ირაკლი ალასანია რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების განახლების საფრთხეზე საუბრობს
24 / 12, 2008 19:24
Font size:
ირაკლი ალასანია რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების განახლების საფრთხეზე საუბრობს.
როგორც ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამხედრო დაპირისპირების განახლების საფრთხეები არსებობს, რადგან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან და მათ გადაადგილებასა და მოძრაობაზე არანაირი რეალური ზემოქმედების ბერკეტი არ არსებობს.
„იმედი მაქვს, ხელისუფლება არ გაიმეორებს შეცდომებს და არანაირ სამხედრო დაპირისპირებაში არ ჩაებმევა“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=9487****
ირაკლი ალასანია ამერიკასთან სტრატეგიულ ურთიერთობებში ცვლილებებს არ ელოდება
24 / 12, 2008 19:26
Font size:
გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია ამერიკასთან სტრატეგიულ ურთიერთობებში ცვლილებებს არ ელოდება, - ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს. რა თქმა უნდა, შეიცვალა მათი მოსაზრებები მას შემდეგ, რაც გამოჩნდა, რომ საქართველომ არ გააკეთა ყველაფერი, რათა თავიდან აეცილებინა ეს კონფლიქტი, მიუხედავად მათი მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა“, - განაცხადა ალასანიამ.
იგი იმედს გამოთქვამს, რომ ეს არ გადაიზრდება ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების შეცვლაში.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=9488*****
ირაკლი ალასანია პრეზიდენტთან შესახვედრად მზად არის
24 / 12, 2008 19:48
Font size:
გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია მზად არის საქართველოს პრეზიდენტთან შესახვედრად, რათა მას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზებზე ესაუბრობს, - ამის შესახებ ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლებელი იყო სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებთან პირდაპირი დიალოგის განახლება და ასევე არსებობდა შესაძლებლობა, მიღწეულიყო დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელიც საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობასა და დევნილების დაბრუნებას შეეხებოდა.
„ამ შემთხვევაში საგრძნობლად შემცირდებოდა სამხედრო დაპირისპირების განახლების ალბათობა. გარდა ამისა, იყო შესაძლებლობა რუსეთთან დიპლომატიური მეთოდებით მოგვენახა საერთო ინტერესი კავკასიაში“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი აპირებს კონსულტაციების გამართვას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და არ გეგმავს ცალკე ოპოზიციური პარტიის შექმნას, რადგან მიაჩნია, რომ საქართველოში საკმაოდ ბევრი პოლიტიკური პარტიაა. მისი თქმით, მთავარი ამოცანა, ძალების კონსოლიდაცია იქნება.
ირაკლი ალასანია ასევე მომხრეა საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისა. „ჩემი აზრით, არჩევნები უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება მალე, ამისათვის კი საჭიროა გარკვეული პირობები. პირველ რიგში ეს არის სამართლიანი საარჩევნო კოდექსი და მედიის სრული გათავისუფლება“, - განაცხადა ალასანიამ.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=9490ირაკლი ალასანიას განცხადებით, მან პირადი გადაწყვეტილებით გაეროში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა 4 დეკემბერს დატოვა
24 / 12, 2008 19:00
Font size:
ირაკლი ალასანიას განცხადებით, მან პირადი გადაწყვეტილებით გაეროში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა 4 დეკემბერს დატოვა და ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ბოლო პერიოდში საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ძირეულად განსხვავებული ხედვა ქვეყნის შიდა სამხედრო პოლიტიკური განვითარების საკითხებში, მათ შორის კონფლიქტების მოგვარებაში.
ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ მისი თანამდებობიდან გამომდინარე ის მუდმივად ცდილობდა წვლილი შეეტანა კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში.
“ხელისუფლებასთან პრინციპული განსხვავებები ჩემთვის საბოლოოდ აგვისტოს მოვლენების შეფასებაში და შექმნილი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის ხედვაში გამოიკვეთა. ვფიქრობ, ეს კრიზისი განაპირობა ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებამ. ამ საკითხებზე ჩემს კრიტიკულ დამოკიდებულებას ხშირად ვაცნობდი საქართველოს პრეზიდენტს. სამწუხაროდ, ეს მოსაზრებები არ იქნა გაზიარებული”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
იგი აცხადებს, რომ პრეზიდენტი მისი გადაწყვეტილების შესახებ საქმის კურსში უკანასკნელად ორი თვის წინ ჩააყენა, თუმცა გადაწყვეტილების შესრულება კონფლიქტურ ზონებში გაუთავებელი კრიზისული სიტუაციების და ბოლოს აგვისტოს ტრაგედიის გამო გადაიდო.
ირაკლი ალასანიას სჯერა, რომ კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი გზა იყო და დღესაც რჩება საქართველოს გამთლიანების ერთადერთ რეალურ შესაძლებლობად.
“ხელისუფლების მთავარი მოვალეობა იყო სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილება, რომელშიც ჩათრეული აღმოვჩნდით სტრატეგიული მოკავშირეების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად”, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
მას მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა ვერ შეაფასა საქართველოს ძალები და მოსალოდნელი აგრესიის მასშტაბები.
“რუსეთთან ომის თავიდან აცილების გზები არსებობდა. ამ პროვოკაციულ ომში საქართველოს ჩაბმის პასუხისმგებლობა ქვეყნის პრეზიდენტს ეკისრება”, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
იგი აცხადებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება დაუცველია და ხალხი სამხედრო დაპირისპირების განახლების შიშის ქვეშ იმყოფება.
“ქვეყანას სჭირდება ძირფესვიანი ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების გაძლიერებას და გააჩენს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის იმედს”, - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, საქართველოს მომავალი დასავლეთთან ინტეგრაციასა და ევროპული უსაფრთხოების სისტემაშია.
“ამასთანავე არსებული საფრთხეები და ახალი რეალობა გვკარნახობს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენისათვის პრინციპული დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას”, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ და დასძინა, რომ ამ მიზნით დაიწყო კონსულტაციები საზოგადოების და პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=9483&hd_line=1 This post has been edited by germany87 on 24 Dec 2008, 20:14