ზამთრის წინ ურთიერთობას ნაღდად არ გაირთულებენ რუსეთთან.
თანაც, ვადა იანვრამდე მისცეს რუსეთს და მანამდე ლოიალურობა უწევთ.
საინტერესო მსჯელობა აქვს ა. თვალჭრელიძეს. ვრცელია და ბოლო ნაწილს დავდებ.
"...........ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალზე ჭკვიანური და მოქნილი სარეზერვო სისტემა აქვს, რომელსაც ამგვარ სიტუაციებში იყენებს ხოლმე და ამას ან ერთი პრეზიდენტი იზამდა, ან მეორე. ჩემი აზრით, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაც უკვე დაადგა საკმაოდ გამართლებულ და ეფექტიან გზას, რომელიც ამერიკის ეკონომიკურ კრიზისს მოაგვარებს. პირველ ყოვლისა, ეს არის დოლარის გამყარება ევროსა და სხვა ვალუტასთან მიმართებაში. მეორე ნაბიჯი კი სტრატეგიული ნედლეულის გაიაფებაა (ნავთობზე, ოქროზე, სპილენძზე და ა.შ. ფასების დაწევა). მაგალითისთვის, სპილენძის ფასი 8.000-დან 3.800-ზე ჩამოვარდა. ეს კი, პირველ რიგში, რუსეთიIს ეკონომიკას ანგრევს. არავის უნდა ეგონოს, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით ხდება.
- ობამას გაპრეზიდენტებას დროში საეჭვოდ დაემთხვა მედვედევის საკმაოდ მძიმე განცხადებები. როგორც ჩანს, ახალ პრეზიდენტს რუსები «ტესტირებას» ჩაუტარებენ სიფრთხილესა და გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით...
- ობამას არჩევის პირველივე დღეს რუსებმა უხეში და საბედისწერო შეცდომა დაუშვეს. იმის ნაცვლად, რომ ობამას შედარებით მშვიდობიანი ხასიათი გამოეყენებინათ და თავიდანვე, მისადმი მეგობრული თუ არა, შემრიგებლური პ[ოზიცია მაინც დაეკავებინათ, მუქარის ტონი გააგრძელეს და გაამძაფრეს. არადა, ობამა მაკკეინისგან განსხავავებით, მათთვის სწორედ რომ გამოსავალი შეიძლებოდა ყოფილიყო. მაკკეინი ხომ, მოგეხსენებათ, რუსეთის ლამის პირდაპირი მტერია, რაკიღა ხუთი წელი მათი ვასალი ვიეტნამელების ტყვეობაში ჰქონდა გატარებული. კალინინგრადსა და იქ სარაკეტო სისტემა «ისკანდერის» განთავსებაზე ლაპარაკი მაშინ, როდესაც აშშ ობამას პრეზიდეტობას ზეიმობდა, პირდაპირი იძულებაა ახალარჩეული პრეზიდენტისთვის, რომ რუსეთის მიმართ მომავალში ხისტი და აგრესიული პოზიცია დაიჭიროს. ანუ, თვით რუსები უბიძგებენ ობამას ცივი ომისკენ. მეჩვენება, რომ რუსეთში უკვე ვეღარ კონტროლდება არა მხოლოდ საგარეო, არამედ შიდაპოლიტიკური საკითხებიც. უკვე დაიწყო და ალბათ, 10-15 წელიწადში რეალობად იქცევა ის ფაქტი, რომ რუსეთს მოუწევს შეცვლილ და შემცირებულ საზღვრებში არსებობის გაგრძელება, თუკი საერთოდ, არსებობის სურვილი ექნება.:
- აგვისტოს მოვლენების შემდეგ ცნობილია, რომ ევროპას, ასე თუ ისე, ხისტი პოზიცია ჰქონდა რუსეთის მიმართ. თუმცა, გასული კვირის ბოლოს საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმაც უკვე ღიად განაცხადეს, რომ რუსეთმა თითქმის შეასრულა საქართველოსთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები და ისინი პრობლემას ვერ ხედავენ მასთან თანამშრომლობის დაწყებაში. არადა, ახალგორისა და კოდორის შემდეგ, დატოვების ნაცვლად, უკვე საჩხერის რაიონის სოფელი პერევიც დაიკავეს, თანაც არა მხოლოდ რუსებმა, არამედ ოსმა ბოევიკებმაც!
- ნუ დაგვავიწყდება ორი გარემოება. ერთი, რომ რუსეთის მხრიდან თითქმის შესრულებაზეა ლაპარაკი და მეორე: რუსეთს პირველ იანვრამდე აქვს ვადა, რომ საქართველოს ტერიტორია სრულად დატოვოს. მანამდე კი, ევროპელებს არა აქვთ საფუძველი, რუსეთის მხრიდან დარღვევებზე ილაპარაკონ. არის მესამე, შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორიც - მომდევნო თავმჯდომარე ევროკავშირისა, ჩეხეთი იქნება. ქვეყანა, რომელსაც რუსეთისგან «ბევრი სიკეთე» ახსოვს. ყველაფრის მიუხედავად, მერწმუნეთ, ევროპელები უკან ნამდვილად არ დაიხევენ. ჩვენ, რატომღაც გვინდა, რომ ყველაფერი «დღეს დილით» მოხდეს. მე ადრეც გითხარით და ახლაც ვიმეორებ, რომ პროცესი ძალზე მტკივნეული და რთული იქნება, რომელშიც დიდი გონიერების გამოჩენა გვმართებს. უნდა შევძლოთ და ამ პერიოდში მძლავრი ინფრასტრუქტურა შევქმნათ, რათა შერიგების პროცესი არა იმდენად პ[ოლიტიკოსების, არამედ უფრო მეტად სახალხო დიპლომატიიის გზით წავიდეს - ამაში კი ყველაზე მეტად ეკონომიკური ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ. "
http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm This post has been edited by nia-aneta on 12 Nov 2008, 21:17
ზერელედ ვმკურნალობთ ქვეყნის ჭრილობებს და არცკი გვრცხვენია თვალთმაქცობისა.(ო. ჭილაძე.)
,,ღმერთთან ომი არავის მოუგია."(მამა გიორგი)