საბანკო ავანტიურა
2008 წლის 31 10, პარასკევი - 11:32
მართალია, ხელისუფლება ირწმუნება, რომ აგვისტოს მოვლენება რუსული ეკონომიკა ჩამოშალა და ქართულ ეკონომიკას არცთუ სერიოზული პრობლემები აქვს, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ამ კუთხით საქმე, უბრალოდ, ცუდად კი არა, სერიოზულად ცუდად არის. მაგალითად, სარეკლამო რგოლებით თუ ვიმსჯელებთ, ბანკები ძველ, ანუ ომამდელ რეჟიმში მუშაობენ, ანუ კრედიტებსაც გასცემენ, მაგრამ რეალურად, ბანკები სესხის გაცემაზე უარს ამბობენ, თუმცა უარის მიზეზს არ აკონკრეტებნ. მოკლედ, აშკარაა, რომ ბანკები ფინანსურ კრიზისს განიცდიან. ისე, ბანკები, ასე ვთქვათ, პატარა ავანტიურაზეც მიდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მშიერმუცელა მოსახლეობას კრედიტის ასაღებად საჭირო საბუთებს “აგროვებინებენ” და მერე, ეუბნებიან, ცოტა მოცდაო მოგიწევთო. მოკლედ, რა ხდება რეალურად ქართულ ბანკებში?
გიორგი ჩახვაშვილი, “თი ბი სი ბანკის” წარმომადგენელი: _ აგვისტოს მოვლენების გამო ჩვენთან სესხის აღება შეჩერებული იყო, მაგრამ ერთი თვეა, განვაახლეთ და ამჟამად შეუფერხებლად მომდინარეობს სესხის გაცემა.
_ კლიენტების უმეტესობა აცხადებს, რომ სესხის აღებას ვერ ახერხებს. მაინც რა კრიტერიუმით ხდება სესხის გაცემა?
_ ვერ გეტყვით, ვის უთხრეს უარი. უმრავლესობა ვაძლევთ კრედიტს.
_ სამწუხაროდ, ვერ ვნახე კლიენტი, რომელმაც სესხი აიღო.
_ ვერაფერს გეტყვით, მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ “თი ბი სი ბანკი” სესხებს გასცემს.
ნათია შამილაძე, “საქართველოს ბანკის” წარმომადგენელი”: _ “საქართველოს ბანკი” არ გასცემს სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებს. ჩვენ მხოლოდ იპოთეკურ სესხებს, ავტო და სტუდენტურ განვადებებს და, ასევე, საკრედიტო ბარათებს გავცემთ.
_ რა მოტოვით ეუბნებით კლიენტს უარს სესხის გაცემაზე?
_ სათანადო დოკუმენტაციას განიხილავენ კომიტეტის სხდომაზე და თუ კლიენტი აკმაყოფილებს ბანკის მიერ დადგენილ პირობებს, სესხი გაიცემა.
“ტაოპრივატბანკში” კი აცხადებენ, რომ მხოლოდ საკრედიტო პლასტიკური ბარათით შეიძლება სესხის გაცემა, რისთვისც ხელფასის ორმაგი ოდენობაა საჭირო. ასევე, სესხის მისაღებად საჭიროა ცნობა ხელფასის შესახებ და პირადობის მოწმობა. ამ პროცედურის გავლიდან 24 საათში კლიენტს შეუძლია, გაიტანოს სესხი, საკრედიტო ბარათს კი კლიენტები ორ კვირაში ღებულობენ.
“სესხების გაცემა გართულდა, თან ყველაზე დიდი თანხა, რაც შეიძლება გაიცეს, 2 ათასი ლარია, ანუ თუ ხელფასი 700 ლარი გაქვთ, 2 ათას ლარს ვერ აიღებთ. თუ 200 ლარი გაქვთ ხელფასი, მაშინ 400 ლარის სესხს აიღებთ, _ განუცხადა “ფაქტს” “ტაოპრივატბანკის” წარმომადგენელმა.
_ რა პრინციპით ხდება სესხის გაცემა?
_ ვერ გეტყვით, ეს ბანკის კონფედენციალური საკითხია.
_ ხშირად ეუბნებით კლიენტს სესხზე უარს?
_ სამწუხაროდ, ხშირად.
_ განვადებები გაქვთ?
_ ავტოგანვადებები შეჩერდა, მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთებსა და მობილურებზე გვაქვს განვადება.
http://www.fact.ge/news.aspxცოტა გამოფხიზლება არ გაწყენთ
This post has been edited by licemer on 31 Oct 2008, 14:20
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.