმოქმედობა ამ დროს ღალატის ტოლფასია”, - განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ არჩილ ჭყოიძემ საზოგადოების პრეზენტაციაზე 30 იანვარს.
ჭყოიძემ აღნიშნა, რომ ამ საზოგადოების შექმნას, ქართულ-რუსული ურთიერთობების დათბობის ხელშეწყობის მიზნით, ჯერ კიდევ აგვისტოს მოვლენებამდე აპირებდა. ”საქართველოსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირებამ ამ იდეის ხორცშესხმას, გარკვეულწილად, ხელი შეუშალა, მაგრამ სერიოზული ანალიზის შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ ასეთი საზოგადოების არსებობა დღეს ისევე აქტუალურია, როგორც ეს ომამდე იყო”, - აღნიშნა ორგანიზაციის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, საზოგადოებას ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის საპატივცემულოდ შემთხვევით არ ეწოდა, რადგანაც მე-18 საუკუნის მიწურულს მის მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რამაც საქართველო იხსნა ფიზიკური განადგურებისაგან და შეუნარჩუნა მას მართლმადიდებლობა. ”ისტორიამ ამ ნაბიჯის მნიშვნელობა დაადასტურა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე მაღალ შეფასებას აძლევდა”, - განაცხადა ჭყოიძემ.
ჭყოიძემ სინანულით აღნიშნა, რომ ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა მთავრობამ რუსეთთან საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლო, უფრო მეტიც, არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ სისხლიანი აგვისტო თავიდან აგვეცილებინა. ”თუ რუსეთს საბჭოთა კავშირთან არ გავაიგივებთ, და ეს ასეც უნდა იყოს, რადგანაც საბჭოთა კავშირმა, სხვა ერებთან ერთან, დიდი ზარალი თავად რუს ხალხსაც მიაყენა, რუსეთი ის ქვეყანა იყო, რომელთანაც საქართველოს ღია სამხედრო დაპირისპირება არასდროს ჰქონია”, - განაცხადა მან.
ორგანიზაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ საზოგადოების შექმნის ინიციატორები საქართველოს რიგითი მოქალაქეები არიან, რომლებიც საზოგადოებისთვის ეგრთ წოდებულ ”ცნობილ სახეებს” არ წარმოადგენენ, მაგრამ, როგორც ქვეყნის პატრიოტები, მიიჩნევენ, რომ საქართველოს განვითარება და ჩვენ ქვეყანაში მშვიდობის დამყარება ჩრდილოეთ ვექტორის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია.
როგორც ჭყოიძემ აღნიშნა, საზოგადოების მიზნებიში შედის: რუსული კულტურისა და ხელოვნების პროპაგანდა საქართველოში; ქართული კულტურისა და ხელოვნების პროპაგანდა რუსეთში; საქართველოს რუსულენოვანი მოსახლეობის უფრო მჭიდრო ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში და მათთვის სახელმწიფო ენის შესწავლის ხელშეწყობა; საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა; ქართულ-რუსული დიალოგის განვითარება ორი ქვეყნის საზოგადოებათა დონეზე; საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის პოლიტიკური დიალოგის დაწყებისა და განვითარებისთვის ხელის შეწყობა.
”ამ მიზნების მისაღწევად საზოგადოება სხვადასხვა ტიპის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვას გეგმავს, კერძოდ, ესენია რუსული პოეზიის, ლიტერატურის, მუსიკის და ხელოვნების დღეები საქართველოში, ქართული კულტურის და ხელოვნების საღამოები მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში. ეს მოაგვარებს კავშირებს საქართველოში არსებულ ორგანიზაციებთან და გაერთიანებებთან, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც რუსულ-ქართუილი დიალოგის დაწყებას და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას მხარს უჭერენ”, - განაცხადა ჭყოიძემ.
პრეზენტაციის შემდეგ საზოგადოების წევრები მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაემგზავრნენ, სადაც ერეკლე მეორე განისვენებს, რათა პატივი მიაგონ მის ხსოვნას.
ერეკლე მეორის საზოგადოება 2008 წლის დეკემბერში დაფუძნდა. -0-