#11670066 · 27 Nov 2008, 12:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mazila
| QUOTE | | ვაჟკაცობა შენ გეყოს და აღიარე რომ შუა ომში ყრი ფარხმალს. |
უკაცრავად, მაგრამ თქვენს მიერ შემოთავაზებული სუიციდის განსახორციელებლად ხმალი მე ხელში არასდროს ამიღია - ასე რომ, არც არაფერი დამიყრია, და, შესაბამისად, არც არაფრის აღიარებას ვაპირებ.
| QUOTE | | ერთხელ მაინც არ გვენახებინა უცხო თესლისთვის სეირი, მთლიანად ერის თვითშეგნებისთვის სასიკეთოს არაფერს მოიტანდა. |
ჰოო, სეირი მართლაც მაგარი ვანახეთ - სულ კუდით ქვა ვასროლინეთ. ხელმეორედ ომწაგებული ერის თვითშეგნება კი მართლაც საარაკო რამეა.
| QUOTE | | შენნაირების განწყობა კი აუფერულებს იმ სიხარულს |
უი, უკაცრავად - მე მეგონა უკვე იცოდი, რომ ომი არ მოგვიგია - ნუ აღელდები - შეგიძლია მშვიდად განაგრძო ერორის ცქერა.
| QUOTE | | კიდევ დადის ქართულ ძარღვებში გმირთა სისხლი! |
| QUOTE | | სიმართლე ჩვენს მხარესაა და ღმერთი არ მიგვატოვებს... |
მაგრად მომწონს ეს ფრაზა - ბიბლიიდან არის - "ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა კეთილი სურვილებით არის მოკირწყლული".
| QUOTE | | თუ ჩვენ არ მოვეშვით უღმერთოდ ტირილს! |
გადამეტებული ტირილი ვერ არის კარგი საქმე, მაგრამ უმიზეზოდ და გაუთავებლად სიცილიც აშკარად რაღაც პრობლემაზე მიუთითებს.  | QUOTE | | მე მაინც არა ძალადობის მომხრე ვარ, თუმცა დღევანდელი რეალობა ამის საშუალებას არ იძლევა |
კიდევ ერთი ეკლექტიკა - თემის სათაურში უნდა ჩავამატებინო.
|