#10882367 · 16 Sep 2008, 22:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | პირველად ჩვენს ისტორიაში მთელი ცივილიზებული სამყარო დადგა ჩვენს გვერდით; |
ვერ მოიშალა ეს პაკაზუხობა
| QUOTE | | მინდა მივესალმო ნატოს, რომელიც ჩვენს გვერდით დადგა; ჩვენ გვესმის, რომ გრძელი გზაა ნატოსკენ, მაგრამ ჩვენ ნათლად ვხედავთ ამ გზას და ჩვენ გავივლით ამ გზას; |
ეუჰ დეკემბერში მეპი არაო? გრძელი გზაო?! ხომ არ აჟრიალებს?
| QUOTE | | ჩვენ ყოველთვის ვიდექით ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით, რადგანაც ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს და ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს გვერდით დადგა, როდესაც ჩვენ ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა; |
ბულშით!
| QUOTE | | ეს არის გადამწყვეტი მომენტი და საბოლოო გამარჯვებამდე გრძელი გზა დარჩა;ეს არის წარმატება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს გამარჯვებას; |
| QUOTE | | ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც შეეცდება დაგვარწმუნოს რომ დავმარცხდით; |
მანია გრანდიოზა სჭირს ამას. ბევრი რამ არ გესმით,ბატონო პრეზიდენტო!შეგვხვდით ომწაგებული ქვეყნის შვილებს და აგიხსნით რაღაც-რაღაცეებს.
| QUOTE | | პუტინმა, რომელმაც ეს ყველაფერი დაგეგმა, იცის, რომ რუსეთს არ გაუმარჯვია; პუტინს სურს დემოკრატიის ჩამოშლა; პუტინს სურს ენერგო რესურსებზე სრული კონტროლი; |
არც საქართველოს გაუმარჯვია.რუსეთიადვილად გადაიტანს ამას;ჩვენ-ძალიან ძნელად.
| QUOTE | | საფრთხე კვლავ არსებობს და მტერი ისევ დგას საქართველოს შუაგულში; |
დამშვიდდი,მიშა,ჩვენ ხომ გავიმარჯვეთ? ხვალ რუსთაველზე ტაშ-ფანდური დაიდოს!
| QUOTE | | ახლა ჩვენი მიზანია დაზარალებულებზე მზრუნველობა და ქვეყნის ხელახლა აშენება; |
ის დაზარალებულები,რომლებიც შეატოვე მტერს პირისპირ და ევაკუაციაშიც არ დაეხმარე
| QUOTE | | მე ვიღებ პასუხისმგებლობას ყველაფერზე რაც ომამდე ხდებოდა და ყველაფერზე, რაც ქვეყნის რეკონსტრუქციისთვისაა საჭირო; |
ომზე არ იღებ პასუხისმგებლობას?
| QUOTE | | ჩვენ ახლა გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა; ჩვენ არ გვინდოდა ეს ომი; |
ამონარიდი ედუარდ შევარდნაძის დღიურიდან ომი კი ნამდვილად გინდოდათ
| QUOTE | | ახლა უნდა გავერთიანდეთ - როგორც ეს ომის დროს გავაკეთეთ - ქვეყნის აღმშენებლობისთვის; |
მართალია,მაგრამ არა შენს გარშემო
| QUOTE | | მომდევნო 18 თვეში ჩვენ იმ სიტუაციამდე უნდა მივიდეთ, რომელშიც ომამდე ვიმყოფებოდით; |
პროგრესი სახეზე იქნება.ვერაფერს იტყვი...ომამდე რა სიტუაცია იყო,ბატონო პრეზიდენტო? ეგეც სანატრელი გაგვიხადეთ,არა?
| QUOTE | | ჩვენ საერთო ენა გამოვნახეთ ოპოზიციასთან ძირითად საკითხებზე - ქვეყნის ერთიანობა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება; |
რომელ ოპოზიციასთან? პარლამენტში რომ ზიან? ოპოზიცია არ არსერბობს ქვეყანაში და ამის მთავარი "შემოქმედი" სწორედ შენ ხარ
| QUOTE | | ანტი-კრიზისულ საბჭოს [ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით] აღმასრულებელი უფლებები უნდა ჰქონდეს; |
რომელ ოპოზიციას გულისხმობთ? ცაგარეიშვილი-თარგამაძე-თორთლაძის ტრიოს?
| QUOTE | | რაც შეეხება ოპოზიციის დანარჩენ, მცირე ნაწილს, მე მინდა განვაცხადო: ნუ დაგავიწყდებათ, რომ როგორც არასდროს საქართველოს სჭირდება ჩვენი ერთიანობა და ჩვენი თანამშრომლობა; მე როგორც არასდროს მზად ვარ თანამშრომლობისთვის; |
სულ მაგას იძახი
| QUOTE | | საქართველოს პასუხი რუსულ აგრესიაზე იქნება მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება და მეტი პროგრესი; |
კაცი ბჭობდა,ღმერთი იცინოდაო.
აღდგომა და ხვალეო
| QUOTE | | მინდა განვაცხადო ახალი დემოკრატიული რეფორმების შესახებ, რომელიც გულისხმობს უფრო ძლიერ პარლამენტს, სასამართლო სისტემას და უფრო თავისუფალ მედიას; |
დაენძრა კავკასიას  მე თქვენი აღარ მჯერა,ბატონო პრეზიდენტო.ეს თქვენი დამსახურებაა | QUOTE | | პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გაზრდა; |
ბევრი წვრილმანი პოლიტ-პარტია გახდება ნაცმოს სატელიტი პარტია.სწორი სხვლაა აქამდე სად იყავით?
| QUOTE | | საზოგადოებრივ მაუწყებელში უნდა გაიმართოს მუდმივი დებატები და ამისათვის პირობები უნდა შევქმნათ; |
აღარ დაიღალეთ? მოძველდა ეგ სიმღერა...გამოვლილი გვაქვს
| QUOTE | | ჩვენ გვჭირდება სასამართლო რეფორმის ახალი ტალღა, რომლის მიზანიცაა უფრო დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება; |
მაგას იძახი სულ.შედეგი-0.ცარიელი ბლა-ბლა-სი აღარ გვჯერა ბევრს სურვილი რომ გქონოდა,სასამართლო სისტემის რეფორმას 3 თვე ეყოფოდა.
| QUOTE | | კერძო საკუთრებისთვის ძლიერი გარანტიების შექმნა; |
კერძოდ? ხალხს სახლებიდან აღარ გამოყრით?
| QUOTE | | მე აქ ვდგავარ, რადგანაც ჩვენი ერი გაუტეხელია; |
ერით ნუ სპეკულირებ და საკუთარ პერსონას ერის გვერდზე ნუ აყენებ.არ ხარ ბელადი.რიგითი მიშა ხარ,რომელიც ახლა პრეზიდენტია და რამდენიმე წელიწადში აღარ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი.ქარველ ერს შეეშვი.უშნოდ ახსენებ ხოლმე სულ საკუთარი მიზნებისთვის
| QUOTE | | ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ძლიერი ნდობის შენარჩუნება; |
ნდობა რომ შეინარჩუნო,ნდობა უნდა გაგაჩნდეს.
| QUOTE | | ყველაზე მნიშვნელოვანია ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია. |
ამიტომაც გამიჯნე ნაციონალური მოძრაობა(+კმარა) და მატი მხარდამჭერები დანარჩენი საქართველოსგან და მათგან მტრის ხატი ამიტომაც შეჰქმენი?!
--------------------
On ne peut pas faire d'omelette sans casser des oeufs
|