მე რა ყველა აგრესიული აბხაზი მხვდება მაგ საიტზე

გოგოებს ვებაზრე მეთქი უფრო გამიგებენო და პირიქით გამლანძღეს..
რაც შეეხება რუსების ზიზღს ეგ მეც შევამჩნიე მაგრამ ერთი რამე გაითვალისწინეთ რომ ქართველებთან ურთიერთობისას მაგას მალავენ.
ერთი აბხაზი ბიჭი დავიმეგობრე მაგ საიტზე და მეგობრების ლისტში ჩავიმატე. მეორე დღეს გვარი და სახელი შეიცვალა და სურათებიც წაშალა. მე რომ ვკითხე თუ რატო გააკეთა ეს მან მითხრა რომ აქ ბევრი აბხაზი მეგობარია ვისაც ეწყინება რომ ქართველთან ვურთიერთობო. მან დიდი ინტერესით გამომკითხა თუ რა ხდება თბილისში როგორ გამოიყურება ქალაქი და საქართველოს სხვადასხვა კუთხეები. ასევე სურვილი გაუჩნდა რომ ჩამოვიდეს მაგრამ შიში აქვს. რატომღაც გონია რომ აქ ჩამოსვლისას დახვრიტავენ ან მსგავსი ეგეთი რადგან იქ ქართველები კაციჭამიები გონიათ... ასევე მანაც დამპატიჟა აბხაზეთში ჩამოდი დაისვენეო რომ გაიგებენ რომ ჩემთან ხარ არაფერს გეტყვიან ნუ გეშინიაო მაგრამ აბხაზეთშI ქართველის ჩასვლა ცოტა არ იყოს საშიშია ეხლა რა მდგომარეობაც არის და არც მაქვს სურვილი. მეგობრობაზე უკან არ იხევენ და ძალიან აინტერესებთ ჩვენს შესახებ ყველაფერი თუმცა შიში აქვთ გარკვეული მიზეზების გამო.
ერთმა იქაურ ებრაელმა მომიყვა რომ რუსები სძულთო მაგრამ ცდილობენ მაინც თავი შეიკავონო. ეს რუსი ჯარისკაცები თვრებიან ღამე დაბოდიალობენო ეზოებში უვარდებიან არაყს თხოვენ ზოგი კიდე რაღაცას იპარავს და ა.შ. მაგრამ ითმენენ ამას თავიანთ მიზნების გამო.
შით ჰეფენს, დიალ ვიზ ით.