ვერასოდეს ვიტანდი ამ უმორალო და უპრინციპო ფრანგებს
ყოველთვის რუსების მხარდამჭერები და მათი ხელის ბიჭები იყვნენ! ნებისმიერი პრეზიდენტის დროს!
ვერ იტანენ ამერიკელებს და ინგლისელებს და ეს უმადურობა და უკუდო ამპარტავნობა როდესმე მწარედ დახვდებათ წინ!
”ევროპამ გაყიდა საქართველო”, - ეს შეფასება სულ უფრო ხშირად ჩნდება დასავლური პრესის ფურცლებზე. ნიკოლა სარკოზის პოლიტიკურმა ინიციატივამ, დაერეგულირებინა რუსეთ-საქართველოს სისხლიანი კონფლიქტი, კრახი განიცადა. თუმცა ბებერმა ევროპამ (გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი) რუსეთისგან თავისი მიიღო, ახალგაზრდა ევროპელები (პოლონეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი) კი იხტიბარს არ იტეხენ და მზად არიან, საქართველოსთან ერთად იბრძოლონ.
პრეზიდენტი სარკოზი აგვისტოს მოვლენების ფონზე ყველაზე საინტერესო ფიგურა გახლდათ. თუმცა დღემდე გაუგებარი იყო, პრეზიდენტი, რომელიც არჩევამდე პუტინს უმკაცრესი სიტყვებით აკრიტიკებდა და რუსეთის დაჩოქებაზე ოცნებობდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უჩვეულოდ დამთმობი გახდა.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4833
everything...